"ჯენოას" ქართველმა მცველმა თავის ყოფილ კლუბთან - "მილანთან" მატჩში "კალჩომერკატოსგან" მაღალი შეფასება დაიმსახურა

კახა კალაძემ პირველად ითამაშა "მილანის" წინააღმდეგ, სადაც თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა - გუშინ მისმა "ჯენოამ" ლიდერ "მილანთან" 1:1 ითამაშა.

კახა თამაშის შემდეგ გახარებული იყო: "დღეს ჩვენ დიდი "ჯენოა" ვნახეთ, მთელი გულით და სულით ვითამაშეთ და მნიშვნელოვანი ქულა მოვიპოვეთ. ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. მსურდა, თავი კარგად წარმომეჩინა, რადგან ამ კლუბის მაისურით თამაში მსიამოვნებს."

"კალჩომერკატომ" კახას 7-იანი დაუწერა: "ქართველი ასეთ ფორმაში "მილანის" მაისურითაც იშვიათად გვახსოვს. მან რამდენჯერმე ჩაჭრა პასი იბრაჰიმოვიჩის მისამართით, კარგად ითამაშა მეორე სართულზე". "კალჩომერკატომ" ქართველს სლოვაკ იურაი კუჩკასთან ერთად ყველაზე მაღალი შეფასება დაუწერა.

ზურაბ ხიზანიშვილი ეროვნულ ნაკრებში უთამაშებელი მიდის - სომხეთის ნაკრებთან სპარინგისთვის გამოძახებულ ფეხბურთელს დიდი ხანია, არ უთამაშია "რედინგში". ჩემპიონშიპის მორიგ ტურში, რომელშიც "როიალსმა" შინ 0:1 წააგო "ქუინზ პარკ რეინჯერსთან", ქართველი მცველი სათადარიგო იყო. სამწუხაროდ, პრემიერლიგიდან დაქვეითებულ ხიზანიშვილს ინგლისის რანგით მეორე ლიგაშიც გადაჰყვა უმთავრესი პრობლემა - მას ძალიან იშვიათად ათამაშებენ - ზურა 27 ნოემბრის შემდეგ არ გასულა მოედანზე. "რედინგი" 42 ქულით მე-11 ადგილზეა.

სუდანში აფრიკის ერთა ჩემპიონატი დაიწყო, სადაც გაბონის ნაკრებიც თამაშობს. გვეგონა, დიდიე ოვონო იქ გაემგზავრებოდა და თამაშის შანსი გიორგი მაკარიძეს მიეცემოდა, მაგრამ "შატორუსთან" გასვლით მატჩში ოვონო ისევ "ლე მანის" კარში ვიხილეთ, მაკარიძე კი - სათადარიგოთა სკამზე. "ლე მანმა" 2:1 იმარჯვა.

სერია B-ს მატჩი "ტრიესტინასთან" "ემპოლის" ფორვარდმა ლევან მჭედლიძემ დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, "ემპოლიმ" სტუმრად 2:1 იმარჯვა და 33 ქულით მე-9 ადგილზეა.

გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში ლევან კობიაშვილის "ჰერტა" ბერლინურ დერბიში "უნიონთან" 1:2 დამარცხდა. "ჰერტამ" ერთ-ერთ აუტსაიდერთან სამი მცველით ითამაშა და აკი დაისაჯა კიდეც, ლევანმა მოედანზე 90 წუთი დაჰყო (32-დან 22 ზუსტი პასი) და "შპორტალისგან" 4-იანი დაიმსახურა. მარცხის მიუხედავად, "ჰერტამ" (42 ქულა) პირველი ადგილი შეინარჩუნა.

ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე" "პადერბორნს" ესტუმრა და 0:3 განადგურდა. ქართველის გუნდი გავარდნის საფრთხის წინაშეა - სულ 20 ქულა აქვს. იაშვილსაც, კობიაშვილივით, 32 პასიდან 22 გამოუვიდა ზუსტი და მანაც 90 წუთი ითამაშა, თუმცა "შპორტალმა" უფრო დაბალი შეფასება დაუწერა - 5.

მორიგი გამარჯვება მიითვალა შოთა არველაძის "კაისერისპორმა", რომელმაც შინ "ანკარაგიუჯუ" 2:1 დაამარცხა. საკმაოდ დრამატული მატჩი გამოდგა, ქართველი მწვრთნელის გუნდი 78-ე წუთამდე აგებდა, ბოლო წუთზე კი, როცა მეტოქე კაცნაკლული დარჩა, მარსელო სალაიეტამ გამარჯვებისა შეაგდო. ალექსანდრე ამისულაშვილმა, ჩვეულებისამებრ, შეუცვლელად ითამაშა. "კაისერი" 39 ქულით მე-4 ადგილზეა.

ისრაელში ჰაიფას "მაქაბიმ" 1:0 მოუგო "ბნეი სახნინს", ლადო დვალიშვილს, რომელმაც 90 წუთი ითამაშა, ამჯერად თავი არ გამოუჩენია. რანგით მეორე, ლეუმითლიგაში გოლი გიორგი გაბიდაურმა გაიტანა, ქართველის "ბნეი ლოდი" ჰერცლიას "ჰაპოელს" ესტუმრა და 3:1 მოუგო. მე-10 წუთზე ანგარიში სწორედ გაბიდაურმა გახსნა. გამარჯვებულთა რიგებში 76-ე წუთამდე ითამაშა აკაკი მიკუჩაძემ. "ბნეი ლოდი" 31 ქულით მე-8 ადგილზეა.

გუშინ ჰოლანდიაში "ვიტესი" "ფეიენოორდს" დაუზავდა - 1:1, მასპინძელთა რიგებში გურამ კაშიამ 90 წუთი ითამაშა. საბერძნეთში ქართული დუელი არ შედგა, გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისმა" დავით კვირკველიას "პანიონიოსს" უმასპინძლა, მაგრამ სტუმართა რიგებში კვირკველიას დებიუტი კვლავ გადაიდო. მე-6 წუთზე ანგარიში ქართველმა მცველმა გახსნა, კრეტელებმა კი მატჩი 2:0 მოიგეს. 31 წლის შაშიაშვილისთვის ეს პირველი გოლია სეზონში.

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა