ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს 25 მარტს "ამსტერდამ არენაზე" ჰოლანდიასთან ელოდება ჭიდილი
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს 25 მარტს "ამსტერდამ არენაზე" ჰოლანდიასთან ელოდება ჭიდილი. 29 მარტს კი "მამლები" პარიზში "სტად დე ფრანსზე" რუსებს შეებმებიან. შესაბამისად, დიდიე დეშამმა ის ამალა გაგვიმხილა, რომელსაც ამ მატჩებზე იახლებს. ფრანგთა თავკაცმა არ დაუძახა ფრანკ რიბერის, რომელმაც ნაკრებში დაბრუნების სურვილი გამოთქვა. გრძელდება ქარიმ ბენზემას დისკვალიფიკაციაც.

ნაკრებში ერთი დებიუტანტია - ნ’გოლო კანტე. 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი მიმდინარე ინგლისის ჩემპიონატში შთამბეჭდავია და "ლესტერის" სენსაციური წარმატებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. კანტემ, რომელსაც მალის ნაკრებშიც შეეძლო თამაში, ადგილი წაართვა მორგან შნედერლენს, "მანჩესტერის" შუახაზელი ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის.

მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი), ბენუა კოსტელი (რენი)

მცველები: პატრის ევრა (იუვენტუსი), ბაკარი სანია (სიტი), მამადუ სახო (ლივერპული), რაფაელ ვარანი (რეალი), ლორენ კოშელნი (არსენალი), კრისტოფ ჟალე (ლიონი), ლუკა დინი (რომა), ჟერემი მატიო (ბარსელონა)

ნახევარმცველები: იოან კაბაი (კრ. პალასი), ბლეზ მატუიდი (პსჟ), მუსა სისოკო (ნიუკასლი), ლასანა დიარა (მარსელი), პოლ პოგბა (იუვენტუსი), დიმიტრი პაიე (ვესტ ჰემი), ნ’გოლო კანტე (ლესტერი)

თავდამსხმელები: ოლივიე ჟირუ (არსენალი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), ანდრე-პიერ ჟინიაკი (ტიგრესი), ანტონი მარსიალი (მანჩესტერი), კინგსლი კომანი (ბაიერნი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა