"ინციდენტამდე ერთი თვით ადრე მითხრა, რომ ოცნებობს გაქრეს მედიის ფურცლებიდან"
"ინციდენტამდე ერთი თვით ადრე მითხრა, რომ ოცნებობს გაქრეს მედიის ფურცლებიდან.

ვფიქრობ, ეს მისი საიდუმლო ოცნება იყო - გარკვეული ხანი ყოველგვარი ყურადღების მიღმა დარჩენილიყო. ამიტომაც, ვასრულებ მის სურვილს და ვზრუნავ იმისთვის, რომ არც ერთმა ინფორმაციამ არ გაჟონოს, - განაცხადა რამდენიმე დღის წინ მიხაელ შუმახერის მენეჯერმა საბინა კემმა.

- ყოველი ნათქვამი სიტყვა ახალ ჭორებს წარმოქმნის, ყოველი ახალი ინფორმაცია ნაბიჯი იქნება სიტუაციის დაძაბვისთვის. ეს სიმშვიდეს დაარღვევს. ამ მომენტისთვის, მე ალტერნატივას ვერ ვხედავ".

2013 წლის 29 დეკემბერს, ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი საფრანგეთში თხილამურებით სრიალებდა, წაიქცა და ქვას თავი დაარტყა. ექიმებმა პილოტი ხელოვნურ კომაში შეიყვანეს. მიხაელი იქიდან 2014 წლის ივნისში გამოვიდა.

ინტერნეტში დღემდე არ გავრცელებულა შუმახერის არც ერთი ფოტო ტრაგედიის შემდეგ, ხოლო მის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია მხოლოდ მისი ნათესავებისგან, მენეჯერისგან და ექს-კოლეგებისგან ვრცელდება. მიხაელის ოჯახი უფლებას აძლევს ფორმულა 1-ის სამყაროს წევრებს - მოინახულონ პარალიზებული პილოტი, მაგრამ უკრძალავენ ჟურნალისტებს მოუყვნენ ნანახი.

მაგალითად, "ფერარის" ყოფილმა პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ ფლობს გარკვეულ ინფორმაციას, მაგრამ ნაკლებად დამაიმედებელს, ხოლო ცნობილმა მენეჯერმა და კონსტრუქტორმა როს ბრაუნმა აღიარა, რომ მიხაელის მეუღლესთან კორინასთან ხშირად აქვს ტელეფონით კონტაქტი, მაგრამ საუბრის თემა საიდუმლოდ რჩება.

ბერნი ექლსტოუნს კი საერთოდ არ სურს მიხაელის ასეთ მდგომარეობაში ხილვა.

"ყველაზე მეტად მიხაელ შუმახერის მონახულება არ მინდა. მომწონს ადამიანების გახსენება ისეთად, როგორსაც ადრე ვხედავდი - ცოცხლებისა და ჯანმრთელების. სწორედ ამიტომაც, თითქმის არ დავდივარ დაკრძალვებზე", - განაცხადა ფორმულა 1-ის მთავარმა პრომოუტერმა.

ბევრს არაფერს ამბობს შუმახერის მენეჯერი საბინა კემი. "მოხარულები ვართ გამოვაცხადოთ მიხაელის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, მაგრამ პროგრესზე ლაპარაკისას უნდა გვახსოვდეს ტრავმის სერიოზულობა", - ამ ფრაზიდან ბევრს ვერაფერს შეიტყობ.

დღეს ცნობილია, რომ შუმახერი:

1. 45 კილოგრამამდე გახდა (2015 წლის სექტემბრის ინფორმაცია);

2. არ დადის;

3. თითქმის არ მოძრაობს (მაგრამ სრული პარალიჩი აღარ არის);

4. არ ლაპარაკობს (ატროფირებულია სახის კუნთები);

5. სავარაუდოდ, ცნობს ნათესავებს;

6. ვერ აცნობიერებს, რა ხდება მის გარშემო;

7. კარგი ამინდის დროს, ინვალიდის სავარძლით საკუთარი სახლის ეზოში, ჟენევის ტბის პირას სეირნობს.

დღეს ჟურნალისტების ამოცანაა - გადაიღოს გამხდარი შუმახერი სეირნობისას. ამისთვის, რეპორტიორები მის სახლის თავზე დრონებსაც კი უშვებენ, მაგრამ უშედეგოდ.

მკურნალობა, გაყიდვები, ქველმოქმედება

მიხაელს 15 ექიმი მკურნალობს. "ჩვეულებრივ, ასეთი ტრავმების შემდეგ აღდგენისთვის ერთი-სამი წელია საჭირო, ასე რომ, მოთმინება გვმართებს", - თქვა მთავარმა ექიმმა ჟან-ფრანსუა პაიენმა 2014 წლის შემოდგომაზე. წელი უკვე გავიდა, დარჩა ორი.

შუმახერის მკურნალობა, სხვადასხვა მონაცემით, თვეში 500-დან 760 ათას ევრომდე ჯდება. კარიერის განმავლობაში, მიხაელმა დაახლოებით 700 მილიონი ევრო გამოიმუშავა, ასე რომ, ფული დიდ ხანს ეყოფა. ფორმულა 1-ის ექს-პილოტის მეუღლემ გაყიდა პირადი თვითმფრინავი (34 მილიონი ევრო) და ყიდის ვილას სამთო კურორტზე, რათა მისი შენახვისთვის უაზროდ ფული არ იხადოს.

"ფეისბუქში" არის ჯგუფი მათთვის, ვისაც სურს შუმახერის ოჯახის ფინანსური დახმარება. კიდევ ერთი ხერხია - ფულის გადარიცხვა ვებგვერდ Impact Foundation-ზე.

ვაჟი ფორმულაში

ბავშვობაში მიკ შუმახერი (გამოდიოდა დედის გვარით - ბეტჩი) კარტინგით იყო დაკავებული, გახდა მსოფლიოსა და ევროპის ვიცეჩემპიონი, შემდეგ გადავიდა ფორმულა 4-ში. პირველივე ეტაპზე ავსტრიულ შპილბერგში, 15 წლის მრბოლელმა პირველი ადგილი დაიკავა.

შემდეგ პრობლემები გაჩნდა: "რედ ბულით" მიკმა საათში 160 კილომეტრი განავითარა, მოსახვევში ტრასიდან გადავარდა და ორ ადგილას ხელი მოიტეხა.

დღეს უმცროს შუმახერს აქვს წინადადება "ფერარისგან" და "მერსედესისგან". "ფორმულა 4" დამთავრდა. მიკი "ფორმულა 3"-ში გადავიდა.

ცოლი და ქალიშვილი ცხენოსნობაში

ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, შუმახერის მეუღლე კორინა რვა თვე არ ჩნდებოდა პუბლიკის წინაშე - მას მძიმე დეპრესია ჰქონდა.

დარდის გასაქარვებლად და გულის გადასაყოლებლად, მან შვეიცარიის ქალაქ ჰივრინში, საკუთარ რანჩოზე რეინინგში საერთაშორისო ტურნირი მოაწყო. მასში არა მხოლოდ კორინა, არამედ ვაჟი მიკი და ქალიშვილი ჯინა-მარია მონაწილეობდნენ.

სხვათა შორის, 2015 წელს, ჯინა-მარია ცხენოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა ორ თანრიგში - პირადსა და გუნდურში (გერმანიის ნაკრების რიგებში).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"არ მგონია, ლუისმა მიხაელის რეკორდის გაუმჯობესება მოახერხოს... მიზეზი?" - ფელიპე მასამ ჰამილტონსა და შუმახერზე ისაუბრა
მიხაელ შუმახერის საჩემპიონო ბოლიდი იყიდება
Auto-bild.ro: მიხაელ შუმახერის სიმაღლე 14 სანტიმეტრით შემცირდა
მიხაელ შუმახერი ქალიშვილმა ასახელა
მიხაელ შუმახერმა, შესაძლოა, მკურნალობა აშშ-ში გააგრძელოს
შუმახერის კარიერაში ყველაზე მტკივნეული გამარჯვების ისტორია