ენტონი დევისმა სეზონის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა
ენტონი დევისის ფენომენალურმა თამაშმა "ნიუ ორლეანს" სტუმრად გამარჯვება მოუტანა "დეტროიტის" წინააღმდეგ. დევისმა განაახლა სეზონის შედეგიანობის რეკორდი - 59 ქულა დააგროვა.

მან თამაშიდან 32-ჯერ ისროლა და 22 ბურთი მოათავსა კალათში, ორიდან ორი სამქულიანი და ათიდან ცხრა საჯარიმო ჩააგდო. გარდა ამისა, ენტონის ანგარიშზე 20 მოხსნა და ოთხი შედეგიანი პასი მოდის. თანაგუნდელ ჯრიუ ჰოლიდეისთან ერთად, წყვილმა ერთად 79 ქულა, 27 მოხსნა და 13 გადაცემა მიითვალა.

"ოკლაჰომამ" სეზონში მეორედ წააგო "კლივლენდთან", ამჯერად, გამანადგურებელი ანგარიშით. ბილი დონოვანის შეგირდებმა ვერაფერი დაუპირისპირეს სტუმრებს. თუ კევინ დურანტმა და რასელ უესტბრუკმა თავიანთ ჩვეულ დონეზე ითამაშეს (26 ქულა კევინს და 20 ქულა, 9 მოხსნა და 11 პასი რასელს), დანარჩენმა გუნდმა თავის შესაძლებლობებზე დაბალი შედეგიანობა აჩვენა. "კლივლენდმა" დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, რომელიც ზედიზედ მეხუთე იყო ლებრონისთვის და კომპანიისთვის.

"ბოსტონმა" უკვე პირველივე წუთებიდან დაიწყო გაქცევა დენვერში და საწყის მეოთხედში მოუსპო ინტრიგა შეხვედრას, როცა 18 ქულით დაწინაურდა. "ნაგეტსმა" მესამე მეოთხედში გაიბრძოლა და სხვაობა ხუთ ქულამდე შეამცირა, მაგრამ "ბოსტონის" კარგმა დაცვამ მეტის საშუალება არ მისცა. რამდენიმე მინი-გაქცევის წყალობით, "კელტებმა" ისევ დაიბრუნეს ორნიშნა კომფორტული უპირატესობა.

"სან ანტონიო" ისევ კავალი ლეონარდის გარეშე თამაშობდა და ოდნავ გაუჭირდა სტუმრად "ფინიქსის" დამარცხება. მოულოდნელად, ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო "სანზის" უკრაინელი ცენტრი ალექსეი ლენი - 23 ქულა. "ფინიქსისთვის" ეს იყო ზედიზედ მე-11 წაგება.

"შარლოტმა" ბრუკლინში ზედიზედ მეხუთე და ბოლო 10 მატჩში მეშვიდე გამარჯვება გაინაღდა. სტუმრების რიგებში ხუთმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა, გარდა ამისა, "ჰორნეტსმა" 23 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 41 მოხსნა აიღო, რაც კარგ გუნდურ თამაშზე მეტყველებს.

"ინდიანამ" ზედიზედ მეორე რთულ გასვლით მოგებას მიაღწია სამქულიანი სხვაობით. "ორლანდოსთან" მატჩში, პირველი რიგში, ორივე მხრიდან ბევრი შეცდომაა გამოსაყოფი. ბოლოსკე უფრო იღბლიანები სტუმრები აღმოჩნდნენ - უკანასკნელ წამზე ვიქტორ ოლადიპოს სამქულიანმა მიზანს არ მიაღწია.

მონტა ელისმა და პოლ ჯორჯმა, შესაბამისად, 21 და 20 ქულა დააგროვეს და ჯამში შვიდი სამქულიანი მოათავსეს კალათში.

დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა "ტორონტომ" შინ "მემფისის" წინააღმდეგ. თამაში ხისტი და დაბალშედეგიანი გამოდგა. ორივე გუნდს თამაშიდან რეალიზაციის დაბალი პროცენტი ჰქონდა (40.7 და 36.8), ცუდად ისროდა სამქულიანებს (25.0 და 15.0 პროცენტი) და ცუდად ათამაშებდა ბურთს (12 და 13 შედეგიანი პასი). ამ პირობებში "ტორონტოს" დაეხმარა დემარ დეროზანის ინდივიდუალური ოსტატობა და ვალანჩუნასისა და ბიიომბოს ფარქვეშ კარგი თამაში.

კობი ბრაიანტმა ბოლო მატჩი ჩაატარა ჩიკაგოში. ბოლოჯერ ითამაშა მან ყოფილი თანაგუნდელისა და მეგობრის პაუ გასოლის წინააღმდეგ. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშმა "ლეგენდასთან გამოთხოვების" აკორდში ჩაიარა. შედეგიც თავიდანვე იყო ცნობილი - "ჩიკაგომ" აუთსაიდერი 11 ქულით დაამარცხა.

"პორტლენდი" აღარ ხუმრობს. "იუტასთან" მოგება ამ გუნდისთვის ზედიზედ მეხუთე და ბოლო 10 მატჩში მეცხრე იყო. დამიენ ლილარდმა და სი ჯეი მაკალუმმა საერთო გუნდური მონაგარის ნახევარი მიითვალეს - 115-დან 61 და მეორე ტაიმში გადაწყვიტეს საკმაოდ ნერვული მატჩის ბედი.

დღის რეკორდები

- 23 წლის ენტონი დევისი ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია ასოციაციის ისტორიაში, ვინც ერთ მატჩში 59 ქულა დააგროვა.

გარდა ამისა, ენტონი მხოლოდ მეოთხე კალათბურთელია, რომელმაც ერთ შეხვედრაში მინიმუმ 50 ქულა და 20 მოხსნა მიითვალა. მანამდე იგივე შედეგს მიაღწიეს შაკილ ო'ნილმა (61+23, 2000 წელს), კრის უებერმა (51+26, 2001) და მოზეს მელოუნმა (53+22, 1982 წელს).

- ალექსეი ლენმა 23 ქულით შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში. 24 წუთში მან 15-დან ცხრა ორქულიანი და ხუთიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, რასაც 13 მოხსნა დაუმატა.

- კევინ დურანტმა 26 ქულა მიითვალა "კლივლენდის" წინააღმდეგ. ეს იყო "ოკლაჰომას" ლიდერის ზედიზედ მე-40 მატჩი, როცა ის მინიმუმ 20 ქულას აგროვებს. მოქმედ კალათბურთელებს შორის ეს საუკეთესო შედეგია. დურანტის უახლოესი მდევრია სტივენ კარი. "გოლდენ სტეიტის" ლიდერის ანალოგიური სერია 14 მატჩს აღწევს.

ორი იტალიელი კობის კვალდაკვალ

ორმა იტალიელმა გულშემატკივარმა მიატოვა სამსახური იმისთვის, რომ ცოცხლად ეხილათ თავიანთი კერპის კობი ბრაიანტის ბოლო სეზონი, - წერს ინტერნეტ-რესურსი Bleacher Report.

ეს წყვილი დეკემბერში შენიშნეს "ლეიკერსისა და "ფილადელფიას" მატჩზე და როგორც აღმოჩნდა, ეს არ ყოფილა ერთჯერადი აქცია. იტალიელები მთელს ამერიკაში დაყვებიან კალიფორნიულ გუნდს. მაგალითად, გუშინ, ისინი ჩიკაგოში დაესწრნენ "ბულზისა" და "ლეიკერსის" შეხვედრას.

დეტროიტი-ნიუ ორლეანი 106:111

25:28, 30:27, 20:25, 31:31

დ: ჯექსონი (32), დრამონდი (21+14 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (14+5 ჩაჭრა).

ნ-ო: დევიჩი (59+20 მოხსნა), ჰოლიდეი (20+9 პასი+7 მოხსნა).

ოკლაჰომა-კლივლენდი 92:115

28:27, 25:35, 20:33, 19:20

ო: დურანტი (26), უესტბრუკი (20+9 მოხსნა+11 პასი), იბაკა (12).

კ: ლავი (29+11 მოხსნა), ჯეიმსი (25+7 მოხსნა+11 პასი), სმიტი (15), ჯეფერსონი (15), ტომპსონი (14+14 მოხსნა).

დენვერი-ბოსტონი 101:121

17:35, 32:29, 29:27, 23:30

დ: იოკიჩი (23+13 მოხსნა), მუდიაი (18), გალინარი (17), ჰარისი (14), ოგასტინი (13), ბარტონი (10).

ბ: ტომასი (22+12 პასი), ბრედლი (20), ტერნერი (17+9 მოხსნა), სალინჯერი (16+11 მოხსნა), კრაუდერი (13), სმარტი (10).

ფინიქსი-სან ანტონიო 111:118

21:30, 29:30, 32:28, 29:30

ფ: ლენი (23+13 მოხსნა), გუდვინი (14+7 მოხსნა), ტელეტოვიჩი (14), ლოუერი (13+7 მოხსნა), პრაისი (11), ბუკერი (10+6 პასი).

ს-ა: პარკერი (22), მილსი (21), ოლდრიჯი (19+10 მოხსნა), ბატლერი (12), გრინი (11+7 მოხსნა).

ბრუკლინი-შარლოტი 96:104

26:29, 22:26, 25:31, 23:18

ბ: ჯონსონი (17), ლოპესი (16+10 მოხსნა+6 პასი), იანგი (14+8 მოხსნა), ელინგტონი (13), ბრაუნი (12).

შ: უოკერი (28), ჯეფერსონი (18+7 მოხსნა), ბატუმი (16+7 მოხსნა+8 პასი), ლინი (11), ზელერი (10), მარვ. უილიამსი (9+12 მოხსნა).

ორლანდო-ინდიანა 102:105

22:20, 25:27, 32:33, 23:25

ო: ფურნიე (23), ვუჩევიჩი (19+13 მოხსნა), ოლადიპო (17+7 მოხსნა+8 პასი), ჯენინგსი (12+7 პასი), გორდონი (10+11 მოხსნა).

ი: ელისი (21), ჯორჯი (20+6 პასი), მაინმი (14+9 მოხსნა), მაილზი (14), ჯორდან ჰილი (13+10 მოხსნა), ტერნერი (12+8 მოხსნა).

ტორონტო-მემფისი 98:85

22:20, 24:23, 28:21, 24:21

ტ: დეროზანი (21), ლაური (18+7 პასი), ჯოზეფი (14), პატერსონი (11+8 მოხსნა), ვალანჩუნასი (10+12 მოხსნა).

მ: რენდოლფი (18), ჩელმერსი (17), კარტერი (16+7 მოხსნა), სტივენსონი (16).

დალასი-ფილადელფია 129:103

28:30, 38:24, 29:26, 34:23

დ: მეტიუზი (21), ნოვიცკი (18+7 მოხსნა), უილიამსი (15+8 პასი), პარსონსი (15), ბარეა (12), ფელტონი (10), ფაჩულია (9+10 მოხსნა).

ფ: ოკაფორი (31+8 მოხსნა), კენანი (15), კოვინგტონი (14).

ჩიკაგო-ლეიკერსი 126:115

31:30, 31:28, 35:23, 29:34

ჩ: როუზი (24+7 მოხსნა+6 პასი), მური (24), პ. გასოლი (21+7 მოხსნა+5 დაფარება), დანლივი (17), პორტისი (17+7 მოხსნა), მაკდერმოტი (16).

ლ: ბრაიანტი (22), რენდლი (22+12 მოხსნა), კლარკსონი (20+9 მოხსნა), რასელი (15+6 პასი), ბასი (13+7 მოხსნა), უილიამსი (11).

პორტლენდი-იუტა 115:111

18:25, 29:27, 33:30, 35:29

პ: მაკალუმი (31), ლილარდი (30), ჰარკლესი (17+7 მოხსნა), დევისი (11).

ი: ფეივორსი (22+8 მოხსნა), ჰეივორდი (21), ჰუდი (18), მაკი (16+6 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მნიშვნელოვანი გაძლიერება "ლეიკერსს" - კალიფორნიელები გაცვლას ამზადებენ
"ამ იდიოტმა ძალიან გამაბრაზა" - ჩარლზ ბარკლი ლებრონ ჯეიმსზე
ლებრონ ჯეიმსი კარიერას "ფილადელფია სიქსერსში" გააგრძელებს
სლუცკის ჩასვრილი და "რუბინის" განავალში ჩამგდები უწოდეს - სიომინმა დაიცვა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ლეიკერსმა" მაგარი თამაში ჩაატარა, "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა და ფინალში გავიდა [VIDEO]
ჯეიმსის ისტორიული მატჩი - "ლეიკერსმა" "იუტა" დაამარცხა [VIDEO]
ჯამალ მარის მაგარი მატჩი და "დენვერის" მეორე გამარჯვება "ლეიკერსთან" [VIDEO]
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა
ნიკოლა იოკიჩის ბენეფისი - "დენვერმა" "ლეიკერსი" პირველ მატჩში დაამარცხა [VIDEO]