ბოლნისის "სიონის" 32 წლის ფორვარდმა ბოლო ტურში ორი გოლი გაუტანა ფოთის "კოლხეთს"
დღევანდელი "სიონი" უკვე წარმოუდგენელია 32 წლის ფორვარდის, დიმიტრი ტატანაშვილის გარეშე. მან ჩვენი პირველობის ბოლო ტურშიც შესანიშნავად ითამაშა - ორი გოლი გაუტანა ფოთის "კოლხეთს" და "თამაზ სტეფანიაზე" გამართული შეხვედრის არაერთ დასამახსოვრებელ ეპიზოდშიც მიიღო მონაწილეობა.

"ლელომ" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ შემტევს რამდენიმე კითხვა დაუსვა...

- "სიონმა" ნაყოფიერი თურქული შეკრება გაიარა. შედეგი არ იყო იდეალური, თუმცა, ალბათ, აქცენტი ამაზე არც კეთდებოდა. როგორ მოემზადა გუნდი მეორე წრისთვის?

- მე ვთვლი, რომ კარგად მოვემზადეთ. მართალი ხართ, შედეგი არ იყო მთავარი თურქულ შეკრებაზე. აქცენტი ფიზიკურ და ტაქტიკურ-ტექნიკურ მომზადებაზე გაკეთდა. კარგი სპარინგებიც გვქონდა. ზაფხულში საერთოდ არ გაგვივლია მოსამზადებელი პერიოდი და მისაღები შედეგიც ვაჩვენეთ. იმედია, სეზონის ბოლოს უკეთეს შედეგს დავდებთ.

- როგორ აფასებთ მეორე წრის პირველი ორი მატჩის შედეგს? ალბათ, 6 ქულას გეგმავდით...

- იცით, შესვენების შემდეგ პირველი მატჩი ყოველთვის რთულია. "გურიასთან" შინ ქულები დავკარგეთ. ლანჩხუთელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, მნიშვნელოვნადაა გაძლიერებული და ჩემი აზრით, კიდევ ბევრს გაამწარებს... რაც შეეხება "კოლხეთთან" თამაშს, არაერთი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ და ცხადია, შედეგით კმაყოფილები ვართ.

- ამ შეხვედრას ვესწრებოდი და უნდა გითხრათ, რომ ამდენი გაცუდებული მომენტი იშვიათად მინახავს. რას უნდა დაბრალდეს ეს? მხოლოდ უიღბლობას?

- უიღბლობას და, ალბათ, ნაწილობრივ იმასაც, რომ ჩვენს მინდორზე ბურთი ცოტა ხტის... ახლა პაუზაა, "დაისვენებს" მინდორი და მომავალში უკეთესი იქნება. მაგრამ მარტო ამის ბრალიც არაა, ფაქტია, საგოლე მომენტების გამოყენებაზე სამუშაო გვაქვს.

- პირველი გოლი ლამაზი გამოგივიდათ...

- დავამუშავე ბურთი და ერთი ფეხიდან მეორეზე გადავიტანე... ისე, გოლზე მეტად საგოლე კომბინაციას გამოვარჩევდი. ზუსტად გამოგვივიდა ის, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით... მეორე გოლი პენალტიდან გავიტანე. მანამდე ჩემ წინააღმდეგ დაირღვა წესი, ასე რომ, 100-პროცენტიანი 11-მეტრიანი იყო.

- ამ პენალტის შესრულების დროს "კოლხეთის" კარში მინდვრის მოთამაშე იდგა. უჩვეულო გრძნობა არ დაგეუფლათ?

- როგორც არ უნდა იყოს, გოლს მაინც გატანა უნდა. არ მოვდუნებულვარ.

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე უნდა გკითხოთ. ფაქტია, ეს დიდი სტიმულია თითოეული ფეხბურთელისთვის...

- ძალიან დიდი! სულ ამაზე ვფიქრობ. ჩვენ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ძალიან გაზრდილია ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა, ვინც საქმიანობს ქართულ ფეხბურთში - ფეხბურთელი იქნება ეს, ჟურნალისტი, კლუბის ხელმძღვანელი თუ სხვა... პროგრამაში არის პუნქტები, რომელმაც ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს. თუნდაც ის რად ღირს, ყველა მოპოვებული ქულა რომ სტიმულირდება. ადრე, გუნდი რომ გავარდებოდა, ხელს ჩაიქნევდა, ახლა კი ყველა ქულისთვის დიდი ბრძოლა იქნება... მივესალმები იმასაც, რომ ყველა თამაში იქნება ბუნებრივ საფარზე. იცით, ეს ფეხბურთელისთვის რას ნიშნავს? რაიონებში გამოცოცხლდება ფეხბურთი. ალბათ, ეს პროდუქტი კარგადაც შეიფუთება...

- ძალიან მნიშვნელოვან თემას მიადექით. თავის დროზე, თქვენ ჩეხეთის ჩემპიონატში ითამაშეთ. იქ, შესაძლოა, ყველა მატჩი არ არის მაღალი დონის, მაგრამ თამაშობენ კარგ მინდვრებზე, ხელოვნურ განათებაზე და პროდუქტიც კარგადაა შეფუთული...

- აბსოლუტურად გეთანხმებით! აგვისტოში, საღამოს ხუთ საათზე, პაპანაქება სიცხეში რომ დანიშნავ თამაშს, რა უნდა მოითხოვო ამის მერე? თანდათან ამაღლდება ჩემპიონატის დონე. ამაში დარწმუნებული ვარ. ფაქტია, 10 წლის წინ რა მდგომარეობაც გვქონდა, იმაზე უარესი გვაქვს ახლა. ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ, რომ იტყვიან, სულზე მოგვისწრო.

- ბოლოს ისევ "სიონით" დავამთავროთ. ევროთასების საგზურის მოპოვება რეალურია?

- თავიდან, მართლა არავინ ფიქრობდა ამაზე, მაგრამ ამბობენ, მადა ჭამაში მოდისო და... ახლა "სიონის" თითოეული ფეხბურთელი სწორედ ამაზე ფიქრობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ივანე
წელს ბომბარდირი გახდება!
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
"საქართველო საოცარი ქვეყანაა, მათ რუსები არ მოსწონთ და ჩვენი მსგავსი მენტალიტეტი აქვთ" - ინტერვიუ "გაგრას" უკრაინელ ფორვარდთან
"იბერიამ" "ლეგანესიდან" მცველი დაიმატა
"ნაპოლიმ" "ბაიერს" მცველი 30 მილიონად მიჰყიდა
[PHOTO] "ჩემი სათამაშოები" - რონალდომ თავისი ძვირფასი ავტოპარკი აჩვენა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
მიდის თუ რჩება - ილია ზაბარნიმ თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
აკრძალული ნივთიერება მუდრიკის ორგანიზმი საქართველოსთან მატჩის წინ მოხვდა - უკრაინელი ჟურნალისტი ფეხბურთელის დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციას ავრცელებს
"ჩემი ოცნება "მილანთან" ერთად რაიმეს მოგება იყო" - მოდრიჩმა "როსონერიში" თავის მისიაზე ისაუბრა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
"შალკემ" 40 წლის ჯეკოს კონტრაქტი გაუგრძელა
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]