"უემბლიზე" დიდ ბრძოლას ველით
"უემბლიზე" სეზონის პირველი ტიტული გათამაშდება - ლიგის თასის ფინალში "ლივერპული" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. ეს ტიტული შესაძლოა, პირველი იყოს იურგენ კლოპის ინგლისურ კარიერაში, ან უკანასკნელი მანუელ პელეგრინისთვის "სიტის" თავკაცის რანგში.

"მანჩესტერ სიტიმ" წაგებების სამარცხვინო სამ-მატჩიანი სერია (ბურთების სხვაობით - 3:10) კიევის "დინამოსთან" შეწყვიტა და უკრაინის დედაქალაქში ისეთი ანგარიშით (3:1) მოიგო, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლა აღარ უნდა გაუჭირდეს.

შესაბამისად, ამ რთულ სეზონში მანუელ პელეგრინის ბიჭებითურთ თავისუფლად შეუძლია სრულად გადმოერთოს ლიგის თასის ფინალზე, რადგან ტიტული ტიტულია და "ქალაქელებს" ეს სათქმელად მაინც გამოადგებათ, რაღაც მოვიგეთო. სხვა ტურნირებში ტიტულების მოგება "სიტის" ძალიან გაუჭირდება.

მსგავს სიტუაციაშია "ლივერპულიც". იურგენ კლოპისთვის გამარჯვების მენტალიტეტის დაბრუნება-დანერგვისთვის და მერსისაიდელთა თავდაჯერების ხარისხის აწევისთვის ლიგის თასის დასაკუთრება მშვენიერი იქნება. თანაც, ბოლო დროს "ლივერპული" ოდნავ უკეთ გამოიყურება, რაც დანიელ სტარიჯის და ფილიპე კოუტინიოს დაბრუნებას უკავშირდება, რომლებიც ნელ-ნელა, ფორმაში შედიან და რობერტო ფიმრინოსთან ერთად, მშვენიერ შემტევ ტრიოს ქმნიან.

საინტერესოა, რომ ამ გუნდების უკანასკნელი 4 ურთიერთშეხვედრიდან (იგულისხმება ოფიციალური მატჩები) 3 "ლივერპულს" აქვს მოგებული და ამ თამაშებში 17 გოლი გავიდა... მათ შორის იყო მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩი, რომელშიც "კლოპომ" პელეგრინის 4:1 მოუგო.

ასე რომ, ჩილელისთვის ფინალი პრესტიჟის საკითხიცაა. აღსანიშნავია ისიც, რომ რამდენიმე დღეში ეს გუნდები უკვე პრემიერლიგაში შეხვდებიან ერთმანეთს და იქ გაარკვევენ ურთიერთობას, ეს "ენფილდზე" მოხდება. ფინალი კი "უემბლიზეა".

კვირა. 28 თებერვალი

ლივერპული-სიტი 20:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
ხვალ კლოპს გერმანიის ნაკრების მწვრთნელად გამოაცხადებენ
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ამ სამუშაოს ჩემთვის კი არა, თქვენთვის დავთანხმდი. თუ ჩემს ოჯახს მიწასთან გაასწორებთ..." - კლოპმა გერმანიის ნაკრები ჩაიბარა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"