ვერ ვიტყვით, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულმა ტურმა ბევრი სიახლე მოგვიტანა, ამ ქვეყნის სტადიონებზე არც განსაკუთრებით სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩები გამართულა, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ამბავი მაინც მოხდა...

ვერ ვიტყვით, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის გასულმა ტურმა ბევრი სიახლე მოგვიტანა, ამ ქვეყნის სტადიონებზე არც განსაკუთრებით სანახაობრივი და უხვგოლიანი მატჩები გამართულა, მაგრამ რამდენიმე საინტერესო ამბავი მაინც მოხდა.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება "სტად ჟერლანზე" გაიმართა, სადაც საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონმა "ლიონმა" "ბორდოს" უმასპინძლა. შეხვედრამ მოლოდინი ვერ გაამართლა და საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. ტაბლოზე მთელი 90 წუთის განმავლობაში ლოგიკური ნულები ენთო, რითაც ვეჭვობთ, რომელიმე მხარე კმაყოფილი დარჩენილიყო. ეს განსაკუთრებით მასპინძლებზე ითქმის. რომ მოეგო, "ლიონი" ახლა ოთხი საფეხურით ზემოთ იქნებოდა.

სატურნირო თვალსაზრისით კი ყველაზე პრინციპული მატჩი "რენი"-პსჟ იყო. პარიზელები ერთპიროვნულ ლიდერ "ლილს" ამ ტურამდე ოთხი ქულით ჩამორჩებოდნენ და ამ ჩამორჩენის შემცირების იმედიც ჰქონდათ, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. "რენი" შეხვედრის დებიუტშივე დაწინაურდა და დიდი ბრძოლის ფასად მონაპოვარის დაცვაც შეძლო. ამით პსჟ-საც გაუთანაბრდა და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში კიდევ უფრო დიდი სიმჭიდროვეც შეიქმნა.

"ლილმა" მდევრის წაფორხილებით მხოლოდ ნაწილობრივ ისარგებლა და კონკურენტები ხუთი ქულით ჩამოიტოვა, არადა რომ არა დუდკას გამათანაბრებელი დარტყმა მატჩის მიწურულს, რუდი გარსიას გუნდი უკვე შვიდქულიან ჰანდიკაპს შეიქმნიდა, რაც დაგვეთანხმებით, სერიოზული საჩემპიონო განაცხადი იქნებოდა. თუმცა "ლილი" დღეს საფრანგეთში მაინც ყველაზე ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს და შედეგებსაც შესაბამისს იმკის. ამ ტურამდე ლიდერმა ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმა, თანაც ისე, რომ საკუთარ კარში ერთი ბურთიც არ მიუღია.

საჩემპიონო რბოლის კიდევ ერთ მონაწილე "მარსელს" მოულოდნელად, მაჩანჩალა "არლის" ძლევა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მიზანი მაინც შეასრულა და ლიდერთა შორის ადგილიც შეინარჩუნა.

"მონაკო" თითქოს ბოლო ტურებში გამოცოცხლდა, მარცხის გემოც დაივიწყაა და ნელ-ნელა სახიფათო ზონასაც სცილდებოდა, მაგრამ მისმა არასტაბილურობამ კვლავ იჩინა თავი და ერთ დროს ფრანგული ფეხბურთის გამორჩეული გუნდი დღეს გავარდნის რეალური კანდიდატია.

საფრანგეთის ჩემპიონატი. XXII ტური

ბრესტი-ნანსი 2:1

გოლები: 1:0 აიიტე (44), 1:1 აპანგა (74. ს.კ.), 2:1 გრუგი (88)

კაენი-ლორიენი 0:2

გოლები: 0:1 ამალფიტანო (22), 0:2 გამეირო (86)

ლანსი-ვალენსიენი 1:1

გოლები: 1:0 ჯემაა (37), 1:1 დოსევი (39)

მარსელი-არლი 1:0

გოლი: 1:0 ჟინიაკი (56)

მონპელიე-სენტ ეტიენი 1:2

გოლები: 0:1 რივიერი (12), 0:2 რივიერი (37), 1:2 მარტინი (86)

ნიცა-სოშო 1:0

გოლი: 1:0 პეჩინოვიჩი (29)

გაძევება: ანინი (43. სოშო)

რენი-პსჟ 1:0

გოლი: 1:0 ბრაჰიმი (19)

ოსერი-ლილი 1:1

გოლები: 0:1 სოუ (9), 1:1 დუდკა (86)

ტულუზი-მონაკო 2:0

გოლები: 1:0 სისოკო (49), 2:0 სისოკო (76)

ლიონი-ბორდო 0:0

1. ლილი 22 11 9 2 40-22 42

2. პსჟ 22 10 7 5 34-24 37

3. რენი 22 10 7 5 24-17 37

4. მარსელი 22 9 9 4 30-18 36

5. სენტ ეტიენი 22 9 8 5 31-24 35

6. ლიონი 22 9 8 5 30-23 35

7. ტულუზი 22 10 3 9 25-22 33

8. მონპელიე 22 9 6 7 20-23 33

9. ბორდო 22 7 10 5 27-23 31

10. ბრესტი 22 8 7 7 23-21 31

11. ლორიენი 22 9 4 9 26-27 31

12. სოშო 22 8 4 10 35-27 28

13. ვალენსიენი 22 6 8 8 25-25 26

14. ნიცა 22 6 8 8 15-22 26

15. ოსერი 22 4 13 5 27-26 25

16. ნანსი 22 7 4 11 23-24 25

17. კაენი 22 6 6 10 22-31 24

18. ლანსი 22 5 8 9 22-35 23

19. მონაკო 22 3 12 7 20-23 21

20. არლი 22 1 5 16 11-43 8

ბომბარდირები

სოუ (ლილი) – 15, ნენე (პსჟ) – 13, ელ არაბი (კაენი), გამეირო (ლორიენი) – 11, ჟერვინიო (ლილი) – 10.

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
Bild: პსჟ ძირითადი მეკარის გამოცვლას გეგმავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს