კვირას, დილით საქართველოს ნაკრები სომბათჰეიდან პეზინოკში ავტობუსით გაემგზავრა. პირველი უნგრეთის ქალაქია, მეორე - სლოვაკეთის...

კვირას, დილით საქართველოს ნაკრები სომბათჰეიდან პეზინოკში ავტობუსით გაემგზავრა. პირველი უნგრეთის ქალაქია, მეორე - სლოვაკეთის. ორნახევარ საათში ქართველები პეზინოკში ჩავიდნენ, სასტუმროში დაბინავდნენ და გუშინვე მატჩისწინა მოთელვა ჩაატარეს. იგორ კოკოშკოვის შეგირდები დღეს სლოვაკეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. სამწუხაროდ, მას არც ერთი სლოვაკური ტელეარხი არ გადასცემს. თუმცა ეს გასაკვირი სულაც არ არის - 2008 წელს ქართველებთან ოფიციალური მატჩის რეპორტაჟის ჩვენებაც არავის მოსვლია აზრად...

უნგრეთისგან განსხვავებით, ქართველ გუშემატკივარს სლოვაკეთთან კარგი მოგონებები აკავშირებს: 2008-09 წლებში B დივიზიონში ჩვენს ჯგუფში სლოვაკეთი მოხვდა და ორივე მატჩი მოვუგეთ. ჯერ სლოვაკეთში ვაჯობეთ 101:78, შემდეგ თბილისში - 91:50. სხვათა შორის, სწორედ სლოვაკეთის მეორედ ძლევის შემდეგ გაირკვა, რომ ჯგუფში შვედეთთან თანაბარი ქულების შემთხვევაში ჯგუფში პირველ ადგილს დავიკავებდით...

სლავების ნაკრები B დივიზიონშია, ჯგუფში ჩეხეთთან, შვეიცარიასთან და კვიპროსთან ერთადაა. ქვედა ლიგის მატჩები 14 აგვისტოს დაიწყება, ამიტომ სლოვაკები ქართველებზე გვიან შეიკრიბნენ. მათთვის ჩვენთან დაპირისპირება წლის პირველი მატჩი იქნება.

ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე სლოვაკურ გაზეთებს მოუთხრო გუნდის მწვრთნელმა რონ ფრანტიშეკმა, რომელმაც წარუმატებელი სეზონის შემდეგ მან მთავარი მწვრთნელის პოსტზე მილან ჩერნიცკი შეცვალა:

- ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს. სერიოზულად ვემზადებით და მაღალ მიზნებსაც ვისახავთ. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ვხვდებით, რომელსაც ჩვენი გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება - ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და მასთან პაექრობა ჩვენთვის მეტად სასარგებლო იქნება. სწორედ პირველ შეხვედრაში შევამოწმებთ მოთამაშეთა კონდიციებს, მატჩებისადმი მათ მიდგომას. ჩვენი მინუსები ძლიერ მეტოქესთან უკეთ გამოჩნდება.

სადღეისოდ სლოვაკეთის ნაკრებში 13 კალათბურთელი ვარჯიშობს. სლავებს მოგვიანებით შეუერთდებიან ძმები რანჩიკები. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გასულ კვირას უკვე გაგაცანით. დღეს სლოვაკების 13-კაციან განაცხადს შემოგთავაზებთ:

უკანახაზელები: ანდრეი ჩერვენკა (დეჩინი, ჩეხეთი), ანტონ გაველი (ბროსე, გერმანია), რომან მარკო (კოლინი, ჩეხეთი), რობერტ ნუბერი (ჰანდლოვა), მაროშ ჟუფა (NჩAA, აშშ).

ფორვარდები: მარეკ კოზლიკი (პეზინოკი), პაველ ლოშონსკი (NჩAA, აშშ), დანიელ ნოვაკი (ნიტრა), ჯასტინ სედლაკი (NჩAA, აშშ).

წინახაზელები: მარტინ მიკლოშიკი (რინკონი, ესპანეთი), პეტერ სედმაკი (ბრნო, ჩეხეთი), გაბრიელ სზალაი (პრევიძი), პეტერ ტერლანდა (ლევიცე).

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა