"შავლურჯების" ბრაზილიელ გოლკიპერს სჯერა, რომ "მილანი" თანაქალაქელ მეტოქეს უნდა უფრთხოდეს
"ინტერის" გოლკიპერი ჟულიო სეზარი მისი გუნდის "რომასთან" 5:3 გამარჯვებით აღფრთოვანებული არაა, მაგრამ იმით კი აღტაცებულია, თუ როგორ თამაშობს გუნდი ბოლო თვის განმავლობაში.

სერია A-ს მოქმედი ჩემპიონი ლეონარდომ რაფაელ ბენიტესისგან გადაიბარა, გააძლიერა და სკუდეტოს მოპოვების იმედი დაუბრუნა.

"ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი მატჩით. ყველა იმ კლუბს, რომელიც სატურნირო ცხრილში ჩვენს ზემოთ იმყოფება, მესიჯი გავუგზავნეთ. ახლა, შესაძლებლობა გვაქვს მათთან ვითამაშოთ და მიზნად სკუდეტოს მოპოვება დავისახოთ. მიხარია, რომ მატჩში ჩემი წვლილი შევიტანე, განსაკუთრებით პირველ ტაიმში რთული ბურთების მოგერიებით.

ერთ თვეში ყველაფერი შეიცვალა. მნიშვნელოვანია, რომ ცხრილში ჩვენს ზემოთ მყოფ მეტოქეებთან შეხვედრებში უპირატესობა მოვიპოვოთ. "მილანი" უნდა გვიფრთხოდეს. ასევე არ შეიძლება ცხრილის ქვედ ნაწილში მყოფ გუნდებთან ქულების დაკარგვა", - თქვა ჟულიო სეზარმა.

"ინტერი" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდა და შემდეგ ტურში "იუვენტუსს" შეხვდება.

მომზადებულია goal.com-ის მიხედვით

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...