კახა კალაძის "ლამბორგინი", კრიშტიანო რონალდოს "ფერარი", ქარიმ ბეზენმას "აუდი" და სხვები...
ავტოავარიები ფეხბურთელებისა და მათი სუპერქარების მონაწილეობით იშვიათობა არაა და ქვემოთ მსგავს გამორჩეულ ფაქტებს გავიხსენებთ.

დავიწყებთ საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" ყოფილი მცველის, ამჟამად ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის "ლამბორგინის" თავგადასვლით. თუმცა, უკრაინაში 2008 წელს მომხდარ ავარიაში თავად კახას ბრალი არ მიუძღვის, რადგან საჭესთან მისი მეგობარი იჯდა. ძვირად ღირებული მანქანა კი საკმაოდ დაზიანდა.

კრიშტიანო რონალდოს "ფერარი"

კიდევ ერთი იტალიური სუპერქარი "ჯართად" პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანო რონალდომ აქცია, რომელსაც ძვირფასი ავტომობილები და სწრაფად სიარული ჯერ კიდევ მადრიდის "რეალში" გადასვლამდე უყვარდა. ინგლისში, მანჩესტერის ერთერთ გვირაბში, მან "ფერარი" დაამტვრია, რომლის ფასი 200 ათას ფუნტით განისაზღვრებოდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" ვარჯიშზე მაგვიანდებოდა და საჭე ვერ დავიმორჩიელო - ასე იმართლა მაშინ თავი კრიშტიანომ.

ნიკლას ბენდტნერის "ასტონ მარტინი"

2009 წელს ნიკლას ბენდტნერი "არსენალის" ღირსებას იცავდა. დანიელს ლონდონური კლუბის ბაზისკენ, ვარჯიშზე მიეჩქარებოდა, მაგრამ გზა ხემ "გადაუჭრა". შედეგად, ნიკლასი გადარჩა, მცირე დაჟეჟილობებს თუ არ ჩავთვლით, აი, მისი "ასტონ მარტინი" კი, რომელიც იმხანად 160 ათას ფუნტად ფასობდა, გადასაგდები გახდა.

ქარიმ ბენზემას "აუდი" და "ლამბორგინი"

იმავე წელს საჭის ვერდამორჩილებასთან დაკავშირებით პრობლემები ზედიზედ ორჯერ საფრანგეთის ნაკრების ფორვარდ ქარიმ ბენზემას შეექმნა. ჯერ იყო და, "რეალის" თავადმსხმელმა მადრიდში თავისი "აუდის" ჯიპი მიანარცხა ბარიერს, ერთი თვის შემდეგ კი, დაბადების დღის აღნიშვნა ქუჩის რბოლებით მოინდომა და მშვენიერი "ლამბორგინი გალარდო" ჩააბარა პატრონს...

არტურო ვიდალის "ფერარი"

ჩილეს ნაკრების ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა გასულ "კოპა ამერიკაზე" თავი არამხოლოდ კარგი თამაშით, ხმაურიანი სკანდალითაც გამოიჩინა. ვიდალს გვერდით ცოლი ეჯდა, როდესაც თავისი "ფერარით" ორ სხვა ავტომობილს

"გაჰკრა" და გზიდან გადავარდა. მოგვიანებით არტუროს სისხლში ალკოჰოლის კვალს მიაგნეს და ამის გამო გარკვეული დროით საპატიმროშიც ამოაყოფინეს თავი. ბოლოს ფეხბურთელმა თავისი ქცევის გამო ბოდიში მთელი ქვეყნის წინაშე მოიხადა.

მარიო ბალოტელის "აუდი"

ავტოსაგზაო შემთხვევების გახსენება, სადაც მთავარი გმირები ცნობილი ფეხბურთელები არიან, კიდევ მრავლად შეიძლებოდა, მაგრამ თემას აქ, ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის მარიო ბალოტელის "გმირობით" დავასრულებთ. 2010 წელს, მაშინ იმედის მომცემი მარიო დიდი ამბით ჩავიდა მანჩესტერში სათამაშოდ, მაგრამ... 120-ათას ფუნტად შეფასებული "აუდით" ვერაფრით შეძლო მოძრაობის ინგლისური, მარჯვენამხრიანი წესისთვის ალღოს აღება.

შუმახერი
ქინქლაძე და ფერარი რატო არაა?
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
ტაქსის მძღოლის ცემაში ბრალდებულ ბენდტნერს 50-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს
ადვოკატი - ბენზემაზე: ნუთუ ის ერთადერთია, რომელიც 1795 წელს დაწერილ სიმღერას ("მარსელიეზას") არ მღერის?
გერმანიის სუპერთასი: პეპი სუპერთასს ვერ ეღირსა
ბენზემამ "რეალი" დატოვა და საუდის არაბეთში გაემგზავრება
ტრანსფერ ONLINE: 24 აგვისტოს ტრანსფერები და ჭორები
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"რეალმა" ბენზემას კონტრაქტი უკანასკნელად გაუგრძელა
"2015 წელს "რეალში" გადასვლასთან ახლოს ვიყავი, თუმცა მათ კაზემირო აირჩიეს" - ვიდალმა "ბლანკოსში" არშემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
არტურო ვიდალი მამის დაკრძალვას Online დაესწრო - რატომ გააკეთა ეს ჩილელმა ფეხბურთელმა [VIDEO]
[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე
[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
"ჩელსიმ" ბენზემას დამატება არ მოისურვა
ვიდალმა "ინტერთან" კონტრაქტი გაწყვიტა და კარიერას სამხრეთ ამერიკაში გააგრძელებს
"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა
"კროოსმა ჩემგან ბევრი რამ ისწავლა" - არტურო ვიდალი
ბენზემა ზღაპრული შეთავაზების სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადაბარგებას აპირებს
ნიკლას ბენდტნერმა ტაქსის მძღოლს ყბა გაუტეხა
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
რონალდო: ლეო, შენი მემკვიდრეობა საუკუნეების მანძილზე დარჩება - გეხვევი
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
შესარჩევი ეტაპი. IV ტური: ევრო 2016 მარტამდე დაგვემშვიდობა [VIDEO]
საფრანგეთში ბენზემასთვის მოქალაქეობის და "ოქროს ბურთის" ჩამორთმევა მოითხოვეს
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
პოკერში 6 მილიონი წავაგე - სკანდალურმა დანიელმა ფეხბურთელმა თავისი ისტორია გაიხსენა