"გურია"-"ლოკომოტივის" შეხვედრის ბოლოს მოხდა ის, რაც ქართულ სტადიონებზე იშვიათად გვინახავს
მეხსიერებას ლამაზად შემორჩა 1981 წლის 4 მარტი, როცა თბილისის "დინამომ" "აპტონ პარკზე" "ვესტ ჰემი" 4:1 დაამარცხა და მატჩის შემდეგ "ჩაქუჩების" ("ვესტ ჰემის" მეტსახელია) ფანები, დიდებული სანახაობისთვის, სტუმრებს ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით გააცილეს. ინგლისელმა ფანებმა არა მხოლოდ თავისიანების გულიანი ქომაგობა, მეტოქის პატივისცემაც იციან, თუნდაც - ფეხზე წამოდგომითა და ოვაციით.

...მაგრამ საქართველოში მსგავსი შემთხვევა იშვიათად გვახსენდება. არადა, 6 მარტს, ეროვნული ჩემპიონატის XIX ტურის ყველაზე სამაგალითო ფაქტი ლანჩხუთში მოხდა. თბილისის "ლოკომოტივმა" "გურიასთან" ბოლო 26 წუთი 9 კაცით ითამაშა. მატჩის არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა პირველი ტაიმის მიწურულს სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის წითელი ბარათი აუფრიალა ვაჟა ქიქავას, 64-ე წუთზე კი, საჯარიმოს ხაზთან ხელით თამაშისთვის, მეორედ "გააყვითლა" გიორგი ფოფხაძე და მოედანი მასაც დაატოვებინა...

ამის მიუხედავად, "გურიამ" "ლოკომოტივს" ვერაფერი მოუხერხა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

გურია-ლოკომოტივი 0:0 - ქულა სტუმრად 9-კაციანი გუნდით

მომხდარზე ჯერ თავად ფოფხაძის კომენტარს გაგაცნობთ:

"ლანჩხუთის "გურიასთან" თამაში იმიტომ გაგვიჭირდა, რომ მოედანი ცუდ მდგომარეობაში იყო. ეს კიდევ რბილად ნათქვამია... საბოლოოდ, ბიჭების მონდომებითა და ერთსულოვნებით სასურველ შედეგს მივაღწიეთ, რადგან 9 კაცით მოგება ძალიან რთულია...

მსაჯების კრიტიკას ყოველთვის ვერიდები, ფეხბურთელი ვარ და მსაჯობას ვერავის ვასწავლი. თუმცა, ამჯერად, ამ თემას გვერდს ვერ ავუვლი. ვფიქრობ, არბიტრს მატჩის სადავეები ხელიდან გაექცა და დიდი შეცდომა დაუშვა როგორც ქიქავას, ასევე ჩემს შემთხვევაში".

ეს ამ მატჩთან დაკავშირებული ჩრდილია, რომელიც მატჩის შემდეგ "ლოკომოტივის" სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებულმა პოსტმა გადაფარა - "საქართველოშიც არიან ნამდვილი ქომაგები, მადლობა "ფირალებს"!

"მიუხედავად იმისა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში წვიმა არ შეჩერებულა, "გურიის" ქომაგები ("ფირალები") საკუთარ გუნდს ბოლომდე ქომაგობდნენ, შეხვედრის ბოლოს კი მოხდა ის, რაც ქართულ სტადიონებზე იშვიათად გვინახავს - ადგილობრივმა პუბლიკამ თბილისის "ლოკომოტივი" აპლოდისმენტებით გააცილა! დიდი მადლობა ფირალებს!" - ვკითხულობთ პოსტში.

რა თქმა უნდა, საქართველოს ჩემპიონატი თვალს ვერ გვწყვეტს, მაგრამ კარგი ამბები ზოგჯერ ჩვენთანაც ხდება. ეს კი ისეთი ამბავია, რომელიც ფეხბურთზე გადარეული გურულების შეუფასებელ ღირსებაზე მეტყველებს - მართლაც ყოჩაღ, "ფირალებო"!

საინტერესო იყო ამაზე ლანჩხუთის "გურიის" ფანკლუბის გამოხმაურება:

"მთავარია, გუნდი გიყვარდეს და მის სიყვარულში რას არ გააკეთებ - გინდ წვიმდეს, გინდ თოვდეს, შენი გუნდის სიყვარულით ტრიბუნაზე მუდამ დადგები. მადლობა "ლოკომოტივს", კარგი გუნდი გყავთ და ჩვენთან თქვენი თამაში დასაფასებელია. მთავარი არის არა ფეხბურთი, არამედ ძმობა და მეგობრობა. ჩვენ ფეხბურთი გვაერთიანებს. გამარჯვებებს გისურვებთ"!

