კონტე მწვრთნელთა თანავარსკვლავედისკენ მიიწევს
გადაწყვეტილი ამბავია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ანტონიო კონტე დატოვებს და დიდი ალბათობით, ლონდონის "ჩელსის" ჩაიბარებს.

კონტე მხოლოდ 46 წლისაა და არაერთხელ განაცხადა, რომ ამ ასაკში, ეროვნულ ნაკრებში მუშაობა მისთვის ძალიან რთული გამოდგა. ანტონიოს საკლუბო ფეხბურთში სურდა დაბრუნება და ცდუნებას ვერ გაუძლო - მომდევნო სეზონიდან, იტალიელი სპეციალიოსტი პრემიერლიგაში იმუშავებს.

მწვრთნელთა თანავარსკვლავედი პრემიერლიგაში

ანტონიო კონტე "ჩელსის" ჩაუდგება სათავეში და სავარაუდოდ, რომან აბრამოვიჩს კოლოსალურ თანხებს დაახარჯინებს სატრანსფერო ბაზარზე. პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" გაწვრთნის და არც ის დაინდობს კლუბის მესვეურთა ბიუჯეტს.

ამბობენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჟოზე მოურინიო ჩაიბარებს და ისიც რომ გაშლის ხელს სატრანსფერო ბაზარზე, ცხადზე უცხადესია. აგერ "ნიუკასლს" რაფაელ ბენიტესი ჩაუდგა სათავეში და აცხადებს, რომ ზაფხულში გუნდს სერიოზული გაძლიერება სჭირდება.

არც იურგენ კლოპი უნდა დავივიწყოთ, რომელსაც "ლივერპოულში" ჯერ არ მისცემია სატრანსფერო ფანჯრის თავის გემოზე გამოყენების საშუალება და ამას ზაფხულში აპირებს.

მომდევნო სეზონიდან, ინგლისურ კლუბებს სატელევიზიო ტრანსლირებიდან გაცილებით დიდი თანხები შეუვათ და ტრანსფერების ფულიც იქნება - მოკლედ, დიდი მწვრთნელები დიდ შოპინგს მოიწყობენ და შეეცდებიან, რომ მიაღწონ იმას, რასაც კლაუდიო რანიერი პრაქტიკულად უდანახარჯოთ და სატრანსფერო ბიუჯეტის გარეშე აკეთებს. ამ თემაზე, საინტერესოდ ისაუბრა ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა ჯოვანი ტრაპატონიმ:

"ანტონიო კონტეც ინგლისში მიდის და მე მესმის მისი, რადგან იქ დიდი მწვრთნელები შეიკრიბებიან და სპორტული მოტივაციაც არნახული იქნება. ასეთი გამოწვევის მიღება ნებისმიერი მწვრთნელის ოცნებაა და თანაც, კონტე ჯერ ახალგაზრდაა იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებში იმუშაოს.

მომდევნო ზაფხულს, პრემიერლიგის გრანდები კოლოსალურ თანხებს დახარჯავენ ტრანსფერებში, რაც დიდი შეცდომა მგონია - სჯობს, გაიარონ კონსულტაცია კლაუდიო რანიერისთან და გაიგონ, თუ როგორ უნდა ჩემპიონატის მოგება ვარსკვლავების გარეშე".

ფავორიტი დონადონია

ვინ შეცვლის იტაილის ნაკრებში ანტონიო კონტეს? - თუ "გაძეტა დელო სპორტს" ვენდობით, ფავორიტი კანდიდატი რობერტო დონადონია. ასევე ახალგაზრდა, 52 წლის სპეციალისტი, მაგრამ კონტესგან განსხვავებით, მასზე ევროპული ფეხბურთის გრანდები არ ნადირობენ და შესაბამისად, ფედერკაკლჩოს შეთავაზებაზე უარის თქმა გაუჭირდება.

დონადონი "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელია და თავის საქმეს შესანიშნავად აკეთებს. როდესაც "როსობლუში" დაინიშნა, გუნდი ღრმა კრიზისში იყო და სერია B-ში დაქვეითების ყველაზე რეალური კანდიდატი გახლდათ, თუმცა ახალ მწვრთნელთან ერთად, "ბოლონია" გარდაისახა, თამაშების უმეტესობა მოიგო და სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში აინაცვლა.

დიახ, "როსობლუ" დღეს მე-9 ადგილზეა და პირველ რიგში, ეს სწორედ დონადონის დამსახურებაა.

აქვე ვთქვათ, რომ დონადონი 2006-2008 წლებში უკვე მუშაობდა იტალიის ნაკრებში, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, იქ კი მეოთხედფინალში ესპანეთთან დამარცხდა, თუმცა მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში.

