ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რა დონეზეა ქალთა ფეხბურთი საქართველოში - ინტერვიუ ნინო სორდიასთან

რა დონეზეა ქალთა ფეხბურთი საქართველოში - ინტერვიუ ნინო სორდიასთან

ნაკრების სიახლეებსა და ეროვნული ჩემპიონატის სისტემაზე ქალთა ფეხბურთის პრეზიდენტ ნინო სორდიას ვესაუბრეთ
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია.

როგორც გაჟღერდა, უახლოეს მომავალში ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებაც იგეგმება. ნაკრების სიახლეებსა და ეროვნული ჩემპიონატის სისტემაზე ქალთა ფეხბურთის პრეზიდენტ ნინო სორდიას ვესაუბრეთ.

- ბოლო პერიოდში ქალთა ფეხბურთმა საგრძნობი პროგრესი განიცადა...

- ყველა ხედავთ, ალბათ, ჩვენს პროგრესს და ეს კარგია. გოგონებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლიეს. ძირითადი შეხვედრები მალტაში გაიმართა და შემდეგ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ. ამ ეტაპზე ვემზადებით შესარჩევისთვის, რომელიც 12 აპრილს ჩეხეთში გვექნება. 3 აპრილიდან ეროვნული ნაკრები შეკრებაზე გადავა, 11 აპრილს კი ჩეხეთში გაემგზავრება, კერძოდ, ოპავაში.

- როგორია გუნდის მზადების პროცესი?

- იცით, ალბათ, რომ ნაკრებებში მწვრთნელები შეიცვალნენ და მათი ხელშეწყობით გუნდი მთელი მონდომებით, დატვირთვით ვარჯიშობს.

- ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან გაქვთ ხელშეწყობა?

- კი, ძალიან დიდი. ყოველგვარი პრობლემის გარეშე ბაზაზე სტადიონი გამოგვეყო - გოგონები დღეში ერთხელ, ზოგჯერ - დღეში ორჯერ ვარჯიშობენ იმისდა მიხედვით, რამდენად შესაძლებელია სტადიონზე ვარჯიში.

- მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანს იყენებთ?

- მოგეხსენებათ, 17-წლამდელთა ნაკრებს ახლა ელიტრაუნდი ჰქონდა. ამდენად, სტადიონი მთლიანად დატვირთული იყო, მაგრამ სათადარიგო სტადიონსაც ვიყენებთ, კი.

გარდა ამისა, ფეხბურთის ფედერაციამ გამოგვიყო 2 ოთახი იმ გოგონებისთვის, რომლებსაც არ აქვთ თბილისში გასაჩერებელი ადგილი და ისინი აქ ცხოვრობენ. კვება, განთავსება და ყველაფერი, რაც კი სჭირდებათ, თავის თავზე ფეხბურთის ფედერაციამ აიღო.

- ასაკობრივ ნაკრებებზეც მოგვიყევით...

- 24 მარტიდან 16-წლამდელთა ნაკრებს 10 დღით ვუშვებთ ლაგოდეხში, სადაც ჩვენი სამწვრთნელო ბაზაა. 4 აპრილს ჩამოვლენ თბილისში, რომ ბულგარეთის საკონსულოში შევიყვანოთ. შემდეგ ისევ შეკრება გვაქვს, 16-ში კი ოფიციალურ საერთაშორისო ამხანაგურ ტურნირზე წავლენ, რომელიც ყოველწლიურად ისეთ ქვეყნებში ტარდება, სადაც ქალთა ფეხბურთი ნაკლებად განვითარებულია. წელს ბულგარეთში მივდივართ. ტურნირი უეფას ეგიდით ტარდება. შარშან მოლდოვაში ჩატარდა, მანამდე აზერბაიჯანში...

ასევე გვყავს წელს 19-წლამდელთა ნაკრები. საერთოდ კი, 4 ნაკრები არასდროს გვყოლია - 16, 17, 19-წლამდელები და ეროვნული ნაკრები. ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, დიდი პასუხისმგებლობაა და გვსურს, ყველა ასაკში დადებითი შედეგი ვაჩვენოთ.

- დაფინანსების კუთხით ხომ არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა?

- დღესდღეობით, როგორც გვაძლევდა უეფა თანხას, ისევე გვაძლევს. ფეხბურთის ფედერაცია გვერდში გვიდგას და, გარკვეულწილად, სახელმწიფოც გვეხმარება ამ თანხების გადანაწილებაში.

- საუბარი იყო ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებაზეც...

- დიდი ხნის შესვენების შემდეგ, 2014 წელს ჩავატარეთ 5-დღიანი ეროვნული ჩემპიონატი ზუგდიდში. ახლა გამართული სახით ვაპირებთ ჩატარებას. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნებოდა, გვითხრა, რომ ქალთა ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლისთვის ეროვნული ჩემპიონატი აუცილებელია.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენი პირველი და უმთავრესი პრობლემა სწორედ ეროვნული ჩემპიონატის არქონა იყო.

- როდის დაიწყება ჩემპიონატი და რამდენ ხანს გასტანს ის?

- ჩემპიონატს 26 აპრილს ვიწყებთ და იგი ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.

- გუნდების ვინაობა ცნობილია?

- განაცხადები მიღებული გვაქვს, დიახ. ჩვენ ვთვლიდით და ვანგარიშობდით, რომ მონაწილეობას 8 გუნდი მიიღებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ 6-მა გუნდმა გამოთქვა სურვილი. პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ დავიწყეთ აღწერა ქალთა ფეხბურთში, რეალურად რამდენი ფეხბურთელი გოგონაა. უნდა ითქვას, რომ 8 რეგიონმა გადმოგვიგზავნა მონაცემები, მაგრამ ასაკი არის ძალიან პატარა. თუ 8 გუნდი იქნებოდა, 16 თამაში უნდა ჩატარებულიყო და ფიზიკურად ვერ დაძლევდნენ ბავშვები, რომლებიც ძირითადად მინი-სტადიონზე თამაშობდნენ და მათთვის დიდი დატვირთვა იქნებოდა, თანაც უშედეგო - შეიძლება ცუდად გამხდარიყვნენ და პრობლემები გასჩენოდათ.

ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას 16 წელს ზემოთ მოთამაშეები მიიღებენ. გამართული სახით იქნება ჩემპიონატი და გახსნას კარგს ვვარაუდობთ.

- სად ითამაშებენ ეს გუნდები?

- გუნდები ითამაშებენ საფეხბურთო კლუბების სტადიონებზე. ეს საკითხიც მოგვარებულია.

- რამდენიმე დღის წინ თბილისში უეფას დელეგაციაც იყო ჩამოსული. რა მიზანს ემსახურებოდა მათი ვიზიტი?

- უეფას დელეგაციის ეს ჩამოსვლა უკვე მესამე იყო - კიდევ ორ ჩამოსვლას გეგმავენ. ისინი, ძირითადად, ქალთა ფეხბურთის განვითარებაზე მუშაობენ იმ ქვეყნებში, სადაც ეს ნაკლებადაა განვითარებული. უეფამ რამდენიმე მითითება მოგვცა, შევქმენით პროგრამა და ძალიან მოეწონათ.

ვგეგმავთ ფესტივალის ჩატარებას. რეგიონები, რომლებმაც ეროვნული ჩემპიონატისთვის გადმოგვცეს სიები და არიან პატარა ასაკის, ვერ ხვდებიან ჩემპიონატში. გული რომ არ გაუტყდეთ და არ დაგვეკარგონ, გადავწყვიტეთ, ამ ასაკში ფესტივალი ჩავატაროთ. ეს იდეა ძალიან მოეწონათ და დაგვპირდნენ, რომ სტუმრებიანად ჩამოვლენ.

ფესტივალი, ძირითადად, რეგიონებში ჩატარდება და ასევე, ვაპირებთ სკოლბურთის გამართვასაც..

სკოლბურთს დავიწყებთ მაისის დასაწყისიდან. ამ ტურნირზე ჩამოვა უეფაში ქალთა ფეხბურთის განვითარების კოორდინატორი და გვეყოლება ესპანელი ფეხბურთელი გოგონა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის თავის ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის განვითარებაში.

2016 წლის ბოლოსკენ უეფა ქალ-მწვრთნელთა განათლების სამწვრთნელო კურსებს დაგვიფინანსებს. თავდაპირველად, ეს კურსები მხოლოდ მწვრთნელებს მოიცავს, შემდეგ კი მსაჯებზეც იგეგმება.

-  ქალთა ფეხბურთი. საემიროები-საქართველო 0:3 [VIDEO]

-  ერთადერთი ქართველი, ვინც "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაში გაუტანა [VIDEO]

-  ის რაც ქართველმა კაცებმა ვერ შეძლეს

"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

კვარაცხელია: კაპიტნობა დიდი ტვირთია - იმედი მაქვს, ისე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც გვეკადრება

21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ

ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი

"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს

თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება

მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება

"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა

ჯერ პრემიერ ლიგაში დარჩით და მერე მოვალო - დე ძერბიმ "ტოტენჰემს" თანხმობა უთხრა

სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა

U21 | ახალგაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - პირველი ვარჯიში წყალტუბოში

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო

გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება

რეკორდსმენი გვარდიოლა - პეპის მორიგი მიღწევა ინგლისურ ფეხბურთში

თავის აღზრდილს დაიბრუნებენ? - "რეალი" კარვახალის შემცვლელს ეძებს

ანტი-რეკორდის გამეორება 100 წელზე მეტი ხნის შემდეგ - "ტოტენჰემი" ღრმა კრიზისშია

38 წლის ასაკში დიმიტრი პაიემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

[VIDEO] მესიმ პელეს გადაუსწრო - ლეოზე წინ ახლა მხოლოდ ჟუნინიოა

გრიზმანის ევროპული კარიერა სრულდება - ფრანგი MLS-ს მიაშურებს

"ფანტასტიური ფეხბურთელია... ხვიჩას ამის გასაანალიზებლად დრო სჭირდებოდა" - რუდი გარსიამ კვარაცხელიაზე ისაუბრა

უეფას წარმომადგენლები საქართველოში ქალთა ფეხბურთით დაინტერესდნენ

ფრანკ დე ბური: სასაცილოა - რატომ უნდა გადაუხადონ მამაკაც და ქალ ფეხბურთელებს ერთნაირი ხელფასი?

ᓔᓛᓘᓒᓠᕐᓜᓢᕘᓡ ᕨᓕᓘᓚᓘ ᓡᓐᓥᓐᕠᓗᓕᓔᓚᓝᓡ ᓥᓐᓚ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᕔᓚᓗᓐ ᓜᓐᕙᓠᕔᓑᓨᓘ?

13 აპრილს საქართველოს რიგით მეოთხე ქალთა ეროვნული ჩემპიონატი იწყება

ქალთა საფეხბურთო ლიგა დაიწყო: ადიგენში 17 გოლი გავიდა

ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატს ფეხბურთში მილიარდზე მეტმა ადამიანმა უყურა

ქალთა ლიგის ცენტრალური მატჩი ჩაიშალა - მოქმედი ჩემპიონი "ლანჩხუთის" კამერებმა გააბრაზა

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი ტური ჩატარდა [VIDEO]