ასე და კიდევ უფრო მწარედ შეაფასა ბრიტანულმა პრესამ ის, რაც კვირას „სტემფორდ ბრიჯზე“ გამართულ შეხვედრაში ნახა

ფერნანდო ტორესმა ყოფილ გუნდთან თავი ვერაფრით გამოიჩინა. ასე და კიდევ უფრო მწარედ შეაფასა ბრიტანულმა პრესამ ის, რაც კვირას „სტემფორდ ბრიჯზე“ ნახა - „ჩელსის“ შემადგენლობაში ესპანელი ვარსკვლავის, ფერნანდო ტორესის დებიუტი საშინლად უღიმღამო გამოდგა. რა შეხსენება უნდა, მაგრამ მაინც გავიმეორებთ, რომ „ელ ნინიოს“ ლონდონური დებიუტი იმით გახლდათ ყურადსაღები, რომ ის ერთი კვირის წინ სწორედ „ლივერპულის“ თავდამსხმელი იყო.

ტორესი მერსისაიდიდან ლონდონში იმდენად სწრაფად და მოულოდნელად გადავიდა, რომ ტრანსფერი გაქცევას უფრო დაემსგავსა და, შესაბამისად, კვირას „ლივერპულის“ გამარჯვებას შურისძიების ელფერი დაჰკრავდა. 50 მილიონ ფუნტად ნაყიდი ფორვარდი თითქოს უნიათოდ დარბოდა მოედანზე და, თან, ეტყობოდა, რომ ახალი თანაგუნდელების არ ესმოდა. „ლურჯების“ მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ 65-ე წუთზე ის შეცვალა.

მატჩის შემდეგ „ლივერპულის“ გოლის ავტორმა, პორტუგალიელმა რაულ მეირელეშმა თქვა: „დღეს „ჩელსის“ თავდამსხმელთაგან ვერც ერთმა ვერ გამოიჩინა თავი. ჩვენი მეკარე ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეაწუხა. „ლივერპულის“ დაცვამ დიდებულად ითამაშა. მასპინძლებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს კარში.“

ვფიქრობთ, მეირელეში ცამდე მართალია. ტორესი მისი ტრანსფერის გამო იწვევდა განსაკუთრებულ ყურადღებას, თორემ ამ შეხვედრაში არც დიდიე დროგბას გამოუჩენია თავი და არც მოედანზე მოგვიანებით შესულ სალომონ კალუს თუ ფლორან მალუდას. სხვა საქმეა, რომ მას-მედიისთვის მაინცდამაინც ტორესზე ლაპარაკი გახლდათ „გემრიელი ლუკმა“, რის გამოც ბევრმა ინგლისურმა გამოცემამ და ინტერნეტ-საიტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „ლივერპულს“ ამ შეხვედრაში სამი ნომინალური მცველი ჰყავდა - აქაოდა, ამხელა ვარსკვლავმა სამკაციან დაცვას ვეღარ აჯობაო. არადა, რეალურად „წითლები“ გაცილებით მეტი ფეხბურთელით იცავდნენ თავს და საკუთრივ „ელ ნინიოს“ გვერდითაც ყოფილ თანაგუნდელთა მთელი ჯგუფი იყრიდა ხოლმე თავს.

ჟურნალისტები მერსისაიდელთა თავკაცს, კენი დალგლიშსაც ჩააცივდნენ გინდა თუ არა ტორესის თამაში შეგვიფასეო, რაზეც შოტლანდიელმა ასე უპასუხა: „მე სხვისი ფეხბურთელების შეფასება ჩვევად არ მაქვს.“

„კოპის მეფე კენიმ“ უარყო, რომ ტორესის ფაქტორმა მის ბიჭებს დამატებითი სტიმული შესძინა:

„ჩვენი ერთადერთი მიზანი სამი ქულის მოპოვება გახლდათ. რა ჩვენი საქმეა როგორ ცხოვრობენ სხვა ადამიანები, რა არჩევანს აკეთებენ და სად მიდიან. ვიმეორებ, მე სამი ქულა მჭირდებოდა და მეტოქის გუნდში კარლო ანჩელოტის პირადად რომ ეთამაშა მაინც მოგებისთვის ვიბრძოლებდი.“

ასე და ამგვარად, ეს გახლდათ „ლივერპულის“ ზედიზედ მეოთხე გამარჯვება. თან ამ ოთხ შეხვედრაში მერსისაიდელებს გოლი არ გაუშვიათ. ახლა ისინი მეექვსე ადგილზე არიან და მეოთხეზე დარჩენილ „ჩელსის“ 6 ქულით ჩამორჩებიან.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან სალაპარაკოდ გამოჯანმრთელებული ჯეიმი კარაგერიც მივიდა. კარაგერი „სტემფორდ ბრიჯზე“ მკურნალობის შემდეგ პირველად დაუბრუნდა მოედანს და შესანიშნავადაც ითამაშა. ვეტერანსაც ტორესის შესახებ ჰკითხეს. მან უპასუხა:

„კარგი ფეხბურთელები მოდიან და მიდიან. კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრი ყოფილი ლივერპულელის წინააღმდეგ მითამაშია. ჩამოთვლა შეგვიძლია რობი ფაულერიდან დავიწყოთ, მაგრამ ძალიან შორს წავალთ. ტორესი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, მაგრამ ის ჩვენთან აღარ არის, ასე რომ ჩვენ ჩვენს საქმეს მივხედეთ და სულ ეს არის.“

შემდეგ კარაგერმა დალგლიშზე ილაპარაკა და „ლივერპულის“ ახალ პატრონებს მასთან გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმება ურჩია:

„ჩემთვის და სტივენ ჯერარდისთვის ის გმირია. ხომ ხედავთ მის ხელში როგორ შედეგებს ვაღწევთ. ძალიან გამიხარდება თუ გავიგებ, რომ მასთან ხანგრძლივმოქმედი ხელშეკრულება გააფორმეს.“

შეგახსენებთ, რომ დალგლიშს „ენფილდ როუდზე“, ჯერჯერობით, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე აქვს ხელშეკრულება.

„ჩელსისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრას არ ესწრებოდა ინგლისის ჩემპიონთა რუსი მეპატრონე რომან აბრამოვიჩი, მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კი სცადა მომხდარისგან ტრაგედია არ შეექმნა:

„პრობლემა ის კი არ იყო, რომ ჩვეული ტაქტიკა და შემადგენლობა შევცვალე და ტორესი ვათამაშე, არამედ ის, რომ „ლივერპულმა“ საუცხოოდ დაიცვა თავი. ფერნანდო თავისებურად მოძრაობდა და დიდი სამუშაო გასწია. მოდი, მას ახალ გუნდთან შესაგუებლად დრო მივცეთ, თავიდანვე ბევრს ნუ მოვთხოვთ. რატომ გამოვცვალე? იმიტომ, რომ გასული კვირა მისთვის ძალიან რთული და დატვირთული იყო.“

იქნებ, სწორედ იმიტომ, რომ ტორესს ახალ გუნდთან შეგუებისთვის დრო სჭირდება „ლივერპულთან“ მისი სასტარტო შემადგენლობაში გამოყვანა სულაც არ იყო უპრიანი? მაგრამ, მეორე მხრივ, რა გინდა ქნა, როდესაც ამ შეხვედრას მთელი დედამიწა სწორედ ტორესის ლურჯ ფორმაში ნახვის გამო ელის. ძნელია მსოფლიოს არა უთხრა.

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა