სარაგბო ვებგვერდი Rugger.info საქართველოს ნაკრებს ათი ქულის სხვაობით მოგებას უწინასწარმეტყველებს
11 მარტს, დილით, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სოჭში გაემგზავრა, სადაც ხვალ, თბილისის დროით 16 საათზე, რუსეთის ეროვნულ გუნდს ევროპის ერთა თასის IV ტურის შეხვედრაში დაუპირისპირდება.

"ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]

იქამდე კი უჩვეულოდ აქტიურობს რუსული მედია. სარაგბო ვებგვერდი Rugger.info საქართველოს ნაკრებს ათი ქულის სხვაობით მოგებას უწინასწარმეტყველებს.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"რუმინეთის ნაკრებთან მშრალი ანგარიშით მარცხმა 30:0 საგრძნობი დარტყმა მიაყენა რუსეთის ნაკრების ამბიციებს. საქართველოს ნაკრებთან მატჩში მოსალოდნელია მოვლენების განვითარები ორი ვარიანტი. პირველი, დადასტურდება გამოთქმა, რომ "დაჭრილი მხეცი ორჯერ უფრო საშიშია" და მეორე, სტუმრები საბოლოოდ მიგვიჩენენ ჩვენს ადგილს.

23 წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრებმა პირველად და ჯერჯერობით ბოლო გამარჯვება მოიპოვა 15:9 საქართველოს ეროვნულ გუნდთან. ეს 1993 წლის 25 მაისს მოხდა. საკუთარ მოედანზე ქართველებს მუდამ ბრძოლას ვუმართავდით, მაგრამ მუდმივად ვაგებდით.

ბოლო ორ შეხვედრაში სოჭში, საქართველოს ნაკრებმა ორ-ორი ლელო გაგვიტანა. ჩვენ კი მათ ჩათვლის მოედანში ერთხელაც ვერ შევაღწიეთ.

ბრიტანულმა Daily Telegraph-მა საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება მსოფლიოს ათ ყველაზე მძაფრ მატჩებს შორის დაასახელა. სიმართლე კი ისაა, რომ დროთა განმავლობაში დაძაბულობა იკლებს. გრძნობენ რა დიდ უპირატესობას სხვებთან შედარებით, რუმინეთის გარდა, ქართველები ექსპერიმენტებს მიმართავენ.

მილტონ ჰეიგმა გადაწყვიტა, რომ რუსებთან მატჩში არ სჭირდება მამუკა გორგოძე და ლევან ჩილაჩავა. სხვადასხვა მიზეზით გუნდში არ არიან, მიხეილ ნარიაშვილი, მერაბ შარიქაძე, გიორგი თხილაიშვილი და დავით ქუბრიაშვილი.

ალექსანდრ პერვუხინს კი დააკლდა, პაველ ბუტენკო, სერგეი ტრიშინი, სტანისლავ სელსკი და აზამატ ბიტიევი. "დათვებს" რუმინეთის ნაკრებთან განცდილი ფიასკოს შემდეგ რეაბილიტაცია სჭირდება საკუთარი ქომაგების წინაშე. საამისოდ კი აუცილებელია, თავდაუზოგავი ბრძოლა გაუმართოს საქართველოს ნაკრებს, რომელიც თავისი ექვსი წამყვანი მორაგბის გარეშეც უპირობო ფავორიტია.

ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ნაკრები 10 ქულის სხვაობით მოიგებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
საქართველო-რუმინეთი 38:9 [თამაში დასრულდა]
საქართველო-რუმინეთი 38:9 - ევროპას კიდევ ერთხელ დავანახეთ! [VIDEO]
მილტონ ჰეიგი მსოფლიოს თასის შემდეგ წავა?! - "დადგება დრო, ვეძებო ახალი გამოწვევები"
საქართველო-რუმინეთი 38:9 - ჩამოდით, გვეთამაშეთ [VIDEO+PHOTO]
"ბორჯღალოსნები": ექვსი ერისთვის მზად ვართ და ვისაც ეჭვი ეპარება, ჩამოვიდეს!
"ბორჯღალოსნები": ეს შანსია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც შეგვიძლია!
ქართველი ალპინისტების მხარდაჭერა "ბორჯღალოსნებს" მყინვარწვერიდან [VIDEO]
საქართველო VS რუმინეთი - იმისთვის, რომ მსოფლიომ დაინახოს!