ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის 19 წლის ნახევარმცველი უილიამ მორე მძარცველებმა დაცხრილეს
ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის სან პაულუს "კორინთიანსის" 19 წლის ნახევარმცველი უილიამ მორე მძარცველებმა დაცხრილეს. პოლიციის თქმით, მას თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ბრაზილიის ქალაქ ბელუ-ორიზონტიში გამართული წვეულებიდან ბრუნდებოდა. მორემ გაქცევა სცადა, მაგრამ ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა ზურგში ესროლა.

"კორინთიანსის" მოთამაშე მორე ბელუ-ორიზონტიში იმიტომ გადავიდა, რათა იჯარის წესით კლუბ "ამერიკაში" ეასპარეზა. მისი მკვლელობის საქმეზე პოლიციელებმა სამი ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს.

ეს პირველი ინციდენტი არაა, რომელიც "კორინთიანსის" ფეხბურთელებს შეემთხვათ. ბრაზილიის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივრებმა ადრეც რამდენიმე ხულიგნური აქცია მოაწყვეს. ერთ-ერთი მათგანის დროს ისინი თავიანთი გუნდის საწვრთნელ ბაზაზე შეიჭრნენ, მოთამაშეების რამდენიმე მანქანას შუშები ჩაუმტვრიეს და კედლები კლუბისა და მისი კაპიტნის, რონალდოს მისამართით შეუარაცხმყოფელი წარწერებით ააჭრელეს. სხვა ფანატებმა თავიანთი გუნდის ავტობუსს ქვები დაუშინეს.

ორივე აქცია მათ მას შემდეგ მოაწყვეს, რაც "კორინთიანსი" ლიბერტადორესის თასის გათამაშებიდან გამოვარდა. ტურნირის საწყის ეტაპზე გუნდი გასვლით მატჩში კოლუმბიურ "დეპორტეს ტოლიმასთან" 0:2 დამარცხდა.

ბრაზილიური კლუბის კაპიტანმა , 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა რონალდომ, ძალადობრივი აქციების გამო აღშფოთება გამოხატა. "ამ მოვლენების შემდეგ კარიერის დასრულებაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ გადავწყვიტე კრიტიკოსებისა და ვანდალებისთვის ეს სიამოვნება არ მიმენიჭებინა", - თქვა რონალდომ.

მომზადებულია ИТАР-ТАСС-ის მიხედვით

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"