კანბერას "ბრამბიზი", კეიპთაუნის "სტორმერზი" და დურბანის "ნატალ შარქსი", სავარაუდოდ, პირველობისთვის იბრძოლებენ
ზე რაგბის გათამაშების მე-2 ტურის შემდეგ დაუმარცხებელი სამი გუნდია. ესენია: კანბერას "ბრამბიზი", კეიპთაუნის "სტორმერზი" და დურბანის "ნატალ შარქსი".

ეს ის გუნდებია, რომლებიც სავარაუდოდ, საბოლოოდ პირველობისთვის იბრძოლებენ. მათ ბრძოლაში, შესაძლოა, "კრუსეიდერზი" და "ბლუ ბულზი" ჩაერიონ.

"ბრამბიზმა" შინ მიიღო სიდნეის "ვორათაზი", რომელსაც პირველ ტურში მოგებული ჰქონდა. კანბერელებმა საშინაო არენაზე შესანიშნავად ითამაშეს, განსაკუთრებით კი, მე-2 ტაიმში. პირველი ნახევარი კი ფრედ, 8:8 დასრულდა. შესვენების შემდეგ მასპინძლებმა სამი ლელო გაიტანეს და 32:15 გაიმარჯვეს.

პირველი მარცხი იწვნია არგენტინულმა "იაგუარსმა", რომელმაც სტუმრად ვერაფერი გააწყო დურბანის "ნატალ შარქსთან" - 15:19. მართალია, არგენტინელებმა მასპინძლებზე ერთით მეტი (ორი) ლელო გაიტანეს, მაგრამ სამხრეთაფრიკელთა დამრტყმელმა კრისტიან პიტერსენმა ოთხი საჯარიმო მიითვალა და მასპინძელთა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელები, ისევე, როგორც პირველი ტურის მატჩში, უდისციპლინობით გამოირჩევიან. მატჩის არბიტრმა ორი "იაგუარი" - პაბლო მატერა და როდრიგო ბაესი გაასინბინა.

ორი მატჩიდან ორი მოგება აქვს კეიპთაუნის "სტორმერზს", რომელმაც ამჯერად სტუმრად სძლია ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" - 20:10. მასპინძლები პირველ ტაიმში მცირედ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით წავიდნენ - 7:7. მეორე ტაიმში კეიპთაუნელებმა მაინც შეძლეს და "ჩიტაზს" თავს საკუთარი თამაში მოახვიეს.

პირველი გამარჯვება მოიპოვეს ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, კრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" და სამხრეთაფრიკული რაგბის გრანდმა, პრეტორიის "ბლუ ბულზმა". "ჯვაროსნებმა" შინ დაამარცხეს ოქლენდის "ბლუზი" - 28:13, ხოლო "ლურჯმა ხარებმა" ასევე საკუთარ მოედანზე სძლიეს სიდნეის "მელბურნ რებლზს" - 45:25.

ზე რაგბი. II ტური

A ჯგუფი

ბრამბიზი-ვორათაზი 32:15

რედსი-ფორსი 6:22

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ბრამბიზი 2 2 0 0 +59 9

2. ვორათაზი 2 1 0 1 +3 5

3. ფორსი 2 1 0 1 +10 5

4. რებლზი 1 1 0 0 +6 4

5. რედსი 2 0 0 2 -36 0

B ჯგუფი

ჰაილენდერზი-ჰარიკენზი 17:16

კრუსეიდერზი-ბლუზი 28:13

ჩიფსი-ლაიონზი 32:36

ა გ ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰაილენდერზი 2 1 0 1 -1 6

2. კრუსეიდერზი 2 1 0 1 +9 5

3. ჩიფსი 2 1 0 1 +2 5

4. ბლუზი 2 1 0 1 -13 4

5. ჰარიკენზი 2 0 0 2 -43 1

C ჯგუფი

ჩიტაზი-სტორმერზი 10:20

ბლუ ბულზი-მელბურნ რებლზი 45:25

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სტორმერზი 2 2 0 0 +34 9

2. ბლუ ბულზი 1 1 0 1 -4 4

3. ჩიტაზი 2 0 0 2 -11 1

4. სანვოლვესი 1 0 0 1 -13 0

D ჯგუფი

ნატალ შარქსი-იაგუარსი 19:15

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. შარქსი 2 2 0 0 +40 9

2. ლაიონზი 2 2 0 0 +17 9

3. იაგუარები 2 1 0 1 -3 5

4. კინგზი 1 0 0 1 -35 0

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...