იმ ესპანეთმა ჩემპიონატი მოიგო და შემდეგ, კიდევ ორ დიდ საფეხბურთო ფორუმზე იპირველა. მოკლედ, დონადონის კვალიფიკაცია არ დაეწუნება, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. თავად მწვრთნელი არ მალავს, რომ მისთვის იტალიის ნაკრებში დაბრუნება დიდი გამოწვევა იქნება:

"დღეს, "ბოლონიას" მწვრთნელი ვარ და მხოლოდ ამ გუნდზე ვარ ორიენტირებული, თუმცა რა იქნება ხვალ, რთული სათქმელია.Aარ დავმაკლავ, რომ "სკუადრა აურაში" დაბვრუნების პერსპექტივა მხიბლავს და წინადადებას სიამოვნებით განვიხილავდი. 2008 წლის ევოპის ჩემპიონატზე, ძლიერი გუნდი გვყავდა და მხოლოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში დავმარცხდით. მას შემდეგ, მეც დიდი სამწვრთნელო გამოცდილება მივიღე და დღეს, გაცილებით თავდაჯერებული ვარ".

კაპელო: არასდროს თქვა, არადროს!

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად ფაბიო კაპელო განიხილება, რომელიც ბოლოს რუსეთის ნაკრებს ედგა სათავეში, დღეს კი სპორტული კომენტატორია. ამ თემაზე თავად მწვრთნელმა ისაუბრა:

"რუსეთიდან წამოსვლის შემდეგ, საფეხბურთო კომენტატორად დავიწყე მუშაობა და ახალი საქმე ძალიან მომწონს. მწვრთნელობა უდიდესი წნეხი და პასუხისმგებლობაა, ტელევიზიაში კი ეს წნეხი მომეხსნა და თავს იდეალურად ვგრძნობ.

სიმართლე გითხრათ, უამრავი წინადადება მივიღე დაწყებული ევროპული კლუბებიდან, დამთავრებული არაბული ქვეყნებით, მაგრამ თითოეულ მათგანზე უარი ვთქვი და მსურს კომენტატირის ამპლუაში დავრჩე. თუმცა, იტალიის ნაკრები სულ სხვა გამოწვევაა და ამ ეტაპზე, ჩემი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ. როდესაც "სკუადრა აძურაზე" მეკითხებიან, ყოველთვის ასე ვპასუხობ: არასდროს თქვა, არასდროს!"

ვინ არის საუკეთესო?

დავუბრუნდეთ ჯოვანი ტრაპატონის, რომელსაც ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ ავადროულად, რთული კითხვა დაუსვეს: ვინ არის დღეს საუკეთესო იტალიელი მწვრთნელი? - აქვე პასუხი:

"რამდენიმე სპეციალისტი უნდა გამოვარჩიოთ, მათ შორის კარლო ანჩელოტი, მასიმილიანო ალეგრი და ანტონიო კონტე. რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ კლაუდიო რანიერი, რომელიც ინგლისში სასწაულებს სჩადის. ასევე, ძალიან მომწონს ლუჩანო სპალეტი, რომლის ხელშიც "რომა" გარდაისახა.

შესანიშნავად მუშაობს მაურიციო სარი და ასევე, დიდ პატივს ვცემ პრემიერლიგაში წასულ ფრანჩესკო გვიდოლინს. თითოეულ მათგანს დავასახელებდი საუკეთესოდ, მაგრამ დღეს, კონკრეტულად ამ მომენტში, საუკეთესო მაინც რანიერია. "ლესტერს" ძალიან ვგულშემატკივრობ და თუ ეს გუნდი გაჩემპიონდა, ეს იქნება 21- საუკუნის ყველაზე დიდი საფეხბურთო სენსაცია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
"კონტესთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა" - "ახალ კვარად" წოდებულმა ლანგმა "ნაპოლის" დატოვების მიზეზი განმარტა
პირველად 21-ე საუკუნეში - 1992 წლის შემდეგ ტრაპატონის გუნდის შედეგი მოტას "იუვენტუსმაც" გაიმეორა
ფილიპო ინძაგის დღეს "ბოლონიას" ჩააბარებენ
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
"ამდენი მატჩები ფეხბურთსა და ფეხბურთელებს კლავს!" - კონტეს ემოციური კომენტარი "ფიორენტინასთან" გამარჯვების შემდეგ
ჯოვანი ტრაპატონი: იტალია სწორი გზით მიდის
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
კარლო ანჩელოტი: "ბაიერნში" რევოლუციის მოსაწყობად არ მოვსულვარ
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
"რეკორდმაისტერის" 25 ჩემპიონობა [დასასრული]
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
5 წლის შემდეგ - რობერტო დონადონიმ სამწვრთნელო საქმიანობა განაახლა
ნაპოლი-ბოლონია. გამოხმაურება: "ნაპოლი" გვიან გაცოცხლდა
ჩემპიონთა ლიგის მომგებები ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში - შემდეგი ზიდანია?
ემანუელე ჯაკერინი: კონტე დონადონიმ უნდა შეცვალოს
ჯოვანი ტრაპატონი: სამ გუნდზე ვფიქრობ...
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
გატუზოს ნაცვლად "მილანის" მწვრთნელად შეიძლება დონადონი დანიშნონ
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია: დიახ, ანტონიო კონტე ევრო 2016-ის შემდეგ წავა
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?