დღეს, 4 მარტს იტალიის სერია A-ს XXVIII ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართება
დღეს, 4 მარტს იტალიის სერია A-ს XXVIII ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება.

ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო ოლიმპიკოზე" შედგება, სადაც "რომა" "ფიორენტინას" უმასპინძლებს.

ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილში მესამე და მეოთხე გუნდები წარდგებიან, რომლებსაც 53-53 ქულა აქვთ. ეს ყველაფერი უშეღავათო ბრძოლის საწინდარია.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ორივე გუნდი 4-2-3-1 ტაქტიკით გაირჯება, მთავარი ბრძოლა კი, წესით, ცენტრში უნდა გაჩაღდეს. ლუჩანო სპალეტი ედინ ჯეკოს არ სწყალობს და ფრანჩესკო ტოტისთან ერთად, მეტწილად მასაც თადარიგში ტოვებს. ასე იქნება ამჯერადაც, შეტევის წინა ხაზზე კი, სავარაუდოდ, დიეგო პეროტის ვიხილავთ. სიღრმიდან მოჰამედ სალაჰი, მირალემ პიანიჩი და სტეფან ელ შაარავი შეუტევენ.

ფლორენციელთა თავკაცი პაულო სოუზა ხშირად მიმართავს როტაციას და თავდასხმაში ხან ხუმა ბაბაქარს ათამაშებს, ხანაც ნიკოლა კალინიჩს. ამჯერად, ცენტრფორვარდად ხორვატი მოიაზრება, ზურგს კი ბორხა ვალერო, ფედერიკო ბერნარდესკი და ტელიო გაუმაგრებენ.

სასწორზე 6 ქულა დევს, გამარჯვებული მესამე ადგილზე დამკვიდრდება და თქმა არ სჭირდება, რომ რომში დიდი ბრძოლა გაჩაღდება...

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-2-3-1): შჩესნი - ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინე - ნაინგოლანი, კეიტა - სალაჰი, პიანიჩი, ელ შაარავი - პეროტი

ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - რონკალია, გონსალო, ასტორი, ალონსო - ბადელი, ვესინო - ტელიო, ბორხა ვალერო, ბერნარდესკი - კალინიჩი

XXVIII ტური

პარასკევი. 4 მარტი

რომა-ფიორენტინა 23:45

დისკვალიფიკაცია: სარატე (ფიორენტინა)

ტრავმა: კაპრადოსი, პონჩე, გომბერი, დე როსი - ბენალუანი

ბოლო 6 მატჩი

+6=0-0 +3=3-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 47 თამაში: +27=12-8, (76-50)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
[VIDEO] კვერნაძის დიდი პროგრესი და პირველი საგოლე მოქმედება სერია A-ში - "ფროზინონემ" "ფიორენტინა" გაანადგურა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ცნობილი გახდა სერია А-ს მესამე კლუბი, რომელსაც მამარდაშვილი შესთავაზეს
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
“ფიორენტინამ” მწვრთნელად პაოლო ვანოლის დაბრუნება გვაუწყა
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა