ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• UFC
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"ასე განვითარდა უკრაინაში ფეხბურთი, თქვენთანაც განვითარდება"

"ასე განვითარდა უკრაინაში ფეხბურთი, თქვენთანაც განვითარდება"

ქუთაისის "ტორპედოს" უკრაინელი მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ შტელინი თავისი ქვეყნის გამოცდილებას გვიზიარებს
საბჭოურ პერიოდში უკრაინაში ფეხბურთი საკმაოდ კარგად იყო განვითარებული. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ სსრკ-ის ჩემპიონის ტიტული ყველაზე მეტჯერ (13) კიევის "დინამომ" მოიპოვა. ეს იმ პირობებში, როცა გასული საუკუნის 60-იან წლებამდე არამოსკოვური კლუბების ჩემპიონობა, ფაქტობრივად, გამორიცხული იყო და, პირველ რიგში - პოლიტიკური მოტივებით.

მაგრამ ამის მიუხედავად, 90-იანი წლების დასაწყისში, როცა უკრაინელებმა ჩემპიონატის დამოუკიდებლად ჩატარება დაიწყეს, მაღალი დონითა და გულშემატკივართა ინტერესით თავს სულაც ვერ იწონებდნენ.

მერე საქმეში სახელმწიფო ჩაერია, ქაღალდზე დაწერილი პროგრამა საქმედ აქცია და უკრაინულმა ფეხბურთმა მიაღწია იმას, რომ ახლა ფიფას რეიტინგში 27-ე ადგილითაც კი უკმაყოფილონი არიან, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ნაკრები მოხვდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, ქვეყანამ მიიღო ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლობის (პოლონეთთან ერთად) უფლება, იქაურ პრემიერლიგაში კი ბრაზილიისა და სხვადასხვა ევროპული თუ აფრიკული ქვეყნების კვალიფიციური მოთამაშეები მიიწვიეს, სპონსორებიც მრავლად ჰყავთ...

ცხადია, უკრაინისა და საქართველოს მასშტაბი და შესაძლებლობები ერთმანეთისგან განსხვავებულია, მაგრამ გამოცდილების გაცნობას წინ რა უდგას?

ალექსანდრ შტელინი უკრაინელია და კარგად იცნობს იმ პროცესებს, რამაც მის ქვეყანაში ფეხბურთისა და ეროვნული ჩემპიონატის განვითარებას ხელი შეუწყო. ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელს სწორედ უკრაინულ მოდელზე ველაპარაკეთ...

- უკრაინამ ბევრად გაგვასწრო, რადგან სახელმწიფო პროგრამა ჯერ კიდევ 1995 წელს გქონდათ და მას შემდეგ ქვეყანაში ფეხბურთის ბუმია. საქართველოს თქვენგან გამოცდილების გაზიარება არ აწყენდა. საინტერესოა, რას ემყარება უკრაინული მოდელი?

- ფეხბურთის განვითარების პროგრამის დეტალებზე ლაპარაკით თავს არ მოგაწყენთ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მის დამუშავებაზე ძალიან დიდი შრომა გასწიეს. პროგრამის საკვანძო მომენტი იყო უდიდესი ინვესტიციები, რომელმაც კლუბებს საშუალება მისცა, ლეგიონერები მიეწვიათ - არგენტინელები, ბრაზილიელები, აფრიკელები, პოსტსაბჭოეთის გამორჩეული ფეხბურთელები... მაგალითად, კახა კალაძე, გიორგი დემეტრაძე და ასე შემდეგ.

მათ ხომ იმ დროს ევროპის ცნობილი კლუბებიც იწვევდნენ, მაგრამ კიევის "დინამოში" წავიდნენ, რადგან უკეთესი პირობები შესთავაზეს. მეტიც, 2014 წლამდე გუნდები ისე მოძლიერდნენ, რომ ფეხბურთელები ევროპაში წასვლაზე უარს ამბობდნენ. მაგალითად, საშა შევჩუკი ზაპოროჟიეს "მეტალურგში" ჩემი გაზრდილია, მოვამზადე და ფეხზე დავაყენე. ახლა ის უკრაინის ნაკრებისა და "შახტარის" მცველია. როდესაც ბელგიაში მეგობრებმა მასთან დაკავშირება მთხოვეს, შევეხმიანე. ვუთხარი, რომ ბელგიური კლუბი იწვევდა და იცით, რა მითხრა? ბელგიაში ხელფასი, მაქსიმუმ, 8-10 ათასი ევრო მექნება და არ მაწყობსო.

- როგორც ვიცი, უკრაინულ გრანდებში ხელფასები 50 და 100 ათას ევროსაც კი აღწევს...

- წამყვან ფეხბურთელებს ზოგან მეტსაც უხდიან. ყოველ შემთხვევაში, მე ასე გამიგია, რომ, მაგალითად, "შახტარის" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი წელიწადში მილიონ დოლარზე ნაკლებს არ იღებს.

- დიდი ინვესტიციის გარდა, პროგრესს კიდევ რამ შეუწყო ხელი?

- ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი გაუმჯობესებული და განახლებული ინფრასტრუქტურა, სტადიონები და მოედნებია. "შახტარს", კიევის "დინამოს", "დნიპროს", "მეტალისტსა" და ლუგანსკის "ზორიას" ძალიან მაგარი ბაზები და სტადიონები აქვთ. სამწუხაროდ, დონეცკსა და ლუგანსკში ომმა ბევრი რამ გაანადგურა... მაგრამ ამას ზოგადი სურათი არ შეუცვლია. ქვეყანამ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება მიიღო და, ცხადია, ინფრასტრუქტურის მაღალ დონეზე განვითარებას ამანაც შეუწყო ხელი.

- მწვრთნელთა განათლებას რა ადგილი ეთმობოდა?

- ძალიან დიდი! პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი უცხოელი სპეციალისტების მოწვევა იყო. ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ფეხბურთელები ჩამოდიან და მიდიან. მწვრთნელები კი მუშაობენ, თაობებს ზრდიან და მათ გვერდით სხვა სპეციალისტებიც ბევრ რამეს სწავლობენ. დღემდე ასე მუშაობენ "შახტარის", კიევის "დინამოს", "დნიპროს" საფეხბურთო აკადემიები. უკრაინული ფეხბურთის წინსვლაზე უდიდესი გავლენა ამანაც მოახდინა.

არადა, მანამდე რა ხდებოდა? მწვრთნელები დამოუკიდებლად ცდილობდნენ ევროპაში წასვლას, იქაური სამწვრთნელო სამზარეულოს სიახლეები რომ შეეტყოთ და პროცესებს არ ჩამორჩენოდნენ. ახლა ბევრი ცნობილი ევროპელი სპეციალისტი უკრაინაში მუშაობს.

ახლახან უკრაინაში პროფ-ლიცენზიის სემინარებს ვესწრებოდი და ვამჩნევდი, ახალგაზრდა სპეციალისტები, ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელები, ანატოლი ტიმოშჩუკი, მილან ობრადოვიჩი და სხვები, როგორი მონდომებით სწავლობდნენ. მიხაროდა, სიახლეებისა და ახალი მეთოდიკის მისაღებად რაოდენ გახსნილები იყვნენ და რა მოკრძალებულად უსმენდნენ ლექციებს. არანაირი ქედმაღლობა არ ეტყობოდათ იმის გამო, რომ დიდი ფეხბურთი უთამაშიათ!.. მანამდეც ბევრი სპეციალისტი გაიზარდა.

ამ და პროგრამის სხვა პუნქტებმა, რომლებზეც აქ აღარ დავკონკრეტდები, ერთად მოიყარა თავი და შედეგმაც არ დაახანა. ჩვენი კლუბები სისტემატურად ხვდებიან ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპებზე, "შახტარის" 19-წლამდელებმა იუნიორთა ლიგის ფინალამდე გააღწიეს, წარმატებებს მიაღწიეს ასაკობრივმა ნაკრებებმაც, ეროვნული ნაკრები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა... ერთი სიტყვით, წინსვლა აშკარაა.

- ქართველ მწვრთნელებს სწავლის სურვილი ეტყობათ?

- მე მათ ისე კარგად არ ვიცნობ, რომ ზუსტად გითხრათ. ჩემს კოლეგებთან სერიოზულ მეთოდოლოგიურ და საფეხბურთო ფილოსოფიის თემებზე ნაკლებად მილაპარაკია. მიმდინარე პროცესებით ყველა ისე ვართ გართულები, ამის დრო ნაკლებად გვრჩება. საერთოდ, ვამჩნევ, რომ საქართველოში ბევრი მწვრთნელი გახსნილია. მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს მასობრივად, 2-3 კაცით არაფერი გამოვა.

- თქვენი აზრით, ჩვენი ფეხბურთის განვითარებას რა უშლის ხელს?

- ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - ქართველები ნიჭიერები ხართ. ამიტომაა, რომ მთელ მსოფლიოში უფრო მეტი ლეგიონერი გყავთ, ვიდრე უკრაინელებსა და რუსებს. ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდება, რომ აქ ფული არ არის და გარბიან. მაგრამ ეს გაქცეულებიც ნიჭის ხარჯზე თამაშობდნენ და არა - კარგი მომზადების. ამ ნიჭიერების განვითარებისთვის კი ბევრი არაფერი კეთდებოდა.

სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კარგი მოსამზადებელი პირობები, ხარისხიანი მოედნები და სტადიონები, კვება, საფეხბურთო გარემო, მწირია სამწვრთნელო მეთოდები... თუ სახელმწიფო პროგრამა ამ ვითარებას შეცვლის, ჩათვალეთ, რომ თქვენი ფეხბურთი განვითარდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• georgian

100% ეს კაცი ჩვენი ფეხბურთის შეფასებისას.

• გუჯა კახაძე

ალექსანდრ შტელინი: "სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კარგი მოსამზადებელი პირობები... მწირია სამწვრთნელო მეთოდები"... ვთანხმები! მთელი მსოფლიო გადასულია თანამედროვე სამწვრთნელო მეთოდების შემუშავებაზე და შემდგომ მათ დანერგვაზე. თუ შედეგი გვინდა ჩვენც ამ გზით უნდა ვიაროთ!

• ss

მაგრამ ეს გაქცეულებიც ნიჭის ხარჯზე თამაშობდნენ და არა - კარგი მომზადების. აბსოლუტური სიმართლე

"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება

"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა

"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო

"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი

ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები

პედრი თბილისში ვერ ჩამოვა

[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"

10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა

"ლორიენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს

უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა

დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს

"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს

უპირებენ თუ არა გათავისუფლებას სლოტს - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" მწვრთნელის მომავალზე

"რეალთან" წაგების შემდეგ – "ბარსელონას" უჩვეულო გეგმა ფინანსურ სარგებელამდე

უდიდესი სენსაცია პარიზში - ალკარასმა ნორისთან წააგო

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" სეზონს მაგრად იწყებს - "უორიორსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა

სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება

[VIDEO] "გინდა, ვიჩხუბოთ?!... გასახდელში გავიდეთ!" - იამალისა და ვინისიუსის კონფლიქტის დეტალები

დიდი როტაციით "ლორიენთან" - იქნება ხვიჩა სასტარტოში?

"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება

[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!

დღეს "კვარა" თუ მბაიე? - 4 საგოლე პასით დაწყებულს მიქაუტაძე გააგრძელებს

"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე

არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს

გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე

საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა

"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა

დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა