მორიგი ბრალდება გაუპატიურებაში
მომდევნო დღეს, 18 ივლისს, გაზეთი გადავშალეთ და წავიკითხეთ ამ არანორმალური ქალის მიერ მოყოლილი ისტორია იმის შესახებ, რომ თურმე მე ის გავაუპატიურე. სპორტდარბაზში მისულს, ჟურნალისტები დამხვდნენ და ჩემგან განცხადებას ელოდნენ.

რამდენიმე საათის განმავლობაში დეროუმ საჭირო ნაბიჯები გადადგა. მოვიდა დარბაზში და რიკს უბრძანა - სახლში დაბრუნებულიყო და ჩვენი ნივთები ჩაელაგებინა. ნახევარი საათის შემდეგ პატარა თვითმფრინავში ვისხედით და ლოს ანჯელესისკენ მივფრინავდით. თავად დეროუ ბიგ-ბეარში დაბრუნდა და საქმეს შეუდგა.

უბრალოდ, საოცარია, როგორ ჰგავდა ეს ამბავი დეზირე ვაშინგტონის ისტორიას. სექსის შემდეგ ორივე ცდილობდა ჩემთან დალაპარაკებას, მე კი არ ვპასუხობდი მათ ზარებს. პირუტყვივით მოვიქეცი და ამის გამო ორივენი წყობიდან გამოვიდნენ. განსხვავება იმაში მდგომარეობდა, რომ ამჯერად, გენიალური ადვოკატი ჩემ დასაცავად დასწრებაზე მუშაობდა.

მან დაიწყო მაღაზია "კმარტში" ამ ქალის თანამშრომლების გამოკითხვა და მათ შორის იპოვა ჩემი "მსხვერპლის" ახლო მეგობარი. მისი თქმით, "დაზარალებული" მომდევნო დღეს სამუშაოზე გამოცხადდა და მეგობარს მოუყვა, რომ ჩემთან ჰქონდა სექსი. მისი აღწერით, მე ვიყავი "საყვარელი" და "სასიამოვნო", "მოეწონა" ჩემი კოცნა და ალერსიანი სიტყვები. ბოლოს, ფურცელზე დახატა დიდი პენისი და მეგობარს გაუმხილა - ისეთი დიდი იყო, რომ სექსის შემდეგ მართლა ტკივილი იგრძნო.

ის იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ჩემგან განსაკუთრებულ მოპყრობას ელოდა, მე კი სასმელიც არ შევთავაზე. ისიც განაცხადა, რომ უნდოდა საქმე სასამართლომდე მისულიყო, რომ ჩემზე შური ეძია.

დეროუ მიღწეულით არ დაკმაყოფილდა. როცა მას იმ ქალის ნათესავმა კერმიტმა დაურეკა, სასწრაფოდ მასთან სახლში გაეშურა. კერმიტმა დეროუს უთხრა, რომ ამ სახლს ქირაობს და დაამატა: "კარგი იქნებოდა, ორი მილიონი მქონოდა ამ ბინის შესასყიდად!" მაშინ დეროუმ კერმიტს ჰკითხა - ფირზე ხომ არ იწერდა ამ საუბარს, რაზაც მან უპასუხა: "მე ჩემს საქმეებს ასე არ ვაწარმოებ. ეჭვი მაქვს, თქვენ არ გინდათ ჩემთან გარიგების დადება".

დეროუმ იპოვა მაღაზია "კმარტის" ადმინისტრატორი, რომელმაც უთხრა: "არ დაიჯეროთ არაფერი, რასაც ის გეუბნებათ". მისგან დეროუმ ისიც გაიგო, რომ ქალი ყველასთან ღიად განიხილავდა გაუპატიურების შესახებ საკუთარ ბრალდებას, მათ შორის, მაღაზიის კლიენტებთან.

სიამოვნებას იღებდა ჟურნალების მხრიდან ყურადღებით. დეროუ დაელაპარაკა მაღაზიის შეფს. ამ უკანასკნელის თქმით, ის არ განეკუთვნებოდა იმ ადამიანების რიცხვს, ვისი ნდობაც შეიძლებოდა. აგრეთვე, დეროუმ იპოვა "კმარტის" ერთ-ერთი კლიენტი, რომელსაც კომპიუტერების ბიზნესი ჰქონდა.

მან ადვოკატს ქალთან საუბრის ჩანაწერი მისცა. "ჩემი მეგობარი" ამ ბიზნესმენთან სამსახურის შემდეგ შეხვედრას ცდილობდა. შეხვედრის დროს კი გამოაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ქმართან ურთიერთობით და გვერდზე სექსუალურ ურთიერთობას ეძებდა. როცა კომპიუტერის გამყიდველმა უთხრა - არ მაქვს შენთან კავშირის სურვილიო, ქალმა ის სატელეფონო ზარებით აიკლო.

ბოლო, მაგრამ უმნიშვნელოვანესი: დეროუმ მიიღო ორი ცნობილი ექიმის ოფიციალური წერილობითი ჩვენება. ისინი ადასტურებდნენ, რომ ორმხრივი შეთანხმებით სექსის დროსაც საკმაოდ ხშირად აქვს ადგილი ტკივილს ან სისხლდენას.

დეროუმ ყველა ეს ჩვენება შეკრიბა, მიიღო 150-გვერდიანი დოკუმენტი და ის სან-ბერნარდინოს ოლქის პროკურორს გადასცა. ამ უკანასკნელს ისიც შეახსენა, რომ კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, საოლქო პროკურორი ვალდებულია, დიდ ჟიურის გააცნოს მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებულად უარყოფს ბრალდებას. დეროუს გამოძიებამ ბევრი მტკიცებულება აღმოაჩინა, რომელიც ადასტურებს, რომ მისტერ ტაისონი არ ყოფილა ჩათრეული სისხლის სამართლის რაიმე დანაშაულში.

ტელეკომპანია Showtime შეშფოთებული იყო იმით, რომ მთელ მსოფლიოში პრესისთვის ცნობილი გახდა ჩემი მისამართით ახალი ბრალდებების შესახებ. ამას კი შეიძლებოდა სერიოზულად შეეშალა ხელი კოპენჰაგენში, ტაისონის მორიგი ბრძოლის ორგანიზების საქმისთვის.

მათ სჭირდებოდათ ზუსტი ინფორმაცია - წამოაყენებდა თუ არა საოლქო პროკურორი ჩემ წინააღმდეგ ბრალდებას. და მათ მიიღეს ასეთი ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც დეროუმ სან-ბერნარდინოს ოლქის პროკურორს თავისი ბრწყინვალე დოკუმენტი გაუგზავნა, მან უარი თქვა ბრალდების წამოყენებაზე. ვფიქრობ, ხანდახან სამართლიანობა ზეიმობს.

ცოტა ხანში ისევ სცადეს ჩემთვის პრობლემის შექმნა. რამდენიმე კვირის შემდეგ ლას ვეგასში, საკუთარ სახლში ვიყავი და ტელეარხ ESPN-ის გადაცემებს ვუყურებდი. ჩემამდე შემწვარი ქათმის სუნმა მოაღწია, რომელსაც შეფ-მზარეული დრიუ სადილისთვის ამზადებდა. ლას ვეგასში ჩვეულებრივი დილა იყო, იქამდე, სანამ ოთახში ჩემი თანაშემწე დერილი არ შემოვარდა:

- მაიკ, მე მგონი, აქ თალიბები არიან!

ისტერიკაში იყო.

- დერილ, ხმა ჩაიგდე! - ვუბრძანე მე. 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ ათი დღე იყო გასული.

- არა, მე მართლა მგონია, რომ ჩვენს ტერიტორიაზე თალიბები არიან! - დერილი სრული სერიოზულობით ლაპარაკობდა.

- რაზე ლაპარაკობ? - ვკითხე მე.

- მაიკ, შეხედე! - მითხრა მან.

გარეთ გავედით.

იქ იყო მწვანე კომუფლიაჟში გამოწყობილი ასამდე ბიჭი - იარაღით და ხელყუმბარებით აღჭურვილები. თითოეულს ხელში გამჭვირვალე ფარი ეჭირა. ისინი ნელა მოიწევდნენ სახლისკენ, პერიოდულად ხეების უკან იმალებოდნენ.

ყველაფერთან ერთად, მთავარი შემოსასვლელიდან ეზოში შემოვიდა ორი დიდი სამხედრო მანქანა, რომლებსაც ეწერათ - SWAT (Special Weapons Assault Team - პოლიციის სპეციალური დანიშნულების განყოფილება). გავიგონეთ ხმაური ჰაერში და ზემოთ ავიხედეთ: ცაში ვერტმფრენები ტრიალებდნენ. ჩემი სახლი დაიპყრეს.

მთელი ბატალიონი მზად იყო შეტევისთვის. მათ ფარები და იარაღი ეჭირათ ხელში. ისინი ერთმანეთს მიჰყვებოდნენ.

- სტოპ! არ გაინძრეთ! - დაიყვირა ერთ-ერთმა.

ერთ ადგილას გავქვავდი.

შაშხანების გადატენვის ხმა გაისმა.

- აქ ბინ ლადენი არ არის! არაფერი გვაქვს საერთო 11 სექტემბერთან, ჩვენ არაფერ შუაში ვართ! - თქვა დარელმა. როგორც ჩანს, CNN-ის ახალ ამბებს ხშირად უყურებდა. ბიჭები ნამდვილ მეომრებს ჰგავდნენ, უდაბნოში გაწვრთნილებს. პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ მათი პოლიგონი ჩემი მამული, ჩემი საკუთრება იყო.

ბოლოს გაგვიმხილეს, ვინ იყვნენ - ლას ვეგასის პოლიცია. არასოდეს მენახა ერთ ადგილზე ამდენი პოლიციელი. აგვიხსნეს, რომ მათი ამოცანა იყო ბრალდების გამოძიება იმის შესახებ, თითქოს მძევალი მყავდა აყვანილი - ახალგაზრდა გოგონა, ვინც სამი დღეა სახლში გამოვკეტე და გაუჩერებლად ვაუპატიურებ.

ჩემს სახლში რამდენიმე პირადი მცველი შეიარაღებული იყო - დერილმა მათთვის თავდაცვის პოსტი მოაწყო. ეჭვი მაქვს, ამ უცნობმა ახალგაზრდა ქალმა პოლიციას მოუყვა ამის შესახებ, ამიტომაც ჩემთან სრულად მომზადებულები მოვიდნენ. ცოტა ხნით ადრე ჩვენთან მორიგეობის გრაფიკი შეიცვალა და მცველები ღამით მუშაობდნენ. როცა პოლიცია ეზოში შემოიჭრა, დილის 11 საათი იყო, დაცვა ისვენებდა და ამიტომაც კარი ღია იყო.

როგორც კი რიკმა დაინახა, რომ სამხედროები ჩვენ შეპყრობას ცდილობდნენ, მაშინვე ჩემს ადვოკატს, დეროუ სოლს დაურეკა. დეროუმ ჩემი სახლიდან გაყვანა ბრძანა. ასევე გვიბრძანა - არავითარ შემთხვევაში არ დავლაპარაკებოდით პოლიციას. სწორი რჩევა იყო.

გაგვჩხრიკეს, შემდეგ ყველას შენობის დატოვება გვიბრძანეს. მხოლოდ დერილი დაიტოვეს, რადგან ის მმართველი იყო და ნებისმიერ ადგილს უჩვენებდა "სტუმრებს". სხვადასხვა მიზეზის გამო მზარეულ დრიუსაც დარჩენის ნება დართეს. საქმე იმაში იყო, რომ სანამ ის იატაკზე იწვა (სახით ქვემოთ), სამზარეულოდან ქათმის სუნი წამოვიდა. ამიტომაც დრიუს გაზქურასთან მიახლოების უფლება მისცეს, რათა მთელი სახლი არ გადამწვარიყო.

მაშ ასე, შიგნით რჩებოდნენ მხოლოდ დერისი და დრიუ. და პოლიციამ მთელი სახლის ჩხრეკა დაიწყო - თითოეული ოთახი, კარადა, ქაღალდი... საწოლიდან მატრასები ამოიღეს. ყველა ვიდეოს უყურეს. ოპერაცია დილის 11 საათიდან ღამის პირველ საათამდე მიმდინარეობდა. ჯანდაბა, რაღაც მომენტში პიცაც კი შეუკვეთეს და სასადილო შესვენება მოიწყვეს. საკმაოდ თავაზიანები იყვნენ და ერთი ნაჭერი დერილსაც შესთავაზეს, მაგრამ მან უარი უთხრა.

ბოლოს რამდენიმე ნივთის კონფისკაცია მოახდინეს, მათ შორის იყო ჩემი პირადი ჩანაწერები სექსუალური სცენებით. მთელი დღე ვრეკავდი სახლში:

- დერილ, ისევ მანდ არიან?

- ჰო, მაიკ, მთელი სახლი გადაატრიალეს.

(გაგრძელება იქნება)

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
0:3-დან - "ლანსმა" "ბრესტთან" თითქმის წაგებულ მატჩში ქულა მოიპოვა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
ყოფილმა "იუთუბერმა" ჯეიკ პოლმა ლეგენდარული მაიკ ტაისონი დაამარცხა [VIDEO]
"ილიას მინდა ვუთხრა, რომ..." - ლეგენდარულმა მაიკ ტაისონმა ქართველ "მატადორს" მიმართა
"ლომის გული და რკინის კვერცხები აქვს" - მერსონმა ტაისონზე ისაუბრა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
"ამას ძალიან ვნანობ" - მაიკ ტაისონი