"დალას მავერიკსმა" 1 კვირის წინ "დენვერს" ოვერტაიმში მოუგო, დღეს კი ამავე გუნდთან ოვერტაიმში 114:116 წააგო
"დალას მავერიკსმა" 1 კვირის წინ "დენვერს" ოვერტაიმში მოუგო, დღეს კი ამავე გუნდთან ოვერტაიმში 114:116 წააგო.

კოლორადოში გამართული მატჩი დალასელებს კარგა ხანს ცუდად დასწყვეტს გულს, რადგან თითქმის მოგებული თამაში წააგეს.

ძირითადი დროის დასრულებამდე 10 წამით ადრე "დალასი" 106:102 იგებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, თუმცა ვილ ბარტონმა სირენამდე 7 წამით ადრე საჯარიმოები ჩააგდო და ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა. დარჩენილ დროში დენვერელებმა სტუმრებს ჩაუჭრეს და ემანუელ მუდიეის პასით კენეტ ფარიდმა დალასელებს გამათანაბრებელი ბურთი ჩაუტენა.

დამატებით დროში დირკ ნოვიცკის სამქულიანის შემდეგ "დალასი" 111:108 დაწინაურდა, თუმცა 3 კვირის წინ "ოკლაჰომადან" "დენვერში" გადასულმა დიჯეი აუგუსტინმა ოვერტაიმში 8 ქულა ჩააგდო, აქედან 2 საჯარიმო დასრულებამდე 0.9 წამით ადრე და კოლორადოულ გუნდს გაამარჯვებინა.

იხილეთ ვიდეო: დენვერი-დალასი 116:114

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა მოედანზე მხოლოდ 10 წუთი გაატარა. ამ მცირე დროში ქართველმა ცენტრმა 5 ცდიდან 2 ორქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 4 ქულით, 2 მოხსნით და 1 დაფარებით დაასრულა. დალასელთა სასტარტოთაგან 35 წუთზე ნაკლები არავის უთამაშია და საუკეთესო შედეგი დირკ ნოვიცკიმ დააფიქსირა, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა. სათადარიგო ფორვარდ-ცენტრმა დევიდ ლიმ 26 წუთში 18 ქულა, 12 მოხსნა და 4 დაფარება მიითვალა.

33 მოგებითა და 30 მარცხით "დალასი" დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს ინარჩუნებს, რადგან კონკურენტი "პორტლენდი" დღეს მიჯრით მეორედ დამარცხდა. მომდევნო მატჩს ფაჩულიას გუნდი ხვალ, შინაურ არენაზე "კლიპერსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

gio
რაც ეს დევიდ ლი დალასში გადმოვიდა,ზაზას სათამაშო დრომ და შედეგიანობამ აშკარად იკლო.
გძმარავთ?
სათადარიგომ 18 ქულა, 12 მოხსნა და 4 დაფარება დააგროვა და ძირითადმა 4 ქულა??
გძმარავთ?
სათადარიგომ 18 ქულა, 12 მოხსნა და 4 დაფარება დააგროვა და ძირითადმა 4 ქულა??
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