თუ მახაჩყალის გუნდმა გასინჯვაზე მყოფი ჩვენებური არ დაიტოვა, მის დამატებას რუსთავის "ოლიმპი" შეეცდება
მახაჩყალის "ანჟიში" ხუთი ქართველი ვარჯიშობს და ამაზე "ლელო" უკვე წერდა. თურქეთში კლუბმა მორიგი საკონტროლო მატჩი ჩერნოგორიის "ზეტასთან" გამართა და 1:0 გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი 18 წლის ქართველმა თავდამსხმელმა გიორგი ილურიძემ 75-ე წუთზე გაიტანა - ის მეტოქის საჯარიმოში მცველს გასცდა და ზუსტად დაარტყა.

ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ მეკარე ნუკრი რევიშვილმა ითამაშა, ილურიძე და გასინჯვაზე მყოფი ირაკლი კლიმიაშვილი და გიორგი ჩელებაძე, მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩდნენ. ეს უკანასკნელი 70-ე წუთზე შეცვალეს.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო კლიმიაშვილის ამბავი გამოდგა. ბოლო ცნობით, თუ ირაკლი "ანჟიში" არ დარჩება, მას რუსთავის "ოლიმპი" დაიმატებს. გუშინ რუსთაველთა ხელმძღვანელებმა კლიმიაშვილისადმი ინტერესი დაგვიდასტურეს, მაგრამ ისიც დასძინეს, ჯერ საკითხი ბოლომდე არ გარკვეულაო.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ოლიმპში" გააგრძელებს კარიერას თბილისის "დინამოს" ყოფილი კაპიტანი ლევან ხმალაძე, მაგრამ რუსთავულ კლუბში ეს არ დაგვიდასტურეს. 24 წლის ფეხბურთელი იანვარში ლუგანსკის "ზარიაში" ისინჯებოდა, მაგრამ, უკრაინელთა ინფორმაციით, ტრავმის გამო შეკრება დატოვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს