Wings for Life მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი გვიამბობს თავის გეგმებზე და რჩევებს აძლევს შორ დისტანციაზე გარბენში მონაწილეობის მსურველებს
თამარ გელაშვილმა 2014 და 2015 წლებში ქართველ ქალ მორბენალებს შორის მსოფლიო რბენაზე ყველაზე კარგი რეზულტატი აჩვენა.

როგორც გახსოვთ, პირველი სამი ადგილი ორივეჯერ უცხოელმა ქალბატონებმა დაიკავეს.

Wings for Life მსოფლიო რბენის კეთილი ნების ელჩი გვიამბობს თავის გეგმებზე და რჩევებს აძლევს შორ დისტანციაზე გარბენში მონაწილეების მსურველებს.

- თამია, წელს უკვე მესამედ მიიღებ მონაწილეობას მსოფლიო რბენაში. რა გამოცდილება მიიღე 2014 და 2015 წლებში?

- ჩემი სპორტული კარიერის ათვლა 2014 წლის მსოფლიო რბენიდან იწყება. ამის მერე დავიწყე ინტენსიური ვარჯიში და შედეგების გაუმჯობესება. ბევრ შეჯიბრებაში მივიღე მონაწილეობა და ამან კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მომცა. 2015 წლის მსოფლიო რბენას უფრო საკონტროლო გარბენი ერქვა ჩემთვის, ბევრ რამეში გამოვცადე ჩემი თავი. წელს ყველაზე საინტერესო იქნება ჩემთვის მონაწილეობა, ბევრი გამოცდილება დამიგროვდა და საკუთარი თავის მიმართაც მომთხოვნი გავხდი. მსურს გასული წლის შედეგი გავაუმჯობესო.

- 8 მაისამდე აპირებ კიდევ რომელიმე გარბენში მონაწილეობის მიღებას?

- 20 მარტს მივემგზავრები პორტუგალიაში. ქალაქ ლისაბონში ტარდება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ნახევარმარათონი -ლისაბონის ნახევარმარათონი, სადაც დაახლოებით 35 000-მდე მონაწილე იღებს მონაწილეობას. 2 წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი ღონისძიების მონაწილე გავხდებოდი.

- როდესაც ასეთი დატვირთვა აქვს ორგანიზმს, ალბათ, არსებობს წესები, რომლებიც უნდა დაიცვა...

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი აღდგენა და დასვენება. ვცდილობ, არ მივიყვანო ორგანიზმი გადაღლამდე და გამოფიტვამდე. აუცილებლად ინტენსიური კვირის მერე ერთი დღე ვისვენებ. სწორი კვება, ძილი და მასაჟი მალე მაბრუნებს ვარჯიშებზე.

- რას ურჩევდი მათ, ვინც გადაწყვიტა, გრძელ დისტანციაზე ირბინოს? მოსამზადებელ პერიოდში და თვითონ რბენის დროს როგორ უნდა მოიქცნენ?

- მომზადების პერიოდი ყველაზე სასიამოვნოა. დაისახეთ მიზანი. დაიწყეთ მომზადება შეჯიბრებამდე 10-12 კვირით ადრე. დაიწყეთ მოკლე დისტანციით და ყოველ კვირა გაზარდეთ კილომეტრაჟი.

შეჯიბრების დღეს გირჩევთ არ დაიწყოთ რბენა სწრაფ ტემპში. ნელ-ნელა მოუმატეთ ტემპს და თქვენთვის სასიამოვნო ტემპში გააგრძელეთ რბენა.

იგრძენით კომფორტი სირბილის დროს. თქვენ წინ კიდევ ბევრი კილომეტრი გაქვთ დასაფარი.

- როგორ ფიქრობ, 2014 წლის შემდეგ სირბილი უფრო პოპულარული გახდა? ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების მიმდევრების რაოდენობა გაიზარდა?

- ჩემთვის სასიამოვნო იყო, როდესაც 2015 წელს მსოფლიო რბენაში მონაწილეობის სურვილი კიდევ უფრო ბევრმა ადამიანმა გამოხატა, ვიდრე გასულ წელს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სავარჯიშო დარბაზებში იმატა ადამიანების რაოდენობამ. ჩემ გარშემო ბევრი მეგობარია, ვინც ჯანსაღი ცხოვრების სტილი აირჩია და დაიწო ვარჯიში, დილით დარბის ან ცურავს.

- შენ ორივეჯერ აჩვენე ყველაზე მაღალი რეზულტატი ქართველ ქალბატონებს შორის. შენი წლევანდელი მიზანი რამდენი კილომეტრის გადალახვა არის?

- 30 კმ. რთული იქნება, მაგრამ ვეცდები, მივაღწიო მიზანს.

წარმატებებს გისურვებთ 8 მაისს. ძალიან გვინდა, რომ ქალ მორბენალებში გამარჯვებული საქართველოდან იყოს. ეს უდიდესი სტიმული იქნება გოგონებისთვის, რომ ვარჯიში დაიწყონ და დიდი სიხარული ყველასთვის, ვინც რბენას ადევნებს თვალყურს.

თამარ გელაშვილი

31 წლის

თბილისი მარათონის (10 კმ) და ყაზბეგი მარათონის (8 კმ) გამარჯვებული.

პერსონალური რეკორდები - დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ:

3 კმ - 12:15 წთ.

10 კმ - 47:00 წთ.

ნახევარმარათონი (21 კმ.) 1:39 წთ.

შოთა
ქართულ გაზეთებში ხშირად ქართული სიტყვის შედეგის მაგივრად წერენ უცხო სიტყვას რეზულტატს. რა უბედურებაა?? არ გეკადრებათ ქართულად გამართულად რომ წეროთ.
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...