მას შემდეგ, რაც ნიკა ცქიტიშვილმა "ლაგუნ აროს" მწვრთნელ პაბლო ლასოსთან პრობლემები მოაგვარა, თვითონაც კარგად თამაშობს და გუნდიც

მას შემდეგ, რაც ნიკა ცქიტიშვილმა "ლაგუნ აროს" მწვრთნელ პაბლო ლასოსთან პრობლემები მოაგვარა, თვითონაც კარგად თამაშობს და გუნდიც. ორმატჩიანი უქმობის შემდეგ ცქიტომ ამდენივე მატჩი ითამაშა და ორივეში 12 ქულა ჩააგდო. ბოლოს ეს ვოვა ბოისას ყოფილ კლუბ "მენორკასთან" საშინაო მატჩში გააკეთა.

ნიკამ შეხვედრა სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, 16 წუთი ითამაშა, და 12 ქულას 3 მოხსნა მიამატა. მან თამაშიდან 50-პროცენტიანი სიზუსტით ისროლა - 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 2 სამიანი. ხოლო ოთხი საჯარიმოდან ერთიც არ აუცილებია.

სან სებასტიანის "ლაგუნ აროს" მე-17 ადგილზე მყოფი "მენორკას" ძლევა ცოტა გაუჭირდა: მეორე პერიოდი 21:11 მოიგო და დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა კუნძულელებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს, მესამე პერიოდი 20:10 მოიგეს და მეოთხე რაუნდში თამაში ქულა-ქულაში წარიმართა. საბოლოოდ გამარჯვება სან სებასტიანელებმა მოიპოვეს - 77:72.

სეზონის პირველ ნახევარში ხშირი იყო შემთხვევა, როცა საქართველოს ნაკრების ყოფილი უკანახაზელი ტაირონ ელისი მოედანს უქულოდ ტოვებდა. იანვრის ბოლოდან კი იგი ბომბარდირულ თვისებებს იბრუნებს. "ესტუდიანტესის" ბოლო მატჩში ელისმა სულაც 25 ქულა ჩააგდო და მადრიდელებს კატალონიაში ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდთან" მოაგებინა - 95:86.

ელისმა ქულათა უხვი რაოდენობა 22 წუთში მოაგროვა (5-დან 2 ორქულიანი, 11-დან 7 სამიანი), რასაც 3 მოხსნა მიამატა. ტაირონს თანაგუნდელი სერხიო სანჩესი დაეხმარა - 16 ქულა, 10 პასი.

...ხოლო, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ლეგიონერის, ჰოსლის დამაჯერებელი თამაში "ხუვენტუდს" წარმატებისთვის არ ეყო. ქუინტონმა 32 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.

დაგვრჩა კიდევ ერთი ქართველ-ამერიკელი, ტორინ გრინი, რომლის "გრან კანარიამ" მეოთხეადგილოსან "კახა ლაბორალს" 70:68 სძლია.

კანარელებმა პირველი ტაიმი 27:37 წააგეს, თუმცა მესამე პერიოდში თამაში გამოასწორეს და ბოლო წამებამდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. ვინ გაიმარჯვა და რა სხვაობით, ზემოთ გითხარით.

ტორინ გრინმა 22 წუთი ითამაშა და მონაგარი მხოლოდ 1 პასით შეივსო (5 სამქულიანი ააცილა).

აქვე გეტყვით, რომ ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" "ალიკანტეს" სტუმრად 77:67 აჯობა. ქართველი ახალგაზრდა განაცხადში არ იყო.

გრინისა და ბურჯანაძის გუნდებს 20 მატჩდან 10 აქვთ მოგებული და მეცხრე-მეათე ადგილებს ინაწილებენ. ერთით მეტი გამარჯვება აქვს ჰოსლის "ხუვენტუდს", რომელიც საპლეიოფო ზონაშია (მე-8 ადგილზე). "ესტუდიანტესს" 9 მოგება უწერია და მე-12 პოზიციაზეა, ერთით ნაკლები გამარჯვებითა და ამდევივე საფეხურით ქვემოთაა ცქიტიშვილის "ლაგუნ არო".

ესპანეთში უახლოესი მატჩები 10 თებერვალს გაიმართება. სამეფო თასზე "გრან კანარია" და "ხუვენტუდი" იასპარეზებენ. პირველი "რეალს" დაუპირისპირდება, მეორე - "ბარსელონას".

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა