ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია

38 ქულა 33 წუთში - დუდა სანაძე "სან დიეგოს" რეკორდსმენია

ქართველმა კალათბურთელმა "სან დიეგოში" ბოლო საშინაო მატჩი გამართა და გულშემატკივარს თავი საოცარი შედეგიანობით დაამახსოვრა
ქართველმა კალათბურთელმა დუდა სანაძემ "სან დიეგოში" ბოლო საშინაო მატჩი გამართა და გულშემატკივარს თავი საოცარი შედეგიანობით დაამახსოვრა. "სან დიეგოში" გამართული მისი სტუდენტური კარიერის ბოლო მატჩი კარიერის საუკეთესო გამოდგა. "სან დიეგო ტორეროსმა" "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში "პორტლენდს" უმასპინძლა და ქართველი ლეგიონერის 38 ქულით მეტოქე 85:76 დაამარცხა.

აქამდე სანაძის საუკეთესო შედეგი 29 ქულა იყო, რომელიც ქართველმა უკანახაზელმა სწორედ "პორტლენდთან" მიმდინარე სეზონის პირველი წრის მატჩში, 15 დეკემბერს მიითვალა. ამ შეხვედრაში კი დუდა შეუჩერებელი იყო და ამერიკული კარიერის აქამდელ რეკორდს მთელი 9 ქულით გადააჭარბა.

დუდა სანაძის 38 ქულა არა მხოლოდ ქართველი კალათბურთელისთვის, არამედ თავად სან დიეგოს უნივერსიტეტის გუნდისთვისაც სარეკორდო გამოდგა. რაც "სან დიეგო ტორეროსი" სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში გამოდის, ამდენი ქულა არავის ჩაუგდია. აქამდელი რეკორდი 2 კალათბურთელს ეკუთვნოდა: 1988 წლის 27 თებერვალს მარტინ მუნმა "ლოიოლას" 37 ქულა ჩააგდო, ხოლო ამავე გუნდთან 37 ქულა 1983 წლის 26 თებერვალს მაიკ ვაიტმარშმა მიითვალა. "სან დიეგოს" ყველა დროის რეკორდი - 40 ქულა - 1972 წლის 9 დეკემბერს "ჩაპმანთან" ჩაუგდია რობერტ "ფინქი" სმიტს, თუმცა მაშინ "სან დიეგო" სტუდენტური ლიგის პირველ დივიზიონში არ გამოდიოდა.

ქართველმა უკანახაზელმა სანდიეგოელ გულშემატკივრებს თავი ნამდვილად დაამახსოვრა. მიმდინარე სეზონში სანაძე "სან დიეგოს" ლიდერი იყო და საშუალოდ 12 ქულას აგროვებდა, "პორტლენდთან" დღეს ჩატარებული მატჩი კი მის კარიერაში საუკეთესო აღმოჩნდა. დუდამ 33 წუთი ითამაშა და 38 ქულასთან ერთად 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 10-დან 5 ორქულიანი, 10-დან 6 სამიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.

"სან დიეგომ" "ვესტ ქოუსტის" კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი 4 მოგებითა და 14 მარცხით, მე-10 ადგილზე დაასრულა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსი მაინც აქვს. საქმე ისაა, რომ პლეი ოფში თამაშს უფლება ერთ-ერთ გუნდს აკრძალული აქვს და მეოთხედფინალის ბოლო საგზურს 9 და 10 ადგილებზე გასული გუნდები გაითამაშებენ. ამ საკვალიფიკაციო მატჩს "სან დიეგო" სტუმრად, "ლოიოლა მერიმაუნთის" უნივერსიტეტთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში კონფერენციის პირველადგილოსან "გონზაგას" მეოთხედფინალში დაუპირისპირდება. ანუ სანაძეს "სან დიეგოში" მინიმუმ კიდევ 1 შეხვედრის გამართვა მოუწევს, თუმცა საშინაო არენაზე ამ სეზონში აღარ ითამაშებს, რადგან "ტორეროსი" პლეი ოფში რაგინდ შორს წავიდეს, როგორც ბოლოადგილოსანს, მოედნის უპირატესობა არ ექნება.

სანაძე მომავალი სეზონიდან პროფესიულ კარიერას შეუყვება და სავარაუდოდ, ის ევროპაში ითამაშებს.

აქვე გეტყვით, რომ Sportall.ge-ს ინტერვიუში სანაძემ განაცხადა, რომ NBA-ს დარფტზე აპირებს დადგომას.

-  დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე

17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა

19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა

ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს

სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო

დე ბრუინიც MLS-ში - "სიტის" ნახევარმცველი შესაძლოა, რამოსის თანაგუნდელი გახდეს

დუდა სანაძის 11 ქულა და მარცხი ლიდერ "გონზაგასთან"

დუდა სანაძე: ამ სეზონის შემდეგ NBA-ს დრაფტზე დავდგები

დუდა სანაძის 12 ქულა და სეზონის პირველი გამარჯვება

დუდა სანაძე: მიხარია, რომ ჩემი გვარი უნივერსიტეტის ისტორიაში ჩაიწერება

დუდა სანაძის MVP-ს ტიტული და 21 ქულა "ბეტესდასთან"

ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა

სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა