"ოლიმპიამ" ადრიატიკის თასზე ლიდერობა ბოსნიაში, "შიროკისთან" მინიმალური სხვაობით დამარცხების გამო დათმო
ადრიატიკის თასზე გიორგი შერმადინის "ოლიმპიამ" ლიდერობა დათმო. სლოვენიელებმა კვირას ღამით ბოსნიაში "შიროკის" წინააღმდეგ ითამაშეს და მინიმალური სხვაობით დათმეს - 85:86.

20 ტურის შემდეგ ოლიმპიელებს 12 მოგება აქვთ და ცხრილში მესამე ადგილზე არიან. პირველ-მეორე პოზიციებს სერბული "პარტიზანი" და სლოვენიური კრკა ინაწილებენ. მათ 13-13 გამარჯვება უწერიათ.

გიორგი შერმადინმა ბოსნიაში 21 წუთში 16 ქულა ჩააგდო, რაც მისი საევროპო რეკორდია (ოფიციალურ შეხვედრებში). როგორც ჩანს, იგი მონაგარს ნელ-ნელა აუმჯობესებს: "ბარსელონასთან" 14 ქულა ჰქონდა, "მაკაბისთან" - 15, ახლა - 16. გიორგიმ "შიროკისთან" 8-დან 7 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. 16 ქულის გარდა მის ანგარიშზე 5 მოხსნა და 2 ჩაჭრაა.

"ოლიმპიას" ბომბარდირი სასტარტო ცენტრი კევინ პინკნი გახდა, რომელმაც 19 წუთში 22 ქულას მოუყარა თავი. განაცხადში იყო და არ უთამაშია ვლადიმერ ბოისას.

შენგელიას 10 ქულა და "ბარსელონას" მარცხი ვალენსიაში | ბურჯანაძის გუნდმაც წააგო
შერმადინი "ტენერიფეს" უკაპიტნებს | ესპანეთის უმაღლეს ლიგაში 4 ქართველი ითამაშებს
[VIDEO] შენგელიას წარუმატებელი დებიუტი - "ბარსელონა" "ჰაპოელ თელ ავივთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო | ნაკრები ალიკანტეში შეიკრიბა
"სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია" - ჰოილუნდი "პარტენოპეიში" ბედნიერია
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
"გოჩოლეიშვილის პროგრესი აშკარაა" - რას წერს გერმანული გამოცემა ქართველ მცველზე?
პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა შემტევის შეძენას ცდილობს
"კაირატის" გულშემატკივარმა "რეალთან" მატჩის ბილეთში BMW გაცვალა
ვიერიმ "სან სიროს" დანგრევასა და მის ადგილას ახალი სტადიონის აშენებაზე ისაუბრა
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
ამის გამო ესპანეთის ნაკრებში თამაშზე უარს აცხადებდა - ვინ შეცვლის საქართველოსთან და ბულგარეთთან მატჩში ტრავმირებულ ლამინ იამალს
გიორგი შერმადინის 25-ე MVP და ესპანეთის ჩემპიონატის რეკორდი!
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა