გელა სანაია: "ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა"
ერთი თვეა, რაც ეროვნული ჩემპიონატი განახლდა. მეორე წრის დაწყების შემდეგ 5 ტური გაიმართა, ფოთის "კოლხეთი 1913" კი ვერა და ვერ იგებდა. გელა სანაიას გუნდმა მხოლოდ ბოლო შეხვედრაში გატეხა ნავსი. ეს ამბავი მაშინ მოხდა, კოლხები საკუთარ ქალაქს სამწლიანი პაუზის შემდეგ რომ დაუბრუნდნენ. ამდენად, ფოთელთა წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა.

ამ ამბის წინაისტორია ყველამ იცით - "ფაზისის" სტადიონის დაუმთავრებელი რეკონსტრუქციის გამო კოლხები ხან ლანჩხუთში თამაშობდნენ, ხან სამტრედიაში... ბოლოს "კოლხეთი" თანაქალაქელმა მორაგბეებმა "პარკი არენაზე" შეიფარეს და გუნდი სეზონს სწორედ იქ ჩაამთავრებს.

ისე, ბედის ირონიაა - ადრე ფეხბურთელები იფარავდნენ მორაგბეებს...

ერთი სიტყვით, "კოლხეთმა" 13 მარტს ქუთაისის "ტორპედოს" სწორედ "პარკი არენაზე" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

კოლხეთი-ტორპედო 2:0 [VIDEO]

მატჩის შემდეგ კლუბის გენერალურმა დირექტორმა თემურ ბარქაიამ გულშემატკივრებს მიმართა:

"უპირველესად, დიდი მადლობა ფოთის რაგბის საძმოს. რომ არა ეს თანადგომა, წარმატება გაცილებით ძნელად მისაღწევი იქნებოდა. ასევე, დიდი მადლობა თითოეულ ფოთელ ქომაგს! "ტორპედოსთან" გამარჯვება მნიშვნელოვანწილად თქვენი დამსახურებაა! კვირას ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ და მშობლიურ ქალაქს ღირსეულად დავუბრუნდით.

თითოეული ჩვენგანი მოუთმენლად ელის მორიგ საშინაო თამაშს, რათა კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი ერთგული გულშემატკივარი. ქედს ვიხრი თქვენ წინაშე და დარწმუნებული ვარ, ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებას ვიზეიმებთ - ჩვენ პირველი ქართული გუნდი ვართ"!

კოლხების მთავარი მწვრთნელი გელა სანაია "ლელოსთან" კომენტარში ამბობს, რომ გუნდის მშობლიურ ქალაქში დაბრუნებამ შედეგების გაუმჯობესების იმედი გააღვიძა:

"ჩვენ უმაღლეს ლიგაში ისედაც ყველაზე მწირი ბიუჯეტის მქონე კლუბი ვართ. ამას ისიც ემატებოდა, რომ ფოთში ვერ ვთამაშობდით. ნეიტრალურ მოედანზე მასპინძლობა კი ძალიან ძნელია, ხალხი არ დადის, ტრიბუნები ცარიელია და ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ "კოლხეთი" არავის აინტერესებს...

ფოთში გუნდის დაბრუნება იმიტომაც მახარებდა, რომ დარწმუნებული ვიყავი, ეს ვითარებას აბსოლუტურად შეცვლიდა და ქალაქისთვის მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ასეთ აჟიოტაჟს ვერ წარმოვიდგენდი. "პარკი არენის" ტრიბუნები 2800 კაცს იტევს და იმდენი ხალხი მოვიდა, ადგილები არ ეყოთ, ნაწილი ფეხზე იდგა. ასეთ გარემოში თამაშით ხალხმაც ისიამოვნა, ფეხბურთელებმაც...

და როგორც იქნა, გავიმარჯვეთ. ქომაგი ფეხბურთის სული და გულია, თანაც - რაიონში. ამ თამაშის შემდეგ უფრო კარგად ვაცნობიერებთ, ფოთში სამწლიანი უთამაშებლობით "კოლხეთმა" რამდენი რამ დაკარგა".

გავრცელდა კადრები, როგორ ზეიმობენ მატჩის შემდეგ ფოთელები ტრიბუნებზე "კოლხეთის" გამარჯვებას, როგორი ოვაციებით აცილებენ გუნდს გასახდელში... ეს იყო ნამდვილი ზეიმი და იმის დასტური, რომ საქართველოში ფეხბურთი ჯერ კიდევ ძალიან უყვართ. ამდენად, ყველა გუნდმა თამაშები საკუთარ სტადიონზე რომ ჩაატაროს, ფეხბურთზე მაყურებელი მოიმატებს.

