ზინედინ ზიდანს ბევრი საფიქრალი დაუგროვდა
მადრიდის "ატლეტიკოსთან" განცდილმა მტკივნეულმა მარცხმა მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ცვლილებების აუცილებლობაზე ჩააფიქრა. ყოველ შემთხვევაში, ასე წერს პირინეული მედია.

ზიდანის კარტ-ბლანში

ამაში უცნაური და გასაკვირი არაფერია. "სამეფო კლუბისათვის" დიდი ვერაფერი სეზონი გამოდის. ჯერ ერთი, გნებავთ, რაფა ბენიტესისა და გნებავთ, ზინედინ ზიდანის დროს გუნდმა ვერაფრით ისწავლა სტუმრად თამაში. ზიდანის ხანაში "რეალი" "ბერნაბეუზე" მაინც იგებდა თამაშებს, ახლა კი ეს ილუზიაც საპნის ბუშტივით გასკდა.

"რეალს" აღარ აქვს ესპანეთის ჩემპიონობის შანსი. ყველასათვის ნათელია, რომ ამ შანსს "ბარსელონა" ხელიდან არ გაუშვებს და ესეც არ იყოს, "ატლეტიკოც" წინაა. და ვინ იტყვის, რომ ამ ჯოჯოხეთური კონკურენციის პირობებში "სამეფო კლუბი" აუცილებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას? ვერც ვერავინ. მოკლედ, დიდი შანსია, "რეალი" მიმდინარე სეზონში უტიტულოდ დარჩეს, რაც კლუბის ხელმძღვანელობისათვის ნამდვილი ტრაგედია იქნება.

სხვა დროს და სხვა შემთხვევაში ფლორენტინო პერესი "რეალის" მწვრთნელს ამდენს არ მოუთმენდა, მაგრამ საქმე ზინედინ ზიდანს ეხება. "ზიზუ" სულ ცოტა ხნის წინ მივიდა "ბერნაბეუზე" და ახლა მისი გაწირვა საზოგადოების თვალში არაპოპულარული საქციელი იქნება. ამ ეტაპზე პასუხი ფეხბურთელებმა უნდა აგონ.

ესპანური მედიის ინფორმაციით, ფლორენტინო პერესმა სრული ნდობა გამოუცხადა ზიდანს და უფლება მისცა ფრანგ მწვრთნელს, საკუთარი შეხედულებისამებრ წარმართოს გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა მომავალ სეზონში.

ხელშეუხებელი აღარავინაა

პერესს ზიდანისთვის პირდაპირ უთქვამს, "რეალში" ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არსებობს, შეგიძლია ისე მოიქცე, როგორც გსურსო. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ფლორენტინოს სიტყვას მაინცდამაინც დიდი ფასი არ აქვს, მაგრამ ახლა ასეთი სიტუაციაა.

რას ნიშნავს ეს? სტრიქონებს შორის დიდი ჩაძიება სულაც არ სჭირდება იმ ამბავს, რომ თუ ამბები იმ სცენარით განვითარდა, რასაც ესპანური მედია წინასწარმეტყველებს, სეზონის ბოლოს "რეალს" სულ მცირე, ერთი ან ორი მეგავარსკვლავი მაინც დატოვებს.

ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც "რეალის" მთავარ მწვრთნელად ზიდანი დაინიშნა, მას ურთიერთობა ვერ აეწყო გუნდის კოლუმბიელ ვარსკვლავთან, ხამეს როდრიგესთან. ზიდანი ისკოს ტალანტის დიდი თაყვანისმცემელია და ცხადია, ეს სამხრეთამერიკელს არ მოსწონს. ის "რეალში" სკამზე დასაჯდომად არ მისულა.

ხამესს ახლა მაინც ეძლევა შანსი. რა იქნება მას შემდეგ, რაც გარეთ ბეილი გამოჯანმრთელდება? ადვილი წარმოსადგენია - კოლუმბიელი სკამზე გადაინაცვლებს, ესა კი მის გეგმებში არანაირად არ შედის.

ამბობენ, რომ ხამესს უკვე ჰყავს სოლიდურზე სოლიდური მსურველი - "მანჩესტერ იუნაიტედი", სადაც სეზონის დასრულების შემდეგ, წესით, ბევრი რამ უნდა შეიცვალოს. ამ ტრანსფერის განხორციელების ალბათობა კიდევ უფრო გაიზრდება იმ შემთხვევაში, თუ ინგლისური გრანდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოახერხებს.

რონალდოს საკითხი

და მაინც, როცა "რეალის" თაობაზე ვსაუბრობთ, ყველაზე საინტერესო ისაა, რა ბედი ეწევა სეზონის ბოლოს კრიშტიანო რონალდოს. რონალდოს ბოლო ამბები მოგეხსენებათ - მან "ატლეტიკოსთან" თამაშის შემდეგ თანაგუნდელებს სათამაშო დონე დაუწუნა. თქვა, ყველა ჩემი დონისა რომ იყოს "რეალში", ამ დღეში არ ვიქნებოდითო.

მოგვიანებით პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ მას არასწორად გაუგეს, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. სიტყვა უკვე ნათქვამია და ის გამგებმა გაიგო. ზინედინ ზიდანს ეს ნამდვილად არ ესიამოვნებოდა.

აი, ახალი ვერსია: სეზონის დასრულების შემდეგ "რეალი" პორტუგალიელ პრიმას შეელევა და მის ნაცვლად მიუნხენის "ბაიერნის" სუპერფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის იყიდის, ვინც ახლა დიდებულ ფორმაშია.

ანჩელოტისაც დასჭირდება

რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვერსიაა და მეტი არაფერი. ცხადია, ჩვენ გვახსოვს სუპერტრანსფერები, მაგრამ ამ გარიგების განხორციელება იოლ საქმედ როდი მოჩანს. გასაგებია, რომ ლევანდოვსკი ზიდანს ძალიან მოსწონს, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს.

რამდენად მისაღები იქნება "ბაიერნისათვის" ეს ტრანსფერი? რამდენად დაყაბულდება ამას გერმანელთა ახალი იტალიელი თავკაცი კარლო ანჩელოტი? რა თქმა უნდა, კარლო მიუნხენში შედეგის დასადებად მიდის. რა თქმა უნდა, ანჩელოტის დასჭირდება პოლონელი ფორვარდი.

საერთოდ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ პერესმა ახალი გუნდის აშენება ჩაიფიქრა. ბევრის აზრით, ამის დრო უკვე მოვიდა. "რეალმა" რაღაც უნდა დაუპირისპიროს "ბარსელონას", რომელიც დღეს ხომ პირველია და წესით, კიდევ კარგა ხანს უნდა დარჩეს ოლიმპოზე.

ფაქტია: მესი-ნეიმარი-სუარესი-ინიესტას ოთხეულს შეჩერება სჭირდება. ეს ვერ შეძლო ამ ფორმაციის "რეალმა" და ახლა სხვა გუნდმა უნდა სცადოს. ფლორენტინო პერესი ვერ შეეგუება იმას, რომ "რეალი" მარად მეორე დარჩეს.

ამ გზაზე მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. პერესი არაფერს მოერიდება, ოღონდ "რეალს" ძველი სიმაღლეები დაუბრუნოს. ექსპერტები ხუმრობენ, ვინღა უნდა იყიდოს პერესმა, ყველა საუკეთესო უკვე "ბარსაშიაო"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
იტალიაზე ვინც წერს მარტო იუვე ყავთო და სხვა გუნდებს დასცინიან იტალიური გუნდები ტუ გახსოვთ 2000 წლებშიც დაიჩრდლილენ რამოდენიმე სეზონი მერე აკრიპეს და სამი იატლიურმა გრანდმა იტამაშა ნახევარ ფინალი.და ცნობისთვის მილანს რეალის მერე ყველაზე მეტჯერ აქვს ლიგა მოგებული.რა ბარსას არ ქონდა ჩავარდნა ვალესიასტან წაგების მერე ნახევარ ფინალში.კარგა ხანი ვერ გაცდა 8 ფინალს იტალიელები და ინგლისელები თამაშობდნენ.ზოგიერთები 4 წელია მარტო უყურებს ფეხბურთს და ბარსა რეალის და ჩელსის მეტი გუნდებზე არაფერი იციან.მიუხედავად კრიზისისას იუვემ მაინც შედზლო ფინალის თამაში.და რომარ ერთი კაცი ბარსაში ჩემპიონიც გახდებოდა ბებერი პირლოთი და ბუფონით.გერმანის ქლები ს პრინციპით ტორე დორტმუნდი ბავარიას გარდა რომელი წარმოადგენს რამეს?4 ადგილი რო მიცეს.და ბოლოს ინტერმა მესისი ბარსელონას და დაა ასევი დზლიერ ბავარიას მოუგო ლიგა.და თუ რონალდო გადავა ინტერში ან მილანში რა ნეკლები ტრადიციები აქვთ ვინმეზე?ფულით ტუ გაგაჩეს თორე.მილანის გარეშე ლიგა მოგწოთ და ინტერის?ბარსა და რეალი გამოაკელი და ევროპა ლიგა უფრო დზლიერი ჩემპიონატად იგცევა.
გურამ დელიბაშვილი
იტალიურ კლუბებს ადრეც ჰქონდათ საშუალება მაგრამ გაიხსენეთ რა გუნდები იყვნენ მილანი და იუვენტუსი 2000-იან წლებში, ადგილობრივი ვარსკვლეცებიც ჰყავდათ, უცხოელი ვარსკვლაცვებიც და ტიტულებსაც იგებდნენ, ნაკრებმა კი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
levan
fraternity - ს ინგლისს რა გუნდიც ჰყავდა შედეგებიდანაც ჩანს. უკეთესი რომ ჰყოლოდა იტალიაზე, უკეთესი შედეგი ექნებოდა ;)
fraternity
სისულელეა ლევან, მართლა არ აქვს იტალიურ ფეხბურთს იმის ფუფუნება რომ დღეს რონალდუ იყიდონ. ელემენტარულად ფული არ არის იტალიურ ფეხბურთში და ზუსტად მაგიტომ აქცევენ ადგილობრივ კადრებს ყურადღებას რომ ვარსკვლავების ყიდვის და ფულის დახარჯვის თავი ბოლო 5-6 წელია აღარ აქვთ. რაც შეეხება შემადგენლობებს, არც ინგლისს ყავდა იტალიაზე ნაკლები შემადგენლობა. ცენტრში რომ ლამპარდ-ჯერარდი გეყოლება ამით ყველაფერი ნათქვამი. იტალიურ ფეხბურთს რაც შეეხება, ეს არის ერთგუნდიანი ჩემპიონატი, გამოაკელი იუვე და მიიღებ საშუალო დონის ჩემპიონატს
ტყეშელაანთ გიჟი
ხამესი, რონალდო,კროოსი, ისკო, არბელოა, დანილო. 11 ფეხბურთელი მოხვდა ტრანსფერზე. ისკოს 32 მლნ. აფასებენო გუშინ წერდენ რუსულ მედიებში. რონალდოს მაგივრად ლევანდოვსკი უნდათო, ისკო კიდე მანჩესტერის ორივე გუნდს,ჩელსის და არსენალს სურს.
levan
Z - ს. ინგლისს და იტალიას როგორ ადარებ, ბოლოს ინგლისის ნაკრებმა ნორმნალური თამაში როდის ჩაატარა?! ან ბუფონს, ბონუჩის, კიელინის, ვერატის, დე როსის, პირლოს ადარებ ინგლისელებს?! დღეს ზოგადად კრიზისია მსოფლიო ფეხბურთში , მაგრამ ინგლისზე ბევრად ძლიერი გუნდი იტალიას ყოველთვის ჰყავდა. ნუ იცით ეს ბრმა გულშემატკივორბა. შირერი და გასქოინი მეც მიყვარდა მაგრამ სტერლინგი, უოლკოტი და მისთანები არა
z
საშუალო დონის იტალიელი ფეხბურთელი რომელი დარჩა მაგ მიდგომით? :)))
levan
FSG-ს კარგი შედარება გამოგივიდა :)) როგორც ჩანს პატარა ხარ და 5-6 წელია უყურებ ფეხბურთს. მადლობა თქვას რონალდომ მილანმა თუ მიიწვია. ბერლუსკონის რო ლეგენდები ყავს ნაყიდი, მაგდენი მსოფლიოს არცერთ კლუბს არ ყავს და ახლა ევროპული ფინანსური კრიზისი დროს იკავებს თავს და ეგრეც უნდა იყოს. სამაგიეროდ ყველა იტალიურ კლუბს იტალიელი მფლობელი (საკონტროლო პაკეტით) ყავს და ადგილობრვ კადრებს მეტ ყურადღებას აქცევენ, რასაც ვერ ვიტყვით ინგლისზე და ყველა ვხედავთ რა დღეშია ინგლისური ფეხბურთი, ერთი საშუალო დონის მოთამაშე აღარ ყავთ...
FSG
რონალდო მილანში და მესი ჩიხურაში...რა მილანი ხალხნო ბერლუსკონი 10 მილიონს არ იხდის ფეხბურთელში
levan
იტალიურ პრესაში (და არა რუსულ და თარგმნილ გამოცემებში) შოგადაშიგ ჩნდება ინფორმაცია რონალდოს ინტერში ან მილანში გადასვლასთან დაკავშირებით. როგორც წესი იტალიაში ასეთი რამეები ტყუილად არ იწერება და სავარაუდოდ მოლაპარაკება მიდის. თუ ბერლუსკონი მოინდომებს, რონალდო გადავა მილანში და ბედნიერიც იქნება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
როდრიგომ ოპერაცია გაიკეთა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
ლევანდოვსკი "ბარსელონამ" მხოლოდ ორი პირობით შეიძლება დაიტოვოს
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
"ფინალის შემდეგ მისი ბოდიშის მიღება არ მსურდა, შემდეგ კი..." - სანიოლმა ზიდანთან კონფლიქტი გაიხსენა
კაპელო: კრიშტიანოს არ აქვს მესის, მარადონას და რონალდოს გენია
ბექჰემს უნდა მესიმ და რონალდომ "ინტერ მაიამიში" ერთად ითამაშონ - სიტუაცია პორტუგალიელმა აგენტმა განმარტა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
[VIDEO] ვალვერდემ დონარუმა სამჯერ დაამწუხრა - "სპორტინგი" ნორვეგიაში განადგურდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
რას არ გაიგებ - პერესი ლაპორტას გაპრეზიდენტებაში დაეხმარა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
"ის მწვრთნელი არ ყოფილა" - ბეილმა ზიდანზე ისაუბრა
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
"სამწვრთნელო საქმიანობას მალე დავუბრუნდები" - ზინედინ ზიდანი
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
"2 წლის შემდეგ, ჩემმა ცოლმა მითხრა მისთვის დამერეკა და ეს გამეკეთებინა, ძალიან გულნატკენი ვიყავი..." - სანიოლმა ზიდანის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] დრამა "ბალაიდოსზე" - "რეალმა" "სელტა" ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
[VIDEO] სეზონის საუკეთესო გოლი? - გიულერმა 70 მეტრიდან გაიტანა
"აი, ასეთი საშინელებები ხდებოდა კატარში" - ხამეს როდრიგესი
ეს მინიშნება იყო? - კლოპის აგენტმა "რეალის" შესახებ ისაუბრა
"სანამ "რეალში" გადავიდოდი, "სიტიმ" და პსჟ-მ დიდი ფული შემომთავაზეს, პერესმა კი ასეთი რამ მითხრა..." - ხამეს როდრიგესმა "ბლანკოსში" გადასვლის ისტორია გაიხსენა
პსჟ-ს პრეზიდენტმა სუპერლიგის დახურვაში გადამწყვეტი როლი ითამაშა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ამჯერად აშშ-ში - ხამესის თავგადასავალი MLS-ში გაგრძელდება
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ხამესი გუნდს კვლავ გამოიცვლის - როდრიგსესთვის "რაიო ვალეკანოში" თავგადასავალი ხანმოკლე აღმოჩნდა