ინგლისის ნაკრები შინ, "თვიქნემზე" მეორეადგილოსან უელსს დაუპირისპირდება
ამ სათაურით გამოქვეყნდა შაბათ-კვირის სანაკრებო ბატალიების წინათქმა "მსოფლიოს რაგბის" ოფიციალურ ვებგვერდზე. ინგლისისა და საქართველოს ნაკრებები, შესაბამისად, ექვსი ერისა და ერთა თასის გათამაშებებში ლიდერობენ და კარგი შანსი აქვთ, პირველობა გაიფორმონ. ორივე ქვეყნის დროშაზე კი, მოგეხსენებათ, წმინდა გიორგის ჯვარია გამოსახული.

ინგლისის ნაკრები შინ, "თვიქნემზე" მეორეადგილოსან უელსს დაუპირისპირდება, რომელიც "პომების" მსგავსად, ჯერაც დაუმარცხებელია. ინგლისელთა ავსტრალიელმა თავკაცმა ედი ჯონსმა საბრძოლო რაზმი დაასახელა, რომელშიც ცვლილებები არ არის.

სათადარიგოთა შორის გამოჩნდა შუამარბი მანუ ტუილაგი, რომელმაც დიდი ხანი არ არის, რაც ვარჯიში განაახლა.

"მანუ ტუილაგის განაცხადში შეყვანა მისი პოტენციალითაა განპირობებული და არა იმით, რა დონის თამაში აჩვენა გასულ უქმეებზე ინგლისის ჩემპიონატში. ის ამ ერთი კვირის განმავლობაში ბეჯითად გაისარჯა და კმაყოფილი ვარ.

ძალიან ცუდია, რომ ჯიმი ჯორჯი ტრავმის გამო ვერ გვეხმარება. ვუსურვებ მას მალე გამოჯანმრთელებას.

ჩვენ 23 საუკეთესო ინგლისელი მორაგბე შევარჩიეთ, რათა შაბათს უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩი მოვიგოთ. ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ და გუნდი წარმატების მიღწევისთვის მზად არის".

როგორც უკვე ვთქვით, გამარჯვების შემთხვევაში ინგლისის ნაკრები ექვსი ერის მოსაგებად ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

ამის გარდა, უელსთან მატჩს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. შარშან, ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე "პომები" ჯგუფში სწორედ უელსის ნაკრებმა ჩატოვა. ამრიგად, ინგლისელებს რევანშის აღება მართებთ.

ინგლისი

15. მაიკ ბრაუნი, 14. ჯეკ ნოუელი, 13. ჯონათან ჯოზეფი, 12. ოუენ ფარელი, 11. ენტონი ვოტსონი, 10. ჯორჯ ფორდი, 9. ბენ იანგზი. 1. ჯო მარლერი, 2. დილან ჰართლი, 3. დენ კოლი, 4. მარო იტოჯე, 5. ჯორჯ კრაუსი, 6. კრის რობშო, 7. ჯეიმს ჰესკელი, 8. ბილი ვუნიპოლა

16. ლუკ ქოუენ-დიკი, 17. მაკო ვუნიპოლა, 18. კირან ბრუკსი, 19. ჯო ლანჩბერი, 20. ჯეკ კლიფორდი, 21. დენი კერი, 22. მანუ ტუილაგი, 23. ელიოტ დეილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
ინგლისის ნაკრების თავკაცი: საქართველოში ბიჭები წვერ-ულვაშით იბადებიან
"ედი ჯონსი? - მაისაშვილზე სხვადასხვა ქვეყნებიდან მივიღეთ წინადადებები" - იოსებ ტყემალაძე
ედი ჯონსი თბილისში ჩამოვა
მანუ ტუილაგიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს "რქები" დაადგა [VIDEO]
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"საქართველოს შემდეგ ირლანდიასთან თამაში იგივეა..." - ინგლისელთა მწვრთნელმა ჩოგბურთელთა მაგალითი მოიყვანა
ედი ჯონსი ამერიკელებს უარს ეტყვის და საქართველოს ნაკრებს ჩაუდგება სათავეში?