ადვილი მისახვედრია, რომ "კოლხეთსა" და "ზუგდიდს" სამტრედიაში, "საპოვნელასა" და "ტორპედოს" - ზესტაფონში, ბათუმის "დინამოს" კი - ქობულეთში უფრო ნაკლები ხალხი გაჰყვება და უქომაგებს, ვიდრე საკუთარ ქალაქში. ამიტომაა საჭირო, რომ ყველა გუნდი თავის მშობლიურ არენას დაუბრუნდეს.

დარწმუნებული ვარ, ასე ჩემპიონატი ბევრად უფრო საინტერესო გახდება. ისიც გამოჩნდება, რომ ფეხბურთი ისევ პოპულარულია. ნამდვილი საფეხბურთო გარემო მოთამაშეებში მეტ ჟინსა და მონდომებას იწვევს. და არა მხოლოდ მათში - ჟრუანტელის მომგვრელი იყო ცარიელი ტრიბუნების შემდეგ ფოთელი გულშემატკივრის შეძახილი - "კოლხეთი"! კოლხეთი"! ამან ფეხბურთელებში სხვა მუხტი და აღმაფრენა დაბადა, რაც ცარიელ ტრიბუნებზე და სხვა ქალაქში წარმოუდგენელია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Vakho
მართლა დიდი მადლობა ეკუთვნის რაგბის კავშირს და პირადად ფოთის რაგბის „პარკი არენის“ თანამშრომლებს. უდიდესი მადლობა ფოთელ გულშემატკივარს და ამასთან ქუთაისელ გულშემატკივარსაც და რაც მთავარია მადლობა ფოთის კოლხეთს ამ უდიდესი ზეიმისათვის. ფოთს მოენეტრა ფეხბურთი და მთავრობამ უნდა გაიგოს, რომ დროზეა დასამთავრებელი კოლხეთის სტადიონი. ალბათ ფედერაციაც დროულად გადაჭრის ფინანსურ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს კლუბებისათვის, რათა ყველა ქალაქში იყოს ისეთი დღესასწაულები როგორიც აჩვენა ფოთმა.
12345
კარგი თამაში იყო და კარგი ქომაგობაც ქართველ ხალხს უყვარს ფეხბურთი მაგრამ ჩვენ ფედერაციას არ უყვარს განსაკუთრებით არველაძეებს ესენი მთლიად მოსაშორებელია ამ სფეროდან ... ქართულ ფეხბურთს ფული როგორ იშოვონ სულ ამას ფიქრობენ...
გიორგი
ზოგადად ფოთელი გულშემატკივარი ყოველთვის გამორჩეული იყო საქართველოს ჩემპიონატში. მახსოვს, როცა საკუთარი სტადიონი ჰქონდათ უამრავი ხალხი დადიოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქალაქში სულით ხორცამდე აქვთ შეგნებული, რომ სწორედ ამ მიწაზე გაგორდა პირველად ბურთი, მათი ფეხბურთელებისადმი პატივისცემა და ფეხბურთის დაფასება გვაფიქრებინებს, რომ კოლხეთს ხელის შეწყობის პირობებში ძალიან კარგი მომავალი აქვს, გუნდს 3 წელია არ უთამაშია საკუთარ მოედანზე, ხან ვინ შეჭამა ფული ხან ვინ, საკადრისად კი არავინ დასჯილა, თვალის ასახვევად ერთ კაცს მიადგნენ და მორჩა, იმედია დასრულდება ეს მარაზმი, თემურ ბარქაია კი ყოჩაღ! ის საკუთარ რესურსს ხარჯავდა ბოლო კაპიკამდე ამ გუნდისთვის, იმიტომ რომ სულით ხორცამდე უყვარს ფეხბურთი და თავისი ქალაქი, ვინც იცნობს მას, დამეთანხმება აუცილებლად ) გაუმარჯოს ფოთის კოლხეთს!
Poteli qomagi
თუხარელმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და სიმბოლურ ნაკრებში სამი პოთელი პეხბურთელი მოხვდა და თუხარელი ვერააა უყურეთ თ ამაშს და ისე შეადგინეთ სიმბოლური თუხარელი ყველაზე დლიერი გარემარბია საქართველოში
shota
კარგი თამაში და არაჩვეულებრივი საფეხბურთო გარემო იყო... ყველას ვულოცავ!
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"მეცი" აბუაშვილს კონტრაქტს გაუფორმებს
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
ფოთის "კოლხეთის" ამბები: სპონსორი, ახალი მწვრთნელი და ფეხბურთელები
შტელინი: ჩაკვეტაძეს "გენტში" დამკვიდრების ასპროცენტიანი შანსი აქვს, თუ...
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
ფოთის "კოლხეთში" გელა სანაიას ალექსანდრ შტელინი შეცვლის?
"რაგბის კავშირისგან თანხმობა უკვე მივიღეთ" - "კოლხეთი" ფოთში ბრუნდება
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს