ლუჩანო სპალეტის და ფრანჩესკო ტოტის შორის შავმა კატამ გაირბინა
იტალიური სპორტული მედია ლუჩანო სპალეტის და ფრანჩესკო ტოტის შორის მომხდარმა კონფლიქტმა ააფეთქა. "რომას" მთავარმა მწვრთნელმა კაპიტანი "პალერმოსთან" მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

რა მოხდა?

შაბათს საღამოს ფრანჩესკო ტოტი ჟურნალისტებს გაესაუბრა და შემდეგი განაცხადა:

"დიდი ხანია, რაც ტრავმა აღარ მაწუხებს და თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თამაში, პრაქტიკულად, არ მიწევს. გასაგებია, რომ 38 წლის ასაკში მუდმივად მოედანზე ვერ ვიქნები, მაგრამ სულ თადარიგში ყოფნასაც არ ვიმსახურებ. კარიერის ასეთ დასასრულზე ნამდვილად არ მიოცნებია და შესაბამისად, თავს ცუდად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ მწვრთნელისა და კლუბის მესვეურებისგან მეტ დაფასებას ვიმსახურებ. როგორი ურთიერთობა მაქვს სპალეტისთან? - ჩვენ მხოლოდ ვესალმებით და ვემშვიდობებით ერთმანეთს.

"რომასთან" კონტრაქტი 1-ელ ივლისს მეწურება და დღემდე არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა ჩვენი თანამშრომლობა. ველოდები სიახლეებს კლუბიდან, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ გაზაფხული მოახლოვდა და ჯერ კიდევ გაურკვევლობაში ვარ, არასასიამოვნოა".

ტოტის ეს კომენტარი ლუჩანო სპალეტიმ რეაგირების გარეშე არ დატოვა და კაპიტანი სამატჩო განაცხადიდან ამოაგდო.

რას ფიქრობს სპალეტი?

ბუნებრივია, რომ ამ თემაზე ჟურნალისტები სპალეტის დაეკითხნენ და მისგან შემდეგი მოისმინეს:

"ძალიან რთული ვითარება გვაქვს, რადგან ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ვიბრძვით და ქულები ჰაერივით გვჭირდება. ასეთ დროს სენტიმენტებისთვის არ მცხელა და შესაბამისად, გამოვდივარ მხოლოდ გუნდის ინტერესებიდან და არა კონკრეტულად ერთი ფეხბურთელის.

ფრანჩესკო ტოტის შეუძლია გააკეთოს იდეალური პასი, მაგრამ თუ მოედანზე პრესინგია საჭირო და 40-მეტრიანი კროსების გაკეთება, იქ მას უჭირს შესაძლებლობების დემონსტრირება. ძალიან დიდ პატივს ვცემ ტოტის და მის დამსახურებებს, მაგრამ დღეს ჩვენ გვჭირდება შედეგი და იმედი მაქვს, რომ ის ამას გაგებით მოეკიდება".

რას ფიქრობს კლუბის ხელმძღვანელობა?

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, კლუბის მესვეურები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ ლუჩანო სპალეტის და მის პრინციპულ მიდგომას, რომ მთავარი გუნდის ინტერესებია და არა ცალკეული ფეხბურთელების.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, უახლოეს 10 დღეში "რომას" პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა ფრანჩესკო ტოტის შეხვდება და შემდეგ დირექტორთა საბჭოზე გადაწყვეტს, უნდა გაუხანგრძლივდეს თუ არა კაპიტანს ხელშეკრულება კიდევ ერთი სეზონით.

დიდი შანსია, "რომას" მესვეურებმა ტოტისთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვონ, რადგან სპალეტიზე ისინი დიდ იმედებს ამყარებენ, მისი გაშვება გამორიცხულია და გუნდში კი ატმოსფერო არავინ უნდა გააფუჭოს.

ამიტომ ტოტი წამგებიან პოზიციაშია, 38 წლის ასაკში კი სხვა გუნდში გადასვლა უტოპიაა - შეგვიძლია ამერიკა, კანადა ან ავსტრალია დავუშვათ, მაგრამ ეს უკვე სანახევროდ კარიერის დასრულებას ნიშნავს. ლეგენდა სრულდება?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

roma
მართალია ტოტი რთული ხასიათის ფეხბურთელია და ასევე "სიმულიანტიც"რითაც საქართველოს ნაკრებიც დააზარალა,მაგრამ ეს ყველაფერი მსაჯების ბრალია,ისინი უწყობდნენ ხელს ამ საქმეში,ხოლო,რაც შეეხება ფეხბურთელობას ის ლეგენდაა და არამარტო იტალიის მასშტაბით,არამედ მსოფლიო მასშტაბის,გავა წლები და ის ყველას ემახსოვრება,ხოლო სპალეტი ერთი საშუალო დონის მწვრთნელია,კარიერის დამთავრების შემდეგ მას ვერავინ გაიხსენებს,ხოლო ტოტი ოქროა და თანაც ბაჯაღლო,ის ბევრს არ ითხოვს,10-15წუთი,რომ მიეცეს მას სათამაშო პრაქტიკა ამით ალბად დამეთანხმებით არაფერი დაშავდება,პირიქით საქმეს წაადგება კიდეც.ბოლო-ბოლო ორი გოლი მაინც არააქვს გატანილი საკუთარ კარში.
pirlo
ყველა ფეხბურთელი ცდილობს პენალის აკიდებას, გუცაევიც ასე იყო, დაჟე ყიფიანიც და ზიდანის სიაფანდი პენალიც ძალიან კარგად მახსოვს კაცი შვილი რომ არ შეხებია და წაიქცა, ვინა არის სპალეტი, ტოტი ლეგენდაა, რომას ლეგენდა
ქუთაისელი
სიმულიანტ ფეხბურთელებს შორის - ყველაზე მაგარია!
juve
ეგ კაცი იტალიური ფეხბურთის ყველა დროის ლეგენდაა; დღესაც ნახევარი საათში მეტ გააკეთებს ვიდრე რომას მოქმედი ფეხბურთელებია; იმ პენლების ცოდვა მოუწია როცა კორეასთან ნაღდი პენალტისთვის პირიქით გააგდეს მოედნიდან; მისი გოლები, განსაკუთრებით პასები არ შეიძლება ფეხბურთის გურმანისთვის დაუვიწყარი არ იყოს; კაცი ლამის ვინტებით შეკრული ტერფით თამაშობდა 2006-ში და როგორ თამაშობდა; სპალეტი 2 წელში არავის ემახსოვრება, ტოტი კი დარჩება რომის იმპერატორად; ფერგიუსონი მზად იყო ფეხით ჩასულიყო რომში და ეთხოვა მანჩესტერში თამაში (ეს სერ ალექსის სიტყვებია), მაგრამ ტოტი რომის ერთგული დარჩა და ამიტომაც არის იმპერატორი
maradona
მაგას საქართველოს ნაკრებთან "აკიდებული" 2 პენალტის ცოდვები უწევს! ჯერ სადა ხარ ტოტი!? ))))
ika
რაღა დროს ესაა სტადიონზე ხომ არ უნდამოკვდე ? D:
[VIDEO] "ნაპოლი" "ატალანტასთან" დამარცხდა და "ინტერს" 14 ქულით ჩამორჩა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
[VIDEO] დე ლაურენტისის ვაჟი პოლიციამ იხსნა - ლუიჯის საკუთარი კლუბის გულშემატკივრები განურისხდნენ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა
"ასეთი რამ "ნაპოლიში" არასდროს მინახავს" - ლუჩანო სპალეტი
"რომა" "ბარსელონას" დატროლვას აგრძელებს - ჩვენ მაინც მესი გვსურს!
ფრანჩესკო ტოტის ვაჟმა 19 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
"პოლიტიკოსი არ ვარ... თუ ეს მოხდება, მოსკოვში აღარ ჩავალ..." - ტოტიმ 8 აპრილს რუსეთში დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"რომას" პრეზიდენტი: თუ ლეო მესის მოგვცემენ, "ბარსელონას" ბოდიშს მივიღებ
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"რომას" პრეზიდენტი მსაჯობაზე: ისევ გაგვძარცვეს, მე ვნებდები
"დამიჯერეთ, ის უცხოპლანეტელია" - ლუჩანო სპალეტი
"დიბალა თუ ლაუტარო?" - ტოტის არჩევანი გაგაოცებთ
"რომას" პრეზიდენტი ჯასტინ კლუივერტს: "ბარსელონაზე" არც იოცნებო, იქ არასდროს გაგიშვებ
[VIDEO] სპალეტიმ "რომას" მოუგო, გასპერინის წყალი შეუდგა?
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
[VIDEO] სპალეტი გაგიჟდა - ლუჩანო მსაჯს დაუპირისპირდა
"ზუსტად იგივე ვუთხარი "კვარას", როცა პირველად შევხვდი" - რა ისტორია გაიხსენა ლუჩანო სპალეტიმ?
"ნაპოლის" პრეზიდენტი: ეს თუ სიმართლეა, "რომა" და "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაზე არ დაუშვათ!
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
"რომას" პრეზიდენტი - დე ლაურენტისზე: ეგ ნეაპოლში რას ეწევა?
"რეალში" რომ მეთამაშა, "ოქროს ბურთს" მოვიგებდი" - ფრანჩესკო ტოტი
"მათ ეს დაგვიმტკიცეს" - ტოტიმ პსჟ-ზე ისაუბრა
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
ბოვე, რომელმაც გულის შეტევა გადაიტანა, ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა