ზოგს ჩემპიონთა ლიგა ესიზმრება, ზოგი კი გადარჩენაზე ოცნებობს
როგორ ითამაშებს ბუნდესლიგის მომავალ ტურში მიუნხენის "ბაიერნი", რომელმაც ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში, "იუვენტუსთან" უმძიმესი, 120-წუთიანი ომი გადაიტანა?

აი, სწორედ ასე ჟღერს გერმანიის ჩემპიონატის მორიგი, 27-ე ტურის მთავარი კითხვა. რეკორდმაისტერი, რომელიც დორტმუნდის "ბორუსიას" ხუთი ქულით უსწრებს, შაბათს კიოლნში ჩადის და ლოგიკურად, იოლი გასეირნება არ ელოდება. "დორტმუნდი" კი კვირას, აუგსბურგში ითამაშებს.

მანამდე კი სხვა შეხვედრებია. უფრო სწორად, ბუნდესლიგის მორიგი ტური დღეს, ტრადიციულად, პარასკევის შეხვედრით იწყება, რომელშიც სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს - მეხუთეადგილოსანი "შალკე" მეოთხე პოზიციაზე მყოფ "გლადბახს" მასპინძლობს და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ორივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გელზენკირხენელებს წინა ტურშიც ასეთი მნიშვნელოვანი დუელი ჰქონდათ ბერლინში, "ჰერტასთან" და იქ 0:2 დამარცხდნენ. შესაბამისად, "შალკესთვის" "გლადბახთან" გამარჯვება უაღრესად მნიშვნელოვანია. მიონხენგლადბახელებმა კი წინა ტურში "აინტრახტი" 3:0 დაამარცხეს და სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ გადაასწრეს "შალკეს". ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია "შალკეს" უკანახაზელ ნოიშტედტერისთვის, რომელიც ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ ითამაშებს.

"გლადბახი" ძალიან ძლიერი და რთული მეტოქეა. ეს არის გუნდი, რომელიც ხან სამი მცველით თამაშობს, ხან ოთხით, ხანაც ხუთით", - აცხადებს ნოიშტედტერი.

შეუძლია "კიოლნს" "ბაიერნთან" თუნდაც ფრის მიღწევა?

"იუვენტუსთან" გადატანილი ურთულესი ბრძოლის შემდეგ "ბაიერნს" კიოლნში თამაში უწევს. "კიოლნი" ამ სეზონში საკმაოდ სტაბილური გუნდია: "თხებს" 8 მოგება, 9 ფრე და 9 წაგება აქვთ.

შესაბამისად, ცხრილის შუაში, მე-9 ადგილზე იმყოფებიან და, რაც მათთვის ყველაზე მთავარია, მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე არ ემუქრებათ. მიუხედავად "კიოლნის" სტაბილურობისა, "ბაიერნი" (თუნდაც გადაღლილი "ბაიერნი") ამ შეხვედრაში მაინც აშკარა ფავორიტია, თუმცა თუ "კიოლნს" მშვენიერი დღე გაუთენდა, გამორიცხული არაფერია.

"თხების" მწვრთნელ პეტერ შტიოგერს ცოლერის დაბრუნება ახარებს. სერიოზული არც გერჰარდტისა და ფოგტის ტრავმები აღმოჩნდა და "ბაიერნთან" ისინიც ითამაშებენ.

თუ "ვოლფსბურგი" "დარმშტადტსაც" ვერ მოუგებს...

გერმანიის თასის მფლობელი და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალისტი "ვოლფსბურგი" ამ ტურში "დარმშტადტს" მასპინძლობს. "მგლებს" მიმდინარე სეზონში ცუდად აქვთ საქმე: მე-8 ადგილზე არიან და ჩემპიონთა ლიგას ვინ ჩივის, ლამისაა, ევროპალიგის საგზურიც საოცნებო გაუხდეთ.

ამიტომაცაა "ვოლფსბურგისთვის" უაღრესად მნიშვნელოვანი ამ ტურში გამარჯვება, მაგრამ ქულები "დარმშტადტსაც" ძალიან სჭირდება. წინა ტურში დარმშტადტელებმა "აუგსბურგთან" ორბურთიანი უპირატესობა გაანიავეს და მარცხის შემთხვევაში გასავარდნ ზონას ძალიან მიუახლოვდებიან - მე-17 ადგილამდე სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ "დარმშტადტს" ამ სეზონში გასვლით შეხვედრებში 19 ქულა აქვს აღებული, რაც ბუნდესლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია - მესამე ადგილი სტუმრად აღებული ქულებით.

დარჩება "მაინცი" ექვსეულში?

ბრემენის "ვერდერი" მე-15 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, რადგან გასავარდნ ზონამდე სამი ქულა და ერთი ნაბიჯი აშორებს. "მუსიკოსების" თავკაც ვიკტორ სკრიპნიკს "წყალი შეუდგა" და წამყვანი ფეხბურთელებიც ხელიდან ეცლებიან.

ნახევარმცველები, ველიკოვიჩი და იატაბარე ტრავმირებულები არიან. კითხვის ნიშნის ქვეშაა მთავარი დამრტყმელი ძალის, ვეტერანი კლაუდიო პისაროს ასპარეზობაც. წინა ტურში "ვერდერმა" მიუნხენში 0:5 წააგო და ბრემენელები აბსოლუტურად უიმედოდ გამოიყურებოდნენ.

"ვერდერს" ამჯერად "მაინცთან" ექნება საქმე - კლუბთან, რომელმაც ორიოდე ტურის წინ "ბაიერნის" დამარცხება შეძლო (თანაც, მიუნხენში) და რომელიც მეექვსე ადგილზეა, რაც ევროპალიგაში ასპარეზობის პერსპექტივაა.

გაგრძელდება "ჰერტას" ფურორი?

სეზონის მთავარი სენსაცია, ბერლინის "ჰერტა" კი "ინგოლშტადტს" მასპინძლობს.

"შალკესთან" უმნიშვნელოვანესი მატჩის მოგების შემდეგ (2:0) დედაქალაქელებმა მესამე ადგილზე პოზიციები გაიმყარეს - "ჰერტას" ფეხბურთელებს, მწვრთნელს, შეფებს და გულშემატკივრებს ღამღამობით, სიზმრებში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი ჩაესმით ხოლმე. მეტოქე "ინგოლშტადტი" კი "კიოლნივითაა" - 33 ქულით ცხრილის შუაშია და სანერვიულო არაფერი აქვს.

შაბათის საღამოს მატჩი კი ამ ტურში გადარჩენისთვის ბრძოლის ერთგვარი ფინალია: მე-16 ადგილზე მყოფი "აინტრახტი" აუტსაიდერ "ჰანოვერს" მასპინძლობს.

თომას შააფის გუნდმა ფრანკფურტშიც რომ წააგოს, ცალი ფეხით მეორე ბუნდესლიგაში იქნება, "აინტრახტს" კი, როგორც იცით, ნიკო კოვაჩის სახით ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც გუნდს საკუთარი პუბლიკის წინაშე პირველად გაიყვანს. ისე კი, კოვაჩის დებიუტი წინა ტურში შედგა და უიღბლო გამოდგა - "აინტრახტი" მიონხენგლადბახში 0:3 დამარცხდა.

კვირას პირველი შეხვედრა "შტუტგარტისა" და "ლევერკუზენის" დუელია, ხოლო ტურს "აუგსბურგისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირება დახურავს.

პარასკევი. 18 მარტი

შალკე-გლადბახი 23:30

დისკვალიფიკაცია: ჟუნიორ კაისარა

ტრავმა: ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - ალვარო დომინგესი, იანტჩკე, შტრანცლი, ვენდტი, ნ. შულცი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 85 მატჩი: +25=25-35 (98-141)

შაბათი. 19 მარტი

ვოლფსბურგი-დარმშტადტი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ბენალიო, იუნგი, ნალდო, სეგუინი, ბენდტნერი, დოსტი - შტორ-ენგელი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 მატჩი: +1=0-0 (1-0)

ჰამბურგი-ჰოფენჰაიმი 18:30

დისკვალიფიკაცია: ნ. მიულერი

ტრავმა: გიოტცი, დრმიჩი - გრალი, შვეგლერი, ჰერდლინგი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 15 მატჩი: +6=3-6 (15-26)

ვერდერი-მაინცი 18:30

დისკვალიფიკაცია: - დონატი

ტრავმა: ვოლფი, ცეტერერი, შტერნბერგი, ველიკოვიჩი, ბარგფრედე, იოჰანსონი - კლემენტი, სოტო, ბერგრეენი, მუტო

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 მატჩი: +10=4-5 (34-23)

კიოლნი-ბაიერნი 18:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - ბადშტუბერი, ბოატენგი, ხავი მარტინესი, რობენი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +4=1-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 85 მატჩი: +23=22-40 (115-167)

ჰერტა-ინგოლშტადტი 18:30

დისკვალიფიკაცია: - ჰიუბნერი

ტრავმა: ლანგკამპი, ალაგუი, კურტი - ლეველსი, დანილო

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 მატჩი: +1=0-0 (1-0)

აინტრახტი-ჰანოვერი 21:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ანდერსონი, ფლუმი - ფელიპე, ანდრეასენი, ბეხი, ბენშოპი

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +1=0-5

ურთიერთშეხვედრები

სულ 49 მატჩი: +14=16-19 (71-74)

კვირა. 20 მარტი

შტუტგარტი-ლევერკუზენი 18:30

დისკვალიფიკაცია: - იედვაი

ტრავმა: ბარბა, ფერატი, გროსკროიტცი, გინჩეკი, ჰარნიკი - ბიონიში, ჰილბერტი, თოფრაქი, არანგისი, ლ. ბენდერი, კამპლი

ბოლო 6 მატჩი

+2=2-2 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 73 მატჩი: +22=19-32 (99-126)

აუგსბურგი-დორტმუნდი 20:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: კალსენ-ბრაკერი, ოპარე, ტროხოვსკი - ს. ბენდერი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +5=1-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 9 მატჩი: +1=2-6 (9-25)

ბომბარდირები: 24 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - თომას მიულერი (ბაიერნი); 14 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი); 13 - რაფაელი (გლადბახი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
"ნაპოლიმ" "კრემონეზე" გაანადგურა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში
"თუ გააბედნიერებს, წავიდეს" - ფაბრეგასს "ჩელსისკენ" გზა ეხსნება
სკანდალის დასასრული - UEFA-მ პრესტიანი 6 მატჩით დასაჯა
მბაპე ტრავმირებულია - "რეალს" მორიგი პრობლემა აქვს
დაბრუნება "რეალში" თუ კვლავ "ბენფიკაში" მუშაობა - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსი შეუჩერებელია - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონს" მესამე მატჩიც მოუგო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
მატჩის დღე - პსჟ "ბაიერნამდე" ლიდერობის გასამყარებლად!
"ვინც მე მენდო, ტიტულებით დაამთავრა" - ტენ ჰაგი "ლევერკუზენიდან" გათავისუფლებას გამოეხმაურა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა
"ბაიერნმა" ნოიერის შემცვლელს კონტრაქტი გაუფორმა
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] მძიმე მატჩი ლევერკუზენში - "არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე პირველი მატჩი ვერ მოიგო
მილოტ რაშიცა: გაზაფხულზე კოსოვოელები ისტორიას შევქმნით
"ბაიერნმა" კაცნაკლული "ვერდერი" სახლში დაამარცხა [VIDEO]
"ბაიერნი" "დორტმუნდს" 4 ქულით გაექცა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
"ბაიერნი" თასის ფინალში გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრების ნერვებზე თამაშობს [VIDEO]
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმმა" სახლში მარცხი განიცადა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
პოსტეკოღლუმ შესაძლოა, "ლევერკუზენში" ტენ ჰაგი შეცვალოს
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
ოფიციალურად: იურგენ კლინსმანი ბუნდესლიგას დაუბრუნდა
სუპერუიღბლო ბუნდესლიგიდან - "ვერდერის" მცველს არ გაუმართლა [VIDEO]
სამაგალითო სოლიდარობა: "ჰერტას" ახალგაზრდულმა გუნმა თამაში რასიზმის გამო შეწყვიტა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"ქალს საბანკო რეკვიზიტები ვთხოვე, შემდეგ კი..." - აი, ასე იძია ბონიფასმა შური
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ზივზივაძის ერთი ტაიმი და "ჰაიდენჰაიმის" მარცხი "გლადბახთან"
"ჰერტა" სუპერკლუბობას ლამობს - ჯაკას, გიოტცეს და დრაქსლერის შეძენას შეეცდება
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კანი "რეალზე": ახლა გასაგებია, როგორ მოახერხეს ჩემპიონთა ლიგის 15-ჯერ მოგება
Kicker: ნიკო კოვაჩი მომავალი სეზონიდან კვლავ ბუნდესლიგაში იმუშავებს
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - "ჰამბურგი" "გლადბახს" ფრედ ეთამაშა
ბუნდესლიგა. XXX ტურის წინ: ვისი მუსიკა დაუკრავს მიუნხენში?
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
"ჰერტამ" ჯაკას სანაცვლოდ "არსენალს" კარგი თანხა შესთავაზა, ლონდონელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
კშიშტოპ პიონტეკი "ჰერტაში" გადადის - ის უკვე ბერლინშია
"უნდა ვაღიაროთ, რომ "ბაიერნი" ევროპაში საუკეთესო კლუბია