"დალას მავერიკსმა" დასანანი მატჩი წააგო კლივლენდში, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "კავალერსთან"
"დალას მავერიკსმა" დასანანი მატჩი წააგო კლივლენდში, აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ "კავალერსთან".

მასპინძლებს აკლდათ ლებრონ ჯეიმსი, რომელიც მწვრთნელმა საკუთარი შეხედულებისამებრ დაასვენა, რათა მოახლოებული პლეი ოფის წინ გუნდის ლიდერმა ენერგია მოიკრიბოს.

ტეხასელებმა ბოლო პერიოდში 18-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ბოლო წუთებზე წინ გასვლაც შეეძლოთ, მაგრამ რამდენჯერმე სამქულიანი ააცილეს. ხოლო გადამწყვეტ მომენტში, 2 ქულით ჩამორჩენილ დალასელებს შეტევის უფლება ჰქონდათ, თუმცა საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე დირკ ნოვიცკის ბურთი კაირი ირვინმა მოპარა და მატჩის ბედიც გადაწყდა. ირვინმა დალასელთა ტაქტიკური ჯარიმა 2 ქულად აქცია და "კლივლენდი" 4 ქულით დააწინაურა. ბოლო წამზე დერონ უილიამსმა სამქულიანით მინიმუმამდე შეამცირა ჩამორჩენა და თამაშიც დასრულდა - 99:98 მასპინძელთა სასარგებლოდ.

იხილეთ ვიდეო: კლივლენდი-დალასი 99:98

ზაზა ფაჩულია კვლავ სათადარიგო იყო და მოედანზე 13 წუთით გამოჩნდა. ანუ დალასელებმა ისევ ნომინალური ცენტრის გარეშე დაიწყეს თამაში და რაკი ხუთეულში დაბალი კალათბურთელები ჭარბობდნენ, არც კლივლენდელთა მწვრთნელს დაუტვირთავს თავისი ყველაზე ტანმაღალი მოთამაშე ტიმოფეი მოზგოვი. იმ 13 წუთში, რაც მოედანზე იმყოფებოდა, ფაჩულია საკმაოდ შედეგიანი იყო. ქართველმა ცენტრმა 6-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 8 ქულა მოიპოვა და ამას 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. ასევე სათადარიგო დევიდ ლიმ, რომელმაც 22 წუთი ითამაშა, 20 ქულა მიითვალა, ხოლო საუკეთესო კვლავ დირკ ნოვიცკი გახლდათ - 20 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 3 დაფარება. ნოვიცკის გარდა, ვერც ერთმა დალასელმა სასტარტომ ვერ მიაღწია 10-ქულიან ზღვარს.

იხილეთ ვიდეო: ჯეი ჯეი ბარეას პასი და ზაზა ფაჩულიას ჩატენვა

34 მოგებითა და ამდენივე მარცხით "დალასი" "ჰიუსტონთან" ერთად დასავლეთ კონფერენციის მე-7 ადგილს იყოფს. მომდევნო მატჩი ფაჩულიას გუნდს ლიგის ლიდერთან ელის. ტეხასელები "გოლდენ სტეიტს" 19 მარტს უმასპინძლებენ. ამ გუნდების წინა შეხვედრა მასპინძლებმა მოიგეს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