ორი საგოლე პასი და ორჯერ მეტი გატანილი ბურთი, ოთხ მატჩში - ჯერჯერობით ასეთია "ზესტაფონის" თავდამსხმელ ჯაბა დვალის მონაგარი ევროპის ლიგის ახალ სეზონში...

ორი საგოლე პასი და ორჯერ მეტი გატანილი ბურთი, ოთხ მატჩში - ჯერჯერობით ასეთია "ზესტაფონის" თავდამსხმელ ჯაბა დვალის მონაგარი ევროპის ლიგის ახალ სეზონში. იმერელთა ფორვარდმა "ფაეტანოსა" და "დუკლას" შინ ორ-ორი გოლი გაუტანა. ბანსკა ბისტრიცასთან ჯაბამ სულაც ბენეფისი მოიწყო. სამი უპასუხო გოლიდან ორი თავად გაიტანა, ერთი კი ირაკლი ძარიას გაატანინა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯაბამ ევროტურნირებზე შარშანაც 4 გოლი მიითვალა. თუმცა მას ამჯერად ჩინებული შანსი აქვს ეს მაჩვენებელი გაზარდოს. "დუკლასთან" შინ მოგებული მატჩის შემდეგ ზესტაფონელები მომდევნო ეტაპზე გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებენ და ევროტურნირების მიმდინარე სეზონში მინიმუმ ორი მატჩი კიდევ წინ ექნებათ.

საინტერესოა, რას ფიქრობს ზესტაფონელთა ფორვარდი განვლილ და მომდევნო მატჩებზე. რა აზრისაა ახლანდელ და პოტენციურ მეტოქეზე, რაში მდგომარეობს მისი შედეგიანობის საიდუმლო...

- ჯაბა, საუბარი "დუკლასთან" შეხვედრით დავიწყოთ. დღეს როგორ იხსენებთ იმ მატჩს?

- მართალია, დიდი ანგარიშით, 3:0 მოვიგეთ, მაგრამ მძიმე მატჩი გვქონდა. პირველი გოლის ფაქტორი მნიშვნელოვანია და სწრაფ გოლზე ვიყავით ორიენტირებული. მართალია, პირველი სახიფათო მომენტი სლოვაკებმა შექმნეს, ანგარიშის გახსნა ჩემს გოლამდეც არაერთხელ შეგვეძლო. მეც მქონდა საგოლე მომენტი. პირველი ბურთი უფრო ადრე რომ გაგვეტანა, გაცილებით დიდი სხვაობით შეიძლებოდა თამაშის მოგება. მიუხედავად ამისა, 3:0 კარგი ფორაა საპასუხო მატჩის წინ.

- ბევრი მიიჩნევს, რომ "ზესტაფონი" უკვე გასულია მომდევნო ეტაპზე და ბანსკა ბისტრიცაში გასამართი შეხვედრა მხოლოდ ფორმალური ხასიათისა იქნება...

- ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. "დუკლა" იმ დონის გუნდი არ არის, მოდუნებული მეტოქის დასჯა რომ ვერ შეძლოს. წინ რთული მატჩი გველოდება, მეტოქეს არაფერი უნდა დავუთმოთ, რომ საბოლოო სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

- სლოვაკებთან გატანილი გოლებიც გავიხსენოთ...

- შოთა ბაბუნაშვილმა ფლანგიდან ჩააწოდა, ნიკა გელაშვილმა ბურთს მიმართულება შეუცვალა, ყველას დავასწარი და თავურით შევაგდე. მეორე ტაიმის დასაწყისშივე სწრაფი გოლი გავიტანეთ, ირაკლი ძარია ჩემი გადაცემით გავიდა მეტოქის მეკარესთან პირისპირ და გარჯა გოლით დამიფასა. ბოლოს კი შოთა გრიგალაშვილის საჯარიმო დარტყმისას, სლოვაკებს საჯარიმოდან ბურთის გამოტანა გაუჭირდათ, დასწრებაზე ვითამაშე და დუბლი შევასრულე.

- 4 გოლი და ორი საგოლე პასი 4 მატჩში - ესაა ევროტურნირების მიმდინარე სეზონში თქვენი მონაგარი, რომლის გაზრდაც შეგიძლიათ. ჩინებული მაჩვენებელია. მაინც რაშია თქვენი წარმატების საიდუმლო?

- ყოველივე მხოლოდ ჩემი კი არა, მთლიანად გუნდის დამსახურებაა.

- თანაგუნდელები გასაგებია. კიდევ რა ფაქტორმა განაპირობა ეს მაჩვენებელი?

- სხვა რა გითხრათ... ალბათ უპირველესად მონდომებამ... გუნდთან ერთად გავიარე მოსამზადებელი შეკრება და კარგ ფორმაში ვარ. გოლის ალღო არ მღალატობს... რა თქმა უნდა, იღბალიცაა, თორემ მესი ძალზე მონდომებული იყო სამხრეთ აფრიკაში, არაერთი კარგი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი გოლიც ვერ გაიტანა... ისე არავინ გამიგოს მესის ვედრებოდე, უბრალოდ უცებ მესი გამახსენდა და ამიტომაც ასეთი შედარება მოვიყვანე.

- მაინც რა დონის გუნდია "დუკლა", ისეთი როგორსაც ელოდით თუ უკეთესი, ან უარესი?

- არა, უარესი ნამდვილად არ არის. ალბათ, რასაც ველოდით, სწორედ იმ დონის გუნდია. თავად განსაჯეთ, სლოვაკეთმა წლევანდელ მუნდიალზე წარმატებით იასპარეზა. ეს კი ცოტას ნამდვილად არ ნიშნავს, სლოვაკური ფეხბურთი პროგრესს განიცდის. "დუკლამ" კი წინა სეზონში მესამე ადგილი დაიკავა.

- რა სტილში თამაშობს სლოვაკების გუნდი?

- ფეხბურთელები ფიზიკური კონდიციებითა და გამძლეობით გამოირჩევიან, სწორ ფეხბურთს თამაშობენ, მარტივად და გააზრებულად. მოედანზე ზედმეტად თითქმის არ მოძრაობენ. "დუკლას" ორივე ფრთა საკმაოდ აქტიურია. ამასთან, სლოვაკები თავით კარგად თამაშობენ. აშკარად ეტყობოდათ, რომ "სტანდარტულები" ჰქონდათ დამუშავებული.

- მათი რომელი სათამაშო რგოლი გამოირჩევა?

- ალბათ, მაინც ნახევარდაცვას გამოვარჩევდი. შემტევი ფეხბურთელები კარგი ჰყავთ.

- საპასუხო შეხვედრაში სასურველი შედეგი ახსენეთ. სტუმრად რა ანგრიშისთვის იბრძოლებთ?

- იქაც მოსაგებად უნდა გავიდეთ მოედანზე.

- როგორ ფიქრობთ, 3 მშრალი ბურთით მოგების შემდეგ, "ზესტაფონის" შანსი რამდენ პროცენტამდე გაიზარდა?

- ალბათ 70, მაქსიმუმ 80 პროცენტი, მაგრამ ამან არ უნდა მოგვატყუოს. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ... ქომაგებისგან მხარდაჭერა არასდროს გვაკლდა და ჩვენი გამარჯვებები მათი დიდი დამსახურებაა. მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი კვლავ გავახაროთ.

- ახლახან "ზესტაფონს" ნახევარმცველი კახა ალადაშვილი დაემატა. მას როგორ დაახასიათებდით?

- კახა კარგი ფეხბურთელია, სანამ ლეგიონერი გახდებოდა, ეროვნულ ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ეროვნულ ნაკრებში რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული. გარდა ამისა, სამშობლოში დაბრუნებამდე რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატებში თამაშობდა. ეს კი მცირედი გამოცდილება ნამდვილად არ არის. ერთი სიტყვით, ალადაშვილი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალაა და ვფიქრობ, "ზესტაფონს" დიდ სარგებლობას მოუტანს.

- ალადაშვილს უკვე ჰქონდა თქვენს გუნდში დებიუტი...

- ათ წუთზე ცოტა მეტხანს ითამაშა მარჯვენა ფრთაზე გარემარბად და თავისი ფლანგიდან მოსვენბას არ აძლევდა სლოვაკებს. სხვათა შორის, კარგად ჩაერთო თამაშში და ბოლო გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ "დუკლას" მეკარემ რთული ბურთი აუღო...

კახას ჩვენს გუნდთან ერთად არ გაუვლია მოსამზადებელი შეკრება. გუნდთან შეთამაშდება და მჯერა მალე "ზესტაფონის" საკვანძო ფიგურად იქცევა.

- წესით, მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა გახვიდეთ. ასეთ შემთხვევაში ლვოვის "კარპატისთან" მოგიწევთ დაპირისპირება. თუ გითამაშიათ ამ გუნდის წინააღმდეგ და მეტოქეზე რა წარმოდგენა გაქვთ?

- კიშინიოვის "დაჩიაში" ყოფნისას მაქვს ნათამაშები "კარპატის" წინააღმდეგ. რაც "ზესტაფონში" ვარ ლვოველებთან დაპირისპირება არ გვქონია. ჩემი წარმოდგენით, ეს გუნდი ყოველთვის გამოირჩევა საკუთარი ხელწერით..

- "კარპატი" იმ დონის გუნდი არ უნდა იყოს, რომ "ზესტაფონის" შესაძლებლობებს აღემატებოდეს...

- გადაულახავი ბარიერი ნამდვილად არ არის. წილისყრაში ალბათ გაგვიმართლა კიდეც. შესაძლებელი იყო "იუვენტუსი" ყოფილიყო ჩვენი მეტოქე. "კარპატი" "იუვენტუსი" არ არის და უშანსოდ ნამდვილად არ ვრჩებით. ორივეს გვექნება ჩვენ ჩვენი შანსი და გააჩნია, რამდენად გამოვიყენებთ.

dnsk
ადფსაფაფ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"