თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დამთავრდა მსოფლიოს და ევროპის ხელბურთის ფედერაციების ქალთა თასის გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობდა
13 მარტს, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში დამთავრდა მსოფლიოს და ევროპის ხელბურთის ფედერაციების (IHF/EHF) ქალთა თასის გათამაშება, რომელშიც რვა გუნდი მონაწილეობდა. აღნიშნულ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედლები ერგო.

16 მარტს ჩვენი ნაკრები 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიემგზავრება. მანამდე კი Sportall.ge ჩვენი გუნდის მეკარეს, ანი ვარდიშვილს ესაუბრა.

"გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტურნირმა კიდევ უფრო მეტი გამოცდილება შეგვმატა, შეგვიძლია ის დადებითად შევაჯამოთ. მან გაგვამთლიანა და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა ანგარიშით ვაგებთ, ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ასე იყო ფინალამდე და ასე იყო ფინალშიც, სადაც ღირსეულად წავაგეთ. მთლიანობაში კი, ძალიან გახარებულები ვართ.

ზოგადად, ხელბურთი საქართველოში განვითარებული არაა. 2015 წლის ზაფხულში თბილისში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ძალიან ძლიერი გუნდები იყვნენ ჩამოსულნი, მაგრამ მაშინაც კი იმხელა შედეგი ვაჩვენეთ, რომელიც თითქმის გამარჯვების ტოლი იყო. მას შემდეგ არაერთი შეკრება გვქონდა ისრაელში, აქაც ბევრს ვვარჯიშობდით და პროგრესი აშკარაა.

სავარჯიშო პირობებს რაც შეეხება, ნორმალური პირობები გვაქვს, მაგრამ მთლად ისეთიც არა, როგორც სხვა წარმატებულ გუნდებს. რაც უფრო კარგ შედეგს მივაღწევთ, იმედი მაქვს, მით უფრო მეტად გაგვიუმჯობესებენ პირობებს.

ცალკე გულშემატკივარზეც უნდა ითქვას. მათი გვერდით ყოფნა ჩვენთვის ყველაზე დიდი სტიმულია. ძალიან გვიყვარს ყველა და დიდი მადლობა მათ", - გვითხრა ვარდიშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი მონტენეგროში გაიმართება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები 18 მარტს მონტენეგროს, 19-ში კი უკრაინის ნაკრები იქნებიან.

გელა
რომელი გუნდები მონაწილეობდნენ, რა შედეგები დაფიქსირდა–ძნელია ამის გამოქვეყნება? რა ინფორმაციული დატვირთვა აქვს ამ სტატიას ვინმემ გაიგო?
გუჯა კახაძე
გილოცავთ! სადაც ვარდი გაერევა იქ წარმატება გარანტირებულია ახლა ქართულ ფეხბურთსაც სჭირდება ერთი ვარდი!!!!
ფრანიო
ვულოცავ გოგონებს და შემდეგში უკვე ოქროებს ვუსურვებ. რა იქნება, რომ მიაქციოს სახელმწიფომ ყურადღება ამ ახალგაზრდებს. ქალთა გუნდური სპორტი თითქმის განუვოთარებელია ჩვენში და არ შეიძლეა ასე...ამათ რომ ხელისშეწყობა ექნებათ, შედეგებს მოუმატებენ, მერე სხვაბიც დაინტერესდებიან..
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ვეტერანი ხელბურთელი და მწვრთნელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა
ლეგიონერები/გამარჯვებები ევროპის თასზე, ხორვატიაში, სერბეთსა და რუმინეთში
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე