საქართველოს პირველი ჩოგანი მიდლენდის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია

ორშაბათი ჩოგბურთში რეიტინგების განახლების დღეა და ჩვენც მსოფლიო კლასიფიკაციაში ქართველ სპორტსმენთა ახალ მდგომარეობას გაგაცნობთ.

წინასწარ დავწერთ, რომ ცვლილებები მცირეა, ეკა გორგოძეს კი მალიორკაში ტურნირის მოგებისთვის კუთვნილი 12 ქულა მომავალ ორშაბათს დაერიცხება და მაშინ წაიწევს რეიტინგში. ქალები: 129 (-) ანა ტატიშვილი - 540 ქულა; 192 (+1) ოქსანა კალაშნიკოვა - 310; 234 (+5) მაკა ჩახნაშვილი - 235; 280 (-2) სოფიო შაფათავა - 180; 286 (+5) თათია მიქაძე - 176; 416 (-3) სოფიო ქვაცაბაია - 87; 592 (-1) მანანა შაფაქიძე - 44; 625 (-2) ეკა გორგოძე - 39; 1154 (-5) ანა ჯიქია - 3. ვაჟები: 634 (-2) ნიკოლოზ ბასილაშვილი - 31 ქულა; 860 (-) ლადო ჩიხლაძე - 11.

შეგახსენებთ, რომ კვირას ეკა გორგოძემ 19 წლის ასაკში პროფესიულ კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, მან მალიორკაში კალა მიორის კორტებზე 10-ათასიან ტურნირში იყოჩაღა. მალიორკაშივე ახალი, ანალოგიური საპრიზო ფონდის შეჯიბრი იწყება, სადაც გორგოძე და ქვაცაბაია ძირითად ბადეში გამოვლენ. მანამდე კი ორი ჩვენებური ცდიდა ძალებს საკვალიფიკაციო წრეში.

მარიამ სხირტლაძემ ესპანელ კარლა მოსეტესთან წააგო - 0:6, 2:6, ხოლო მარიამ ქურასბედიანმა გეიმიც ვერ აართვა იტალიელ ჯულია მასტელონეს - 0:6, 0:6. მართალია, ქურასბედიანი 15 წლის დებიუტანტია, მაგრამ არც მისი მეტოქე იყო გამოცდილი, 16 წლის იტალიელი ურეიტინგო ჩოგბურთელია.

საქართველოს პირველი ჩოგანი ანა ტატიშვილი ამერიკაში, მიდლენდის საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებს, რომლის საპრიზო ფონდი 100 ათასი დოლარია.

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა