ახალგაზრდა საჩხერელმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ წლეულს ვალენსიაში ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე ორჭიდში 345 კგ (158+187) მოაგროვა და ოქროს მედალიც დაიმსახურა...

ახალგაზრდა საჩხერელმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ წლეულს ვალენსიაში ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე ორჭიდში 345 კგ (158+187) მოაგროვა და ოქროს მედალიც დაიმსახურა. 16 წლის სპორტსმენმა გუშინ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატშიც მოსინჯა ძალები და მეორე ადგილი დაიკავა. ორჭიდში მან 348 კილოგრამი (160+188) დაძლია, რითაც თანატოლებში საქართველოს რეკორდი დაამყარა. კობა ტალახაძის ვაჟი წლეულს აგვისტოში სინგაპურში მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველ ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ იგი იქაც მედლის რეალური კანდიდატი იქნება.

ეროვნული ჩემპიონატი კი, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიის დარბაზში სამ დღეს მიმდინარეობდა. განსაკუთრებით ახალგაზრდებმა იყოჩაღეს. 56 კილოში წლევანდელი ევროპის პირველობის მესამე პრიზიორმა შოთა მიშველაძემ ამჯერად 62 კილოში იასპარეზა და პირველობაც არავის დაუთმო. მსგავს წარმატებას მიაღწია ჭაბუკებში 2009 წლის ევროპის ჩემპიონმა გიორგი ლომთაძემ, რომელმაც ერთი წონით მაღლა აინაცვლა და კონტინენტის პირველობაზე ნაჩვენები შედეგიც 14 კილოგრამით გააუმჯობესა.

კარგად დაიწყო შეჯიბრება იკა ცანავამ (94 კგ), რომელმაც 155 კილო აიტაცა, მაგრამ მერე მოთელვისას ტრავმა მიიღო და ასპარეზობა ვეღარ განაგრძო. 105 კილოში კარგად გამოვიდა დავით გოგია, რომელსაც ვერცხლი ხვდა. იგი წლეულს ოცწლამდელთა ევროპის პირველობაზე გაემგზავრება და იქაც ფავორიტად მიაჩნიათ.

`ეროვნულმა ჩემპიონატმა დაგვარწმუნა, რომ ძალოსნობაში ბევრი ტალანტი გვეზრდება და სათანადო ხელშეწყობის შემთხვევაში, სასურველ მიზანსაც მივაღწევთ. რაც შეეხება ამ შეჯიბრებას, იგი მართლაც შესაშურ ორგანიზაციულ დონეზე ჩატარდა, რაშიც უდიდესი წვლილი საქართველოს ძიუდოს ფედერაციას და პარლამენტარ გიორგი ასანიძეს მიუძღვით~, _ გვითხრა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ.

აქვე ჩემპიონატის გამარჯვებულებისა და პრიზიორების შედეგებსაც გაგაცნობთ:

56 კგ. 1. ზვიად ფუტკარაძე (აჭარა, 190=80+110 კგ), 2. რამინ შამილაშვილი (აჭარა, 186=80+106), 3. სეფერ კესეჯი (ქუთაისი, 165=75+90).

62 კგ. 1. შოთა მიშველაძე (ქუთაისი, 230=103+127), 2. გიორგი ქუსიკაშვილი (რუსთავი, 209=95+114), 3. ზაზა ფუტკარაძე (აჭარა, 208=93+115).

69 კგ. 1. გიორგი ლომთაძე (ქუთაისი, 275=125+150), 2. ლაშა კოპალიანი (თბილისი, 267=119+148), 3. ვაჟა ქავთარაძე (აჭარა, 261=118+143).

77 კგ. 1. ჯაბა ჩიბურდანიძე (აჭარა,284=127+157), 2. ლევან ხუზაურაშვილი (თბილისი, 281=125+156), 3. გელა ირომაშვილი (თბილისი, 254=113+141).

85 კგ. 1. რაულ ცირეკიძე (ქუთაისი, 345=155+190), 2. ზაურ დევაძე (თბილისი, 305=135+1790), 3. გოდერძი ზოიძე (აჭარა, 261=115+146).

94 კგ. 1. ვაჟა ღონღაძე (ქუთაისი, 352=165+187), 2. ალუდა მანაგაძე (ქუთაისი, 320=145+175), 3. ბექა ბახტურიძე (მარნეული, 343=165+170).

105 კგ. 1. გია მაჭავარიანი (აჭარა, 382=170+212), 2. დავით გოგია (ზუგდიდი, 370=168+205), 3. თემურ გოგია (ზუგდიდი, 365=170+195).

+105 კგ. 1. ირაკლი თურმანიძე (აჭარა, 400=185+215), 2. ლაშა ტალახაძე (საჩხერე, 348=160+188), 3. ზვიად ქაჯაია (წყალტუბო, 327=150+177).

ჰმ
დადე სურათები შეგაფასებთ
burger
რა ძეტკაა
შავტუხა2
მე ვჯობივარ
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა