4 და 6 მარტს ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, კორპორატიული ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრები გაიმართება
4 და 6 მარტს ახალ სპორტის სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის, კორპორატიული ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრები გაიმართება.

პარასკევს, ოქროს და ვერცხლის ლიგის VII ტურის დარჩენილი სამი დაპირისპირება გაიმართება. 20:00 სთ-ზე ვერცხლის ლიგის ლიდერი, ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის გუნდი "თეთრ ქუდს" დაუპირისპირდება. რაც შეეხება ოქროს ლიგას, 21:00 სთ-ზე "ვესტ ინვესტი" "ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერს" ეთამაშება, ხოლო 22:00 სთ-ზე "ნატახტარი" "საქართველოს ბანკის" გუნდს დაუპირისპირდება.

04.03.2016.ვერცხლის ლიგა. VII ტური

20:00 ტატიშვილი - თეთრი ქუდი

04.03.2016.ოქროს ლიგა. VII ტური

21:00 ვესტ ინვესტი - GWP

22:00 ნატახტარი - საქ. ბანკი

კვირას, კორპორატიული ლიგის რეგულარულ სეზონს IX ტურის შეხვედრები დაასრულებს, სადაც მთავარი ინტრიგა მხოლოდ საუკეთესო რვა გუნდში ადგილების გადანაწილება რჩება.

სათამაშო დღე ვერცხლის ლიგის დაპირისპირებებით დაიწყება. პირველები ერთმანეთს უკვე ბრინჯაოს ლიგაში დაქვეითებული, "ავერსის" და "ბი პი ჯორჯიას" გუნდები ეთამაშებიან. მომდევნო შეხვედრაში "საქრუსენერგო" "თბილისის მერიას" დაუპირისპირდება. საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლაა მოსალოდნელი "ბაქსვუდსა" და "თეთრ ქუდს" შორის. მატჩი 13:00 სთ-ზე დაიწყება. ტურის დასკვნით შეხვედრებს კი გათამაშების ლიდერები გამართავენ: "ალიანს საქართველო" "ბანკ რესპუბლიკას" ეთამაშება, ხოლო "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი" "ვითიბი ბანკის" გუნდთან გაარკვევს ურთიერთობას.

06.03.2016. ვერცხლის ლიგა. IX ტური

11:00 ავერსი – BP GEORGIA

12:00 საქრუსენერგო – თბილისის მერია

13:00 თეთრი ქუდი - ბაქსვუდი

14:00 ალიანს საქართველო - ბანკი რესპუბლიკა

15:00 ტატიშვილი – ვითიბი ბანკი

საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი ოქროს ლიგის დასკვნით ტურში.

16:00 სთ-ზე გათამაშების ლიდერი, "ნატახტარი" "კრედოს" დაუპირისპირდება, 17:00 სთ-ზე გაიმართება "ევროპაბეთისა" და GWP-ს შეხვედრა. "ბუკმეკერებმა" უკვე "გაინაღდეს" ადგილი ბრინჯაოს ლიგაში. ბოლო ტურში ითამაშებენ ასევე "საქართველოს ფოსტა"-"პატრული" და "საქართველოს ბანკი"-"თბილისის სატრანსპორტო კომპანია".

06.03.2016. ოქროს ლიგა. IX ტური

16:00 ნატახტარი - კრედო

17:00 ევროპაბეთი – GWP

18:00საქ. ფოსტა - პატრული

19:00საქ. ბანკი – TTC

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი", "foodpanda","წყალი მარგებელი", Apple City, ვერცხლის ნაკეთობები "შემოინახე მემკვიდრეობა" და მუსიკალური მაღაზია "GURU music".

მედია პარტნიორები: რადიოები, "იმედი", "კომერსანტ",ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, 90wuti.ge და გაზეთი "ლელო".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] გთხოვთ, ეს ბიჭები ციხიდან გამოუშვით" - მერაბ დვალიშვილმა ტატამიდან აბუ-დაბის მთავრობას მიმართა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"