ამ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდა გიორგი ხიდეშელი, რომელიც 12 დეკემბერს ქუთაისში, "ტორპედოსთან" შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ ისვენებდა:

"ბედნიერი ვარ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს რომ დავუბრუნდი. ფიზმომზადების მწვრთნელების დახმარებით ყოველდღე უკეთესად ვგრძნობ თავს. რაც შეეხება მატჩს, გამომდინარე იქიდან, რომ 9 კაცით დავრჩით, ვფიქრობ, გუნდმა დამაკმაყოფილებელი თამაში აჩვენა. სტუმრად მოპოვებული ქულა "ლოკომოტივის" თითოეული ფეხბურთელისთვის წარმატებაა. ახლა ბოლნისის "სიონთან" გასამართავ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ramaz kenkebashvili
ის რაც ვეს ხემის სჰეხვედრასჰი მოხდა დინამოს ფეხზე რომ ცამოუდგა აპტონ პარკზ სჰეკრებილი გულსჰემატკივარი ეგ ქარტველების მოგონილია.სეგახსენებტ ბასკები ს სტუმრობა საქარტველოსი.....
gizog
უუჰ, მაი აფერი! :) -ის. გისმინოს ღმერთმა და მალე მოგვასწროს უფალმა მაი დროს მალე!
Guruli
რაც მაგრები ვართ გურულები ვართ :))
Gio
ფეხბურთში ნელნელა ნათელი წერტილები ჩნდება, ფეხბურთმა თუ დაიძახა წინ ვერეფერი დაუდგება.
უუჰ, მაი აფერი! :)
მაგ თამაშს ჩოხატაურელი გურულებიც ესწრებოდნენ - ცოტას არ უნდა ნიშნავდეს სპეციალურად(!) "ჩახატოურიდან ფეხბურთიზა" ჩასვლა ლანჩხუთში. ჰოდა, აი ამბავი ლანჩხუთიდან გავიგეთ ლანჩხუთური წამოშობის გათბილისელ(ებულ)ებმა და "იი დროი" გაგვახსენდა, ნახევარი დასავლეთ საქართველო რომ ჩადიოდა "გურიას" თამაშებზე. "მაი დროი, მუა კიდომ"? ღმერთის ნებით!.. :))))))))))))))
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
სათადარიგო გოგლიჩიძე და "მონცას" ნანატრი გამარჯვება
იამალის "რკინის ლოგიკა" - "ოქროს ბურთი" არ უნდა გადაეცეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ პსჟ-ს ფეხბურთელს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
უკრაინელი ექსპერტი: დონე გათანაბრდა - უნგეთთან და საქართველოსთან ფრე მისაღები შედეგი იქნება
დანებება არ იქნება! გორის "დილაში" კიდევ ერთ ბრაზილიელს ელოდებიან
გიორგი ფოფხაძე: ქართული ფეხბურთი არაპროფესიონალების ხელშია!
გოგი ფიფია: დარწმუნებული ვარ, ეროვნულ ლიგაში გადასვლის მოთხოვნაც გაჩნდება
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
უმაღლესი ლიგა. XXVI ტური: "გურიამ" ლანჩხუთში "ზუგდიდი" გააცამტვერა
შოთა გრიგალაშვილი ყაზახეთის პირველ ლიგაში გადაცემებით გამოარჩიეს
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
პაპუნა ფონიავა "მერანს" დაემშვიდობა და კარიერას ბათუმის "დინამოში" გააგრძელებს
გურია-ლოკომოტივი 0:0 - ქულა სტუმრად 9-კაციანი გუნდით
ეროვნული ლიგა. XX ტური: თბილისური დერბი "ლოკომოტივმა" მოიგო
ზუგდიდი-მერანი 3:0 - ათწუთიანი ცივი შხაპი [VIDEO]
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს განსჯიან
ლოკომოტივი-ზუგდიდი 3:0 - სამზე ნაკლები არ შეიძლება
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
ქართველი მსაჯები საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს განსჯიან
ლოკომოტივი-დინამო (თბ) 3:1 - უფრო მოტივირებულები [VIDEO]
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს მოემსახურებიან
ლოკომოტივი-ტორპედო 1:1 - დანავსული დღე [VIDEO]
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
სასიხარულო ამბავი - გიორგი ფოფხაძე ვარჯიშს მალე დაიწყებს
ვასილ მაისურაძე: გადავწყვიტე, ნაკრებზე ვიყო ორიენტირებული