საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა "პეპინსტერს" გაამარჯვებინა
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ბელგიის ჩემპიონატში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან "ლეუვენთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში 24 წუთი ითამაშა, 17 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 8-8 ორქულიანი და საჯარიმო ისროლა, რომელთაგან 6 ორიანი და 5 თავისუფალი ტყორცნა გამოიყენა.

საყურადღებოა, რომ 7-დან 5 მოხსნა მან მეტოქის ფარზე მიითვალა. კიდევ ერთი შვიდიანი: შენგელიამ მეტოქეებს წესები სწორედ 7-ჯერ დაარღვევინა. თორნიკეს (რომელიც 7-ნომრიან მაისურს ატარებს) პარალელურად კარგად ითამაშა მისმა თანაგუნდელმა სტეფონ ჯექსონმა, რომელმაც 25 ქულა ჩააგდო. მათი დამაჯერებელი გარჯა "პეპინსტერის" გამარჯვების საწინდარი გახდა, რომელმაც "ლეუვენს" სტუმრად 83:73 სძლია.

მატჩის შემდეგ თორნიკემ გვითხრა:

- პირველ წრეში "ლეუვენთან" მოგება გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ მეტოქემ ჩვენსავე მოედანზე დაგვამარცხა. მას მერე "პეპინსტერში" ბევრი რამ შეიცვალა და განმეორებით შეხვედრაში დამსახურებულად მოვიგეთ. ძალიან საინტერესო მატჩი გამოვიდა. მეც კარგად ვითამაშე და მთლიანად გუნდმაც.

შეიძლება ზოგმა არ იცის, რა ცვლილებები განხორციელდა "პეპინსტერში" პირველი წრის მერე. მოგახსენებთ: ჩემპიონატის დასაწყისში წარუმატებელი გამოსვლის გამო მთავარი მწვრთნელი შეცვალეს და გუნდის თავკაცად აარონ მაკკარტის დანიშვნის შემდეგ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა: მოგებების რაოდენობამაც იმატა და შენგელიას სათამაშო დრომაც.

სადღეისოდ, "პეპინსტერს" 5 გამარჯვება, 10 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. მერვე პოზიციას პეპინსტერელებმა თავი სწორედ ბოლო ტურში, "ლეუვენის" ძლევით დააღწიეს.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა