NBA: გასულ უქმეებზე ლიგის ყველაზე უარესმა გუნდმა კიდევ ორი მატჩი წააგო და ზედიზედ დამარცხებათა რაოდენობა 24-მდე აიყვანა

"კლივლენდ კავალიერზმა" მაინც მიაღწია თავისას - დაამყარა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის აბსოლუტური რეკორდი, თუმცა ამაში მისალოცი არაფერია. ლიგის ყველაზე უარესმა გუნდმა გასულ უქმეებზე კიდევ ორი მატჩი წააგო და ზედიზედ დამარცხებათა რაოდენობა 24-მდე აიყვანა. ამით "კლივლენდმა" დაამხო რეკორდი, რომელიც ორ გუნდს - "ვანკუვერ გრიზლისსა" (1995-96) და "დენვერ ნაგეტს" (1997-98) ეკუთვნოდათ და ის ზედიზედ 23 წაგებას უდრიდა.

გუშინდელ სათამაშო დღეს ყველაზე საინტერესო შეხვედრა ნიუ ორლეანში გაიმართა. "ჰორნეტსი" წელს ერთ-ერთი ყველაზე არასტაბილური და არაპროგნოზირებადი გუნდია. ალბათ, გახსოვთ სეზონი ზედიზედ რვა მოგებით დაიწყო, შემდეგ ხანგრძლივი ჩავარდნა ჰქონდა, ამას მოჰყვა მიჯრით ათი მოგება... ამ სერიისას "ნიუ ორლეანმა" დაამარცხა "ატლანტა", "დენვერი", "ორლანდო", რეგულარულის ლიდერი "ნიუ ორლეანი" და ჩემპიონი "ლეიკერსი". სხვათა შორის, "ჰორნეტსმა" ამ სეზონში უკვე ორჯერ სძლია კალიფორნიელებს.

გუშინ ლუიზიანელებს ჩემპიონის მესამედ დამარცხების შანსი ჰქონდა, მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იქნებოდა. თანაც, მატჩის წინ მათ ორი უმნიშვნელოვანესი კალათბურთელი დაკარგეს - ტრევორ არიზა და ემეკა ოკაფორი. საუკეთესო მცველის გარეშე კობი ბრაიანტის წინააღმდეგ თამაში "ჰორნეტსს" წარმატების მინიმალურ შანსს უტოვებდა.

ოკაფორის ნაცვლად სასტარტოში 2007 წლის დრაფტის 49-ე ნომერი აარონ გრეი ვიხილეთ, არიზას ადგილი კი ქუინსი პონდექსტერმა დაიკავა. რა თქმა უნდა, მასპინძლებმა ბრაიანტი ვერ შეაჩერეს (32 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი), ხოლო ოკაფორის არყოფნაში პაუ გასოლმა ფარქვეშ გაილაღა (34 ქულა, 10 მოხსნა). მიუხედავად ამისა, მოხსნებზე "ჰორნეტსმა" აჯობა მეტოქეს - 42:37.

მთელი პირველი ნახევარი "ლეიკერსი" დომინირებდა. სტუმრების უპირატესობა დიდი არ ყოფილა, მაგრამ საკმარისად კომფორტული იყო.

"ნიუ ორლეანი" ასე თუ ისე უმკლავდებოდა ჩემპიონს და ეს კრის პოლისა და დევიდ უესტის დამსახურება გახლდათ. მესამე მეოთხედში კი თამაში საბოლოოდ გათანაბრდა - ბოლო პაუზამდე 32 წამით ადრე ანგარიში თანაბარი იყო - 79:79. გასოლმა საპასუხო შეტევაში საშუალო მანძილიდან ზუსტად ისროლა და თავის გუნდს ლიდერობა დაუბრუნა, მაგრამ სირენამდე 0.4 წამით ადრე პოლმა სამქულიანი ჩააგდო და 82:81 დააწინაურა თავისი გუნდი.

და მაინც, ბოლო მეოთხედში ფილ ჯექსონის შეგირდებმა კლასის ხარჯზე დაამარცხეს მასპინძლები. ამაში მსაჯებმაც ითამაშეს როლი, რომლებიც ვერ ხედავდნენ "ნიუ ორლეანის" კალათბურთელებზე წესის დარღვევას. შესრულებული საჯარიმოების ანგარიშია - 27:4. მეორე ნახევარში "ნიუ ორლეანის" არც ერთი კალათბურთელი არ დამდგარა საჯარიმოს ხაზზე, სასტარტო ხუთეულიდან კი ასეთი პატივი მხოლოდ კრის პოლს ერგო.

"იუტა ჯაზს" დაუბრუნდა დერონ უილიამსი, მაგრამ "ჯაზმენების" თამაშს სტაბილურობა აკლია. წინა მატჩში "დენვერის" ძლევის შემდეგ ჯერი სლოუნის შეგირდები ამჯერად საკუთარ მოედანზე დამარცხდნენ "ოკლაჰომასთან". თუმცა შეხვედრის სტარტი "იუტასთვის" ცუდს არაფერს მოასწავებდა. "თანდერის" დაცვის შეცდომებმა და მასპინძლების ბრწყინვალე შეტევამ სტუმართა ფარში 37 ქულა და "ჯაზის" კომფორტული უპირატესობა მოიტანა.

"ოკლაჰომამ" გაუძლო ამ დარტყმას და დიდ შესვენებამდე არამარტო გაათანაბრა ანგარიში, არამედ წინ გასვლაც მოახერხა. ამჯერად მატჩის გმირი არა კევინ დურანტი, არამედ რასელ უესტბრუკი იყო. "ოკლაჰომას" გამთამაშებელმა 15-დან 10 ტყორცნა გამოიყენა, ყველაზე მეტად კი მის თამაშში გასაკვირი იყო 100-პროცენტიანი სიზუსტე სამქულიანის ხაზიდან.

4 თებერვალი

ინდიანა-პორტლენდი 100:87

32:25, 28:29, 26:18, 14:15

ი: გრეინჯერი (25+9 მოხსნა), ჰიბერტი (15+6 მოხსნა), ჰენსბრო (13+8 მოხსნა), კოლისონი (11+7 პასი).

პ: ფერნანდესი (19+5 პასი), ოლდრიჯი (14+10 მოხსნა+4 დაფარება), მილერი (14), ბატუმი (14), მეტიუზი (12).

ფილადელფია-ნიუ იორკი 100:98

35:21, 16:31, 22:30, 27:16

ფ: ბრენდი (33+16 მოხსნა), იგუოდალა (18+16 პასი), მიქსი (14), იანგი (10).

ნ-ი: ფელტონი (26+9 პასი), სტაუდმაიერი (21+7 მოხსნა), გალინარი (18+13 მოხსნა).

ვაშინგტონი-ორლანდო 92:110

21:29, 28:22, 15:23, 28:36

ვ: იანგი (17), ჰაინრიხი (17+5 პასი), ლუისი (14+8 მოხსნა), უოლი (14+5 პასი), ბლეტჩი (10+6 მოხსნა).

ო: ჰოვარდი (22+15 მოხსნა), ანდერსონი (19+8 მოხსნა), რიჩარდსონი (18), ნელსონი (9+11 პასი), რედიკი (15), არენასი (10+6 მოხსნა+6 პასი).

ტორონტო-მინესოტა 111:100

33:31, 26:24, 27:25, 25:20

ტ: ბარნიანი (30+6 მოხსნა), დეროზანი (20), ჯონსონი (19+12 მოხსნა+6 პასი), უიმსი (16), კალდერონი (6+19 პასი).

მ: ლავი (20+15 მოხსნა), ტელფეირი (16), მილიჩიჩი (15+7 მოხსნა), ბრიუერი (15), ფლინი (8+7 პასი).

შარლოტი-მაიამი 97:109

26:29, 29:30, 22:24, 20:26

შ: უოლასი (25+10 მოხსნა), ჯექსონი (25+5 პასი), დიაო (14+9 მოხსნა), ოგუსტინი (4+8 პასი), ჰენდერსონი (14).

მ: უეიდი (22+12 მოხსნა+10 პასი), ჯეიმსი (19+9 პასი+8 მოხსნა), ბოში (14+5 პასი), ჰაუსი (16), მილერი (13).

ატლანტა-კლიპერსი 101:100

23:19, 25:31, 32:17, 22:33

ა: კროუფორდი (34), ჰორფორდი (23+12 მოხსნა), ჯონსონი (17+9 მოხსნა+9 პასი), სმიტი (10+6 მოხსნა+5 პასი).

კ: დევისი (22+13 პასი), გრიფინი (19+11 მოხსნა), დიოგუ (14+10 მოხსნა).

დეტროიტი-ნიუ ჯერსი 92:82

28:22, 20:22, 24:19, 20:19

დ: პრინსი (22+7 მოხსნა), მონრო (20+11 მოხსნა), მაკგრეიდი (16+8 მოხსნა), დეი (12), გორდონი (11).

ნ-ჯ: მოროუ (22), ლოპესი (16), ჰარისი (9+13 პასი).

ბოსტონი-დალასი 97:101

27:34, 24:20, 26:23, 20:24

ბ: ალენი (24), გარნეტი (16), პერკინსი (13+12 მოხსნა), პირსი (12).

დ: ნოვიცკი (29), ჩენდლერი (14+15 მოხსნა), ტერი (17), კიდი (10+9 პასი), ბარეა (11).

მემფისი-კლივლენდი 112:105

26:32, 26:27, 31:25, 29:21

მ: რენდოლფი (29+13 მოხსნა), გეი (26+11 მოხსნა), კონლი (21+8 პასი), იანგი (19).

კ: ჰიქსონი (31+15 მოხსნა), სეშენსი (20+11 პასი), ჯეიმისონი (19+6 მოხსნა), პარკერი (18+5 პასი).

ფინიქსი-ოკლაჰომა 107:111

36:31, 24:32, 27:17, 20:31

ფ: კარტერი (33+6 მოხსნა), ფრაი (13+9 მოხსნა), ნეში (12+8 პასი), ჰილი (12).

ო: გრინი (28), დურანტი (24+11 მოხსნა), უესტბრუკი (19+11 პასი), იბაკა (18+6 მოხსნა), ჰარდენი (13+6 მოხსნა+5 პასი).

საკრამენტო-სან ანტონიო 100:113

19:34, 24:27, 32:30, 25:22

საკ: ევანსი (25+5 პასი), უდრიხი (18), ლენდრი (17), კაზინსი (7+10 მოხსნა), ჯეტერი (10+6 პასი).

ს-ა: პარკერი (25+7 პასი), სპლიტერი (16+9 მოხსნა), ჯეფერსონი (16), დანკანი (12), ბლეირი (10+12 მოხსნა), ჰილი (10).

დენვერი-იუტა 106:113

24:23, 23:27, 30:32, 29:31

დ: ენტონი (31+6 მოხსნა), ნენე (28+3 დაფარება), აფლალო (13+10 მოხსნა), ბილაპსი (13+5 პასი).

ი: ჯეფერსონი (28+10 მოხსნა), უილიამსი (26+12 პასი), ბელი (20), მაილზი (13).

5 თებერვალი

ვაშინგტონი-ატლანტა 92:99

19:28, 27:24, 25:24, 21:23

ვ: იანგი (21), უოლი (18+6 მოხსნა+6 პასი), ბლეტჩი (14+6 მოხსნა+5 პასი), ჰაინრიხი (13), მაკგი (12), ლუისი (10).

ა: სმიტი (29+16 მოხსნა), ჯონსონი (21), უილიამსი (15+12 მოხსნა).

შარლოტი-დალასი 92:101

22:31, 23:24, 21:27, 26:19

შ: ოგუსტინი (21), ჯექსონი (17+6 მოხსნა+5 პასი), უოლასი (13+11 მოხსნა), დიაო (11), ბრაუნი (10+9 მოხსნა), ლივინგსტონი (10).

დ: ნოვიცკი (25), ტერი (21),ბარეა (15), კიდი (13+6 პასი), მერიონი (10+7 მოხსნა).

კლივლენდი-პორტლენდი 105:111

20:23, 37:32, 26:31, 22:25

კ: ჯეიმისონი (17), სეშენსი (15+7 პასი+6 მოხსნა), მუნი (14), გიბსონი (12+9 პასი), ეიენგა (12+6 მოხსნა), ჰარისი (12), ჰიქსონი (11+6 მოხსნა).

პ: მეტიუზი (31), ბატუმი (21+7 მოხსნა), ოლდრიჯი (20+10 მოხსნა), ფერნანდესი (17).

ნიუ ორლეანი-ლეიკერსი 95:101

19:27, 31:29, 32:25, 13:20

ნ-ო: პოლი (21+15 პასი), უესტი (16+12 მოხსნა), ტორნტონი (14), ანდერსენი (11+6 მოხსნა), გრეი (10+10 მოხსნა).

ლ: გასოლი (34+10 მოხსნა), ბრაიანტი (32+9 მოხსნა+5 პასი), ბინუმი (12+7 მოხსნა).

ჰიუსტონი-მემფისი 95:93 (ო)

20:26, 23:25, 24:20, 20:16, 8:6

ჰ: მარტინი (31+6 მოხსნა), სკოლა (17+7 მოხსნა), ჰეიესი (15+7 მოხსნა), ბატიე (5+13 მოხსნა).

მ: რენდოლფი (22+17 მოხსნა), გასოლი (19), გეი (17+11 მოხსნა).

მილუოკი-დეტროიტი 78:89

22:26, 25:26, 13:14, 18:23

მ: ბოგუტი (18+9 მოხსნა), მაგეტი (15).

დ: მაკგრეიდი (20), ჰემილტონი (15), პრინსი (12+11 მოხსნა), გორდონი (12).

მინესოტა-დენვერი 100:113

23:25, 23:34, 38:28, 16:26

მ: ბიზლი (23+5 პასი), ლავი (18+19 მოხსნა), ბრიუერი (15+5 პასი), ფლინი (11), მილიჩიჩი (10), ჯონსონი (10).

დ: ენტონი (25), აფლალო (22), ბილაპსი (21+13 პასი), სმიტი (14+7 მოხსნა), ნენე (12+6 მოხსნა).

იუტა-ოკლაჰომა 105:121

37:27, 20:35, 24:30, 24:29

ი: მილსეპი (34+10 მოხსნა+6 პასი), ჯეფერსონი (21+8 მოხსნა), უილიამსი (14+11 პასი), ბელი (14).

ო: უესტბრუკი (33+10 პასი), დურანტი (21+12 მოხსნა), გრინი (20), ჰარდენი (14+6 მოხსნა+5 პასი), კრსტიჩი (12), მეინორი (10).

გ. სტეიტი-ჩიკაგო 101:90

23:25, 25:22, 25:25, 28:18

გ-ს: ელისი (33+5 პასი), კარი (23+8 პასი+6 მოხსნა), რაიტი (20+6 მოხსნა), ლი (13).

ჩ: ბუზერი (21+10 მოხსნა+5 პასი), დენგი (18+6 მოხსნა), როუზი (14+10 პასი), კორვერი (11).

NBA-მ "ლოს ანჯელეს კლიპერსი" და კავაი ლეონარდი დასაჯა
რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
14 თვის შემდეგ და კვლავ რეკორდულ ფასად - მამუკელაშვილის "ლეიკერსი" 12.5 მილიარდად გაიყიდა
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან