ფოთში ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო ფესტივალის დამთავრებამდე ერთი ტური დარჩა, მაგრამ მთავარი ტურნირის გამარჯვებული, ფაქტობრივად, ცნობილია...

ფოთში ნანა ალექსანდრიას საჭადრაკო ფესტივალის დამთავრებამდე ერთი ტური დარჩა, მაგრამ მთავარი ტურნირის გამარჯვებული, ფაქტობრივად, ცნობილია _ ეს გახლავთ დიდოსტატი კონსტანტინე შანავა, რომელმაც გუშინ შავი ფიგურებით გაიოზ ნიგალიძე დაამარცხა და 7 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს. იგი უახლოეს მდევრებს _ ლევან ფანცულაიას, შოთა აზალაძესა და აზერბაიჯანელ ზაურ მამადოვს თითო ქულით უსწრებს. გუშინ მამადოვმა და ფანცულაიამ ქულა გაიყვეს, აზალაძე კი ზურაბ ჯავახაძეს დაუზავდა. ასევე ყაიმზე შეთანხმდნენ ჰუსეინ ალ-ალი და პარმენ გელაზონია. სხვათა შორის, ერაყელმა ფიდეს ოსტატმა ამ ტურნირზე უკვე 5,5 ქულა მოაგროვა და რეიტინგიც საკმაოდ გაიუმჯობესა.

მეწინავეთა ჯგუფის დანარჩენი პარტიები ასე დამთავრდა: ნიკოლოზ შენგელია-დავით ზარქუა 0:1, დავით ლომსაძე-დავით ბენიძე 0:1, მირანდა მიქაძე-ჯამბულ მახარაძე 1:0, გიორგი გამზარდია-დავით მაღალაშვილი 1:0, ნიკოლოზ ქუმსიაშვილი-მაია ლომინეიშვილი 0:1, აკაკი შალამბერიძე-მოჰამედ ჰამადი 1:0.

ბოლო ტურის წინ პრიზებისთვის მებრძოლთა რიგებში ასეთი მდგომარეობაა: შანავა _ 7, აზალაძე, ფანცულაია, მამადოვი _ 6-6, ზარქუა, ნიგალიძე, ბენიძე, ალ-ალი, გელაზონია, მიქაძე, ჯავახაძე _ 5,5-5,5, ლომინეიშვილი, შალამბერიძე, შენგელია, გამზარდია _ 5-5 ქულა.

უფროსების მსგავსად, დღეს შეჯიბრებას დაამთავრებენ მოზარდებიც. რვა ტურის შემდეგ შედეგები კი ასეთია:

8-წლიანები: თიკა ცაგურია _ 7, ნუცა ცირეკიძე _ 6,5, სანდრა კაპანაძე, მაია ბეჭვაია _ 6-6, ანასტასია სიდამონიძე, მარიამ ფართლაძე _ 5,5-5,5; დავით კამკია _ 8(!), ანტონ ნადირაძე _ 7, დიმიტრი ჯიბუტი, მათე თოდაშვილი _ 6-6 ქულა;

10-წლიანები: ნინო ჯალაღონია _ 7,5, გვანცა მარგველაშვილი _ 7, ელენე კოსტავა _ 6,5; დავით გვენეტაძე _ 7,5, ლევან ბაბუხადია _ 7, ირაკლი ახვლედიანი, გურამ კოკაია _ 6-6, გიორგი ვარაზაშვილი, საბა არაბიძე _ 5,5-5,5 ქულა.

12-წლიანები: ნინო ხომერიკი, მარიამ მჟავია _ 7-7, ანა თედოშვილი, ნარმინ მამადოვა (აზერბაიჯანი) _ 5,5-5,5, თამარ ფაშკურიძე, თეა ჭოლაძე _ 5-5; გიორგი სიბაშვილი _ 6,5, ნოე თუთისანი, ნიკა ღვამბერია, გიგი აბსარიძე _ 6-6, ავთანდილ ფანჩულიძე _5,5 ქულა.

14-წლიანები: ანა შამათავა, ნატო იმნაძე _ 6,5-6,5, თეკლა მაჭარაშვილი _ 5, ირაკლი ბერაძე _ 8(!), გიგლა ბენიძე (6), ალექსანდრე ებრალიძე _ 5,5; ექვს მოჭადრაკეს 4,5-4,5 ქულა აქვს.

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს