ტრავმირებული სანდროს კვიპროსზე ჩასვლა-არჩასვლის საკითხი, სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა
ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა ლვოვის "კარპატიმ" "კოპა დელ სოლის" ნახევარფინალში ნორვეგიულ "ოლესუნდთან" 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 7:6 აჯობა. ეს ინფორმაცია, ბუნებრივია, ქართველი მკითხველისთვის დიდად საინტერესო არ უნდა იყოს, სამაგიეროდ, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ამ მატჩში "კარპატისა" და საქართველოს ნაკრების შემტევმა სანდრო გურულმა ტრავმა მიიღო. იგი უკრაინელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე იძულებით შეცვალეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ "კარპატის" მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა განაცხადა, გურულს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ინტერნეტში სანდროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაცია ვერ მოვიძიეთ. საქართველო-სომხეთის ამხანაგური შეხვედრა კარსაა მომდგარი. რა თქმა უნდა, სანაკრებო მატჩების წინ ჩვენი ლეგიონერების ამბებით განსაკუთრებით ვინტერესდებით და ამიტომაც იმის გარკვევა ვცადეთ, მოასწრებს თუ არა გურული 9 თებერვლის თამაშისთვის მომჯობინებას და საქართველოს ეროვნული ნაკრების კვიპროსულ შეკრებაზე ჩასვლას.

თავად სანდროსთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, მამამისმა, გია გურულმა კი გვითხრა, რომ მისი სომხეთთან თამაშის ალბათობა მცირეა: "ეს ორი დღეა, სანდრო ექიმებთან პროცედურებზე დადის. ტრავმა სერიოზული ნამდვილად არ არის, მაგრამ საკითხავია, მისცემს თუ არა მოედანზე სწრაფად დაბრუნების შესაძლებლობას. ექიმებისგან სანდროს საბოლოო პასუხი ჯერ არ მიუღია. ნაკრებში თამაში ძალიან უნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახლა ეს ვერ მოხერხდება. სავარაუდოდ, სომხეთთან მატჩი გაუცდება."

გურულის კვიპროსზე ჩასვლა-ჩაუსვლელობის საკითხი ალბათ, დღეისთვის გაირკვევა და იმასაც გავიგებთ, მისი დაკლების შემთხვევაში თემურ ქეცბაია სანაცვლოდ ვინმეს თუ გამოიძახებს. ჩვენი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ლიმასოლში სრულად ზეგისთვის შეიკრიბება.

გურული საქართველოს ნაკრებისთვის პატარა დანაკლისი არ უნდა იყოს. სლოვენიასთან მაღალ დონეზე ჩატარებულმა სადებიუტო მატჩმა და გატანილმა გოლმა დაგვარწმუნა, რომ მას ქეცბაიას გუნდისთვის დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი