"საბურთალოს" კაპიტნის თქმით, "გურიასთან" გამარჯვება გუნდს მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევაში დაეხმარება
"საბურთალოს" წარუმატებლობის მიუხედავად, გუნდის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა მეორე წრე თავად შედეგიანად დაიწყო და ხუთ შეხვედრაში ამდენივე გოლი გაიტანა.

19 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა განსაკუთრებულად XX ტურში გამოიჩინა თავი: "საბურთალომ" ნავსი სწორედ მისი დახმარებით გატეხა - ლანჩხუთის "გურიასთან" მოგებულ (4:2) შეხვედრაში გუნდის კაპიტანმა უმაღლეს ლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

საბურთალო-გურია 4:2 - ხარაიშვილი! [VIDEO]

შემთხვევითი არ იყო, რომ "ლელომ" ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, სულ კი მიმდინარე სეზონში - მეექვსედ.

უმაღლესი ლიგის XX ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

"ლელოსთან" კომენტარში ხარაიშვილი ამბობს, რომ ეს გამარჯვება "საბურთალოს" მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევაში დაეხმარება:

"ზედიზედ სამი ისეთი თამაში წავაგეთ, მიზეზს ვერ ვპოულობ. ქულებიც დავკარგეთ და ბევრი გოლიც გავუშვით. ეს ძნელი გადასატანი იყო, რადგან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს. მთავარია, ჩავარდნას თავი სწრაფად დააღწიო.

მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და "გურია" დავამარცხეთ. ეს გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა - როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სატურნირო თვალსაზრისით. გუნდში ხალისი დაბრუნდა, რაც "საბურთალოს" ძალიან სჭირდებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

QWERTY
ახალგაზრდებს შემართება მუდამ სჭირდებათ, მაგრამ მათ შემართებაზე ექსპერიმენტები ძვირი უჯდება მათვე და კლუბის მესვეურებსაც. ხალისი 1 დღით დაბრუნდა 4-2 -ზე მაგრამ თუ სიონთან დამარცხდნენ,შემდეგ უკვე სერია იბადება წარუმატებლობის,ეს კანონია ასეთი სპორტის ბუნების ,რადგან შეიძლება შუქურას რაიმე აართვა, მაგრამ თერჯოლასთან გასვლაზე თამაში ურთულესი იქნება. ისე კი მეორე ცუდი საქმე ისიცაა რომ თავისი ახალი იდიოტური საფეხბურთო პროგრამით სფფ ქართულ ფეხბურთს 1000- მდე პოტენციალურად პერსპექტიულ ფეხბურთელს დააკარგვინებს, ისინი ან სხვა ქვეყნებში წავლენ ნებისმიერ ფასად,ან კიდევ საერთოდ დაემშვიდობებიან ფეხბურთს. ერთი რამ ვერ გაიგეს ამ ქვეყანაში, რომ ყოფილი ფეხბურთელი ისევე ვერ იქნება ფეხბურთის სრული მმართველი სპეციალისტი, როგორც თვითმფრინავის კონსტრუქტორად ან ტექნოლოგად ვერ გამოდგება მისი პილოტი. ხარაიშვილის სიტყვები, რომ: საბურთალოს ნებსიმიერი კლუბის დამარცხება შეუძლია საქართევლოშიო, ეს მის ბავშვურ მიამიტობას მივაწეროთ და მხოლოდ გავიცინოთ :)
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]
ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა
"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი
ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"