საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის თამაშებს უკვე ბელგიის პროლიგის გუნდების სელექციონერები ესწრებიან
უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლევან შენგელია ბელგიური "ტუბიცეს" (რანგით მეორე ლიგა) ლიდერად ჩამოყალიბდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი ჯერ შეცვლაზე შედიოდა, ახალი წლის შემდეგ კი მწვრთნელი ენდობა და ძირითადშიც ათამაშებს.

იანვარსა და თებერვალში ის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. აგერ, ამის დასტურად, "ტუბიცეს" ოფიციალურმა ვებგვერდმა შენგელია გასული ორი თვის მონაცემებით გუნდის ხუთ გამორჩეულ ფეხბურთელს შორის წარადგინა და ახლა ამათ შორის საუკეთესოს გულშემატკივართა გამოკითხვა გამოავლენს (იხილეთ ბმული).

ამასობაში, 20 წლის შემტევის მენეჯერი ლაშა ჯაკობია საინტერესო ამბავს გვიმხელს:

"ყველაფერი დაახლოებით ისე მიდის, როგორც წარმოგვედგინა. ბოლო ხუთ შეხვედრაში, ლევანი გუნდში საუკეთესო იყო. ასე რომ, მწვრთნელი შემთხვევით არ ენდობა.

ამის შედეგია, რომ ბოლო დროს, პროლიგის (უმაღლესი - რედ.) რამდენიმე გუნდის სელექციონერი "ტუბიცეს" თამაშებს სწორედ შენგელიაზე დასაკვირვებლად ესწრება. თუ ლევანმა ასე გააგრძელა, დარწმუნებული ვარ, მალე უკეთეს კლუბში მიიწვევენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
ლევან საამყო ფეხბურთელის და კარგი კაცის გვარის წარმომადგენელი ხარ და შენი დიდი იმედი გვაქვს, გფარავდეს უფალი, გახიარეეე!
_svani_
ყოჩაღ ლევან წარმატებები
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე