ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჯანი ინფანტინო - სათადარიგო სკამის კაცი

ჯანი ინფანტინო - სათადარიგო სკამის კაცი

ახლა 2016 წელია და ჩვენ თვალებს ვერ დავხუჭავთ
ფიფას ახალმა პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ უკვე დაიწყო ქმედება. ჩვენ უკვე ვწერდით სიახლეებზე, რომლებიც ფეხბურთის წესებში გველის. გთავაზობთ შვეიცარიელი ჩინოვნიკის პირველ ინტერვიუს ფიფას პრეზიდენტის რანგში.

- ჩვენ ვნახეთ, რამდენად ემოციურნი იყავით, როდესაც ფიფას ახალ პრეზიდენტად გამოგაცხადეს. რა მოგივიდათ თავში აზრად იმ მომენტში?

- ვფიქრობ, ბოლომდე ახლაც არ გამიაზრებია, რაც მოხდა. ეს უბრალოდ "მიქსი" იყო ყველა იმ ემოციის, რომელიც შეიძლება ადამიანმა შეიგრძნოს და განიცადოს ერთ მომენტში. ერთად ვიგრძენი - სიხარული, სიამაყე, პასუხისმგებლობა.

ეს დიდი ტვირთია, რომელსაც ასევე იაზრებ, მაგრამ ამავდროულად, ენერგიის მოზღვავებასა და სწორად მოქცევის სურვილს, შემართებასა და ვნებას გრძნობ. ასე რომ, წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ერთ წამში, ერთდროულად რომ გივლის, ამ დროს ვერაფერზე ფიქრობ, უბრალოდ, გრძნობ. ეს უბრალო და სუფთა ემოცია იყო, როგორიც უხდება კიდეც ფეხბურთს.

- თქვენ წლებია, ფეხბურთში ხართ ჩართული, მაგრამ როგორია ჯანი, როგორც ფეხბურთის ფანი? რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ თამაშმა თქვენს ახალგაზრდობასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში?

- საფეხბურთო ვირუსი ბავშვობიდანვე შემეყარა. მშობლებმა "მომწამლეს", პირველ რიგში, მამამ. ფეხბურთის გიჟი ფანი ვიყავი და ჩემი გუნდის თამაშებს ყოველთვის თვალყურს ვადევნებდი. როდესაც მატჩზე მივდიოდი, ყველანაირად ვემზადებოდი და ვიცვამდი ჯინსს და ყველაზე ცუდ ტანსაცმელს.

ახლა კი, როდესაც მატჩის სანახავად მივდივარ, კოსტიუმი უნდა მეცვას და ჰალსტუხი მეკეთოს. ჩემი აზრით, ეს უნდა შევცვალოთ და საფეხბურთო ფუნქციონერები, თანამდებობის პირებიც უფრო ფანებივით ჩაცმულები უნდა დავდიოდეთ მატჩებზე და არა პოლიტიკოსების დარად.

- და როდესაც ფეხბურთზე დადიოდით, მინდორზე რა პოზიცია გქონდათ?

- როგორც წესი, სათადარიგოთა სკამზე ვიყავი. თქვენ ნახავდით ჩვენს ამხანაგურ-საჩვენებელ მატჩს, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გაიმართა და, ალბათ, ხვდებით, რატომაც ვიყავი ხოლმე თადარიგში (იცინის). ისე კი, თავდამსხმელად მერჩივნა თამაში, მაგრამ ბევრი გოლი ვერ გამქონდა.

გუნდშიც რეალურად იმიტომ მოვხვდი, რომ დედაჩემი ადგილობრივი გუნდის მაისურების მრეცხავად მუშაობდა და ამის დახმარებით, რამდენიმე წუთით მათამაშებდნენ. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც ჩვენი გუნდი უკვე იგებდა ხოლმე და ვერაფრის გაფუჭებას ვერ მოვახერხებდი. თუმცა მაინც ძალიან ვერთობოდი თამაშით და სიამოვნებას ვიღებდი.

- მსოფლიო ჩემპიონატებისადმი რა დამოკიდებულება გაქვთ? როგორია თქვენი პირველი მოგონება მსოფლიოს ჩემპიონატებთან დაკავშირებით?

- ჩემი პირველი მოგონება 1978 წლისაა. 8 წლის ვიყავი და მამასთან ერთად ტელევიზორში ვუყურებდი ჩემპიონატს. მახსოვს დანიელ ბერტონი და მარიო კემპესი ფინალში ჰოლანდიელების წინააღმდეგ. მახსოვს იტალიის ნაკრებიც, რომელმაც ძალიან კარგად დაიწყო პაოლო როსისთან, ანტონიო კაბრინისთან, ახალ ფეხბურთელებთან ერთად. მერე, რა თქმა უნდა, 1982 წელი იყო, როდესაც იტალიამ იმარჯვა.

ეს 12 წლის ბავშვისთვის დიდი გამოცდილება და ემოციური მუხტი გახლდათ. ახლაც, 2014 წელსაც იგივე ემოციებით ვუყურებდი მსოფლიოს ჩემპიონატს. შვეიცარია ძალიან ინტერნაციონალური ქვეყანაა და შესაბამისად, როდესაც შვილები სკოლაში მიგყავს, ხვდები დედებს, მამებს და ბავშვებს, რომლებიც თავიანთ საყვარელ გუნდებზე, ნაკრებებზე საუბრობენ - ინგლისელები, ალჟირელები, შვეიცარიელები, გერმანელები. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რა მნიშვნელოვანია მუნდიალი, ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს და ეს ტურნირი ყოველთვის უნდა დავიცვათ.

- გაქვთ რამე კონკრეტული იდეები ან გეგმები მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით?

- საიდუმლო არავისთვისაა, რომ მე მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეების 40-მდე გაზრდის მომხრე ვარ და მჯერა, რომ ეს გაამართლებს. 40 გუნდი ფიფას წევრების მხოლოდ 19%-ს მოიცავს და შესაბამისად, ეს არც ისე ბევრია. ჩვენ 8 ნაკრებით მეტს მივცემთ მონაწილეობის უფლებას, მაგრამ გაცილებით მეტს მივცემთ ოცნების საბაბს და ისინი შესარჩევ ეტაპს ორმაგი შემართებით ჩაატარებენ.

რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით არის გარკვეული დეტალები, რასაც დისკუსია და გაანალიზება სჭირდება. მაგალითად, რა გავლენას მოახდენს ეს კალენდარზე... ჩემი აზრით, არანაირს და სირთულეებს არ შექმნის. თუმცა ყველა დეტალი მაინც ყურადღებით უნდა გავიაროთ, სანამ შემდეგ ნაბიჯს გადავდგამთ.

- ფიფას სხვა ტურნირებზე რას იტყვით?

- ცხადია, ახალგაზრდული ტურნირები ბიჭებისთვისაც და გოგოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გადავხედოთ ასაკობრივ კატეგორიებს და მოვიფიქროთ, გარკვეული კორექტივების შეტანა ხომ არ შეიძლება და თუ ღირს ეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი ქვეყანა დიდი პროგრესის გარეშე ვერასდროს მოხვდება ფინალურ ეტაპზე და ამაზე ვერც კი იოცნებებს. არადა, იქაურ ბიჭებსა და გოგონებსაც სურთ თამაში. სწორედ აქ უნდა დაეხმაროს მათ ფიფა, იგივე სხვადასხვა ტურნირების ორგანიზება-ჩატარებაში. ტურნირების ორგანიზება ჩვენი საბაზისო საქმიანობაა.

- როგორია თქვენი უახლოესი გრაფიკი მატჩებისა და ტურნირების მხრივ?

- რა თქმა უნდა, ჯერ საკვალიფიკაციო მატჩებით ვიწყებთ. ერთმანეთს შეხვდებიან ნაკრებები, რომლებიც 2018 წელს რუსეთის მუნდიალზე მოხვედრაზე ოცნებობენ და შესარჩევი თამაშები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიმართება. ამას მოჰყვება იორდანიაში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი 17-წლამდელთა შორის და პაპუა ახალ გვინეაში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი 20-წლამდელთა შორის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ქვეყნებში ქალთა ფეხბურთი მსგავსი მასშტაბით შევიდეს და მათ ახალი ჰორიზონტი გადაეშალოთ. მე, რასაკვირველია, იქ ვიქნები და სიამოვნებით დავაკვირდები ამ შეჯიბრებებს. ჩვენ მადლობლები ვართ ამ ქვეყნების იმისთვის, რომ ისინი მოემზადნენ ამ ტურნირებისთვის და გვჯერა მათი. ამ შეჯიბრებებს ამ ქვეყნებსა და მთლიანად რეგიონში დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.

- გარდა შეჯიბრებების ორგანიზებისა, ფიფას საქმე და მისია ფეხბურთის განვითარებაა. რას გვეტყვით ამის თაობაზე?

- ბევრი მოგზაურობა მიწევს ყველა კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყანაში და ბევრი რამ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. მიმაჩნია, რომ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ ძალიან ბევრი რამ. პირველ რიგში, სპეციალური პროგრამები აქტიურად უნდა ავამუშაოთ, რადგან მაგალითად, ბუტანში, მადაგასკარში, შვეიცარიასა და პარაგვაიში ერთი და იგივე მოთხოვნილებები და საჭიროებები არ არის.

ყველას მოთხოვნილება განსხვავებულია და ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რომ ფიფას 209 წევრიდან ყველას იმის მიხედვით ვეხმარებით, რა საჭიროებაც არის ამა თუ იმ ქვეყანაში.

- ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ საჭიროა მეტი მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელის ჩართულობა და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი დახმარება და მათი აზრის გათვალისწინება?

- ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ფეხბურთელებს და ჩავრთოთ ისინი ჩვენს აქტივობებში, არა მხოლოდ სხვადასხვა სახის გადაწყვეტილების მიღებაში, არამედ ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სოციალურ აქტივობებში, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. მით უმეტეს, უკვე გვაქვს გამოცდილება და ვიცით, რომ ყოფილ ფეხბურთელებს უყვართ მსგავს აქტივობებში მონაწილეობის მიღება.

მათ ფეხბურთისგან ბევრი მიიღეს და უყვართ, სიამოვნებთ უკანაც რამის დაბრუნება. შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით, ისინი მაქსიმალურად ჩავრთოთ საქმეში და ასევე გვსურს, რომ შეიქმნას ლეგენდების გუნდი, რომელიც ფიფას მსოფლიოს გარშემო წარმოადგენს.

- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც უნდა შევეხოთ, არის შეკრება, რომელზეც რამდენიმე საინტერესო საკითხი განიხილეს, მათ შორის, ვიდეოგამეორების შემოღების საკითხი...

- დიახ, ტექნოლოგიები ულაპარაკოდ მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც სერიოზულად უნდა გავაანალიზოთ. ახლა 2016 წელია და თვალებს უბრალოდ ვეღარ დავხუჭავთ. გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი, ამას ზოგიერთ ტურნირზე უკვე ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით ვიგებთ, ეს რეალობაა. ასე რომ, სხვა შემთხვევებშიც მსგავსი ტესტები უნდა ჩავატაროთ და განვსაზღვროთ, რა სახითა და დოზით შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება.

რა გავლენას მოახდენს ეს ფეხბურთზე, რომლის ერთ-ერთი თვისებაც არის ის, რომ ის არ ჩერდება, როგორც მაგალითად, სპორტის არაერთი სახეობა, სადაც გაქვს დრო, რომ ვიდეოს უყურო. თუ გვექნება გარანტია, რომ რაიმე სახის სიახლე ფეხბურთს სახეს არ დაუკარგავს და პირიქით, დაგვეხმარება, მსგავსი სიახლე სიხარულით უნდა მივიღოთ. თუმცა ამ ყველაფრის გამოკვლევა-გაანალიზება რაც შეიძლება მალეა საჭირო.

- ანუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ბალანსის პოვნა შესაძლებელია და შეიძლება ტექნოლოგიები ფეხბურთში ისე დაინერგოს, რომ ეს თამაშის ხასიათსა და ტემპზე უარყოფითად არ აისახოს?

- ნამდვილად. ტექნოლოგიაც ვითარდება, სულ უფრო და უფრო უკეთესი და დახვეწილი ხდება. შესაბამისად, თუ ჩვენ მოვახერხებთ, რომ არბიტრებს დავეხმაროთ და თამაშზე ტექნოლოგიების დანერგვა ნეგატიურად არ აისახოს, ეს მხოლოდ მისასალმებელი იქნება.

- თქვენ ასევე ქალთა ფეხბურთის განვითარების გზებზე ისაუბრეთ და ამ მიმართულებითაც აპირებთ მუშაობას...

- ჩვენ გვჭირდება კარგი სტრატეგია ქალთა ფეხბურთის განვითარებისთვის. არა მხოლოდ და კონკრეტულად ფეხბურთის, როგორც თამაშის განვითარებაა საჭირო, არამედ იმ კუთხითაც უნდა ვიმუშაოთ, რომ ასოციაციებში, კონფედერაციებში, თავად ფიფაში მეტი ქალი ლიდერი გამოჩნდეს. სპეციალური რეფორმაა საჭირო და ამ თემაზე მნიშვნელოვანი დისკუსიები გვაქვს.

გლობალური და ერთიანი სტატისტიკის შემუშავება არ იქნებოდა სწორი, რადგან მაგალითად, გერმანიასა და აშშ-ში არსებული სიტუაცია განსხვავდება, ქვეყნების დიდ ნაწილში არსებულის სიტუაციისაგან. შესაბამისად, ინდივიდუალური მიდგომებია საჭირო და ვფიქრობ, ერთად ჩვენ ძალიან კარგი შედეგის მიღწევა შეგვიძლია ყველა ქვეყანაში.

- გულშემატკივრებისა და კრიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ფიფასა და ფეხბურთის ფანებს შორის ძალიან დიდი უფსკრული გაჩნდა. რას ეტყოდით ადამიანებს, ვინც ასე ფიქრობს?

- მინდა მათ ვუთხრა, რომ გვენდონ. პირადად მე მენდონ, რადგან მეც ფეხბურთის ფანი ვარ. მე მათსავით ვარ. ვიცი, რას ნიშნავს ყოველკვირეული მოგზაურობა და მატჩიდან მატჩზე სიარული, საყვარელი გუნდის ქომაგობა... ვიცი, როგორია ფეხბურთის სიყვარული და შენი გუნდის გულშემატკივრობა. ფეხბურთი ფანების გარეშე არაფერია.

ჩვენ გვჭირდება ფეხბურთელები და გვჭირდება ფანები. თითქოს, ეს ორი ელემენტი ბოლო წლებში გაცალკევდა, მაგრამ ახლა ეს უნდა შევცვალოთ და ფანები ისევ ყველაფერში ჩახედულები უნდა იყვნენ, იცოდნენ, რას და რატომ ვაკეთებთ და გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში

გაიგებთ რა ხდება გუნდების გასახდელში - ფიფას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ახალი იდეა აქვს

"იმედი მაქვს, მალე რუსეთს საფეხბურთო სამყაროში დავაბრუნებთ"- FIFA-ს პრეზიდენტი

"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია

"ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ" - დონალდ ტრამპი

"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე

"რუსეთის ნაკრები და ამ ქვეყნის კლუბები საერთაშორისო ტურნირებზე მხოლოდ ამ შემთხვევაში დაბრუნდებიან" - FIFA-ს მმართველის შემდეგ, ამ საკითხზე UEFA-ს პრეზიდენტმაც ისაუბრა

"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს

გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ

კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა

"FIFA უკრაინას არ დაეხმარა, ერთიანობა ვერ ვიგრძენით" - პალკინმა ინფანტინოსთან დაკავშირებით უმაყოფილება ღიად გამოხატა

საჩივარი არ დაკმაყოფილდა - რუსები საერთაშორისო ტურნირებიდან კვლავ მოკვეთილები იქნებიან