ესპანეთის სპორტული შეფობა გაგებით ეკიდება ალბერტო კონტადორის ახსნა-განმარტებას

ესპანეთის სპორტული შეფობა გაგებით ეკიდება ალბერტო კონტადორის ახსნა-განმარტებას მის ორგანიზმში კლენბუტეროლის უნებლიედ მოხვედრის შესახებ, მაგრამ მაინც ჩამოაშორა სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირებს.

ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონმა დოპინგთან დაკავშირებული სანქციების გაპროტესტება გადაწყვიტა და ოთხშაბათისთვის ქვეყნის ველოსპორტის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში თავისი უდანაშაულობის დამამტკიცებელი ახალი საბუთების წარდგენას აპირებს.

"სამეცნიერო მიღწევებს შეუძლია აკრძალული პრეპარატის უმცირესი დოზის დაფიქსირება, რომელსაც სპორტსმენი შეგნებულად ვერ მიიღებს, მაგრამ ორგანიზმში საკვების მეშვეობით მოხვდება. ჩემთან დაკავშირებით სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, - იტყობინება კონტადორი საკუთარ ვებგვერდზე. - მაგრამ ამავდროულად, როცა მეცნიერება განვითარების უმაღლეს საფეხურზე იმყოფება, წესები შორეულ 60-იან წლებშია ჩარჩენილი".

კონტადორი თავის დისკვალიფიკაციას "სამარცხვინოს", საკუთარ თავს კი "სისტემის მსხვერპლს" უწოდებს.

"როცა სამეცნიერო მიღწევებს ანტისადოპინგო წესებთან დააკავშირებენ, ამის შემდეგ იქნება მიზანშეწონილი პატიოსან და სამართლიან სპორტზე ლაპარაკი. მე ამის დღემდე მჯერა", - დაამატა კონტადორმა.

ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციის საბოლოო ვერდიქტის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში, ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირში ან მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში.

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე
"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე
უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
უბედური შემთხვევა - "ინტერის" მეკარემ ავტომობილით 81 წლის მამაკაცი გაიტანა
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს