ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

დიდი სანაკრებო ბატალიების მოლოდინში - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და სხვები

დიდი სანაკრებო ბატალიების მოლოდინში - ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი და სხვები

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები ცდილობენ, რომ ეს პერიოდი ნაყოფიერად გამოიყენონ. ტენდენცია ასეთია - ჩემპიონატის ფავორიტები მოახლოებულ ტესტებზე ძლიერ მეტოქეებთან შეეცდებიან ძალების მოსინჯვას.

აი, მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში კი უფრო სუსტ გუნდებთან იპაექრებენ, რათა ევროფორუმის წინ ზედმეტად არ დაიტვირთონ და კარგი განწყობა შეიქმნან.

მოკლედ, გრანდებს ყველაფერი გაწერილი აქვთ და, როგორც აღვნიშნეთ, წინ მეტად საინტერესო მატჩები გველის. მაგალითად, 24 მარტს იტალია უდინეში ესპანეთს უმასპინძლებს, 29-ში კი მიუნხენში გერმანიას ესტუმრება.

გერმანიის ნაკრები იტალიასთან თამაშამდე ინგლისთან მოსინჯავს ძალებს და ესეც უაღრესად საინტერესო პაექრობაა. ინგლისელები გერმანიასთან თამაშის შემდეგ, ჰოლანდიას გაეჯიბრებიან. ჰოლანდია ინგლისის გარდა, საფრანგეთთანაც აპირებს გაჯიბრებას. მოკლედ, წინ უაღრესად პრინციპული და საინტერესო მატჩები გველის.

ჩვენ უკვე შემოგთავაზეთ ხუთი მოწინავე ნაკრების შემადგენლობა, ახლა კი სხვების შემადგენლობასა და ბოლო დღეებში მომხდარ ცვლილებებს შემოგთავაზებთ.

ბელგია აზარის გარეშე

ევროპის ჩემპიონატის სხვა ფავორიტებისგან განსხვავებით, მხოლოდ ერთ მატჩს ჩაატარებს ბელგიის ნაკრები და საკუთარ კედლებში პორტუგალიას დაუხვდება. 29 მარტს, ბრიუსელში მართლაც საინტერესო მატჩი შედგება, რადგან ერთმანეთის პირისპირ ტურნირის ფავორიტები წარსდგებიან.

ერთი მხრივ, ბელგიის ნაკრები, რომელსაც უამრავი კარგი ფეხბურთელი ჰყავს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ ადგილზეა მსოფლიოს რეიტინგში და მეორე მხრივ, პორტუგალია კრიშტიანო რონალდოსთან ერთად.

ბელგიელთა თავკაცმა მარკ ვილმოტსმა იმ ფეხბურთელების გვარები დაასახელა, რომლებსაც პირენეელებთან პაექრობაში დაეყრდნობა. აქვე ვთქვათ, რომ მოახლოვებულ მატჩს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ედენ აზარი გამოტოვებს, რომელიც დაშავებულია...

მეკარეები: ტიბო კურტუა (ჩელსი, ინგლისი), სიმონ მანოლე (ლივერპული, ინგლისი), ჟან-ფრანსუა ჟილე (მეჰელენი).

მცველები: ტობი ალდერვეირელდი (ტოტენჰემი, ინგლისი), ნიკოლას ლომბერტსი (ზენიტი, რუსეთი), დერდიკ ბოიატა (ტვენტე, ჰოლანდია), ჯეისონ დენაიერი (გალათასარაი, თურქეთი), გიიომ ჟილე (ანდერლეხტი), ჯორდან ლუკაკუ (ოსტენდე).

ნახევარმცველები: იანიკ პერეირა-კარასკო (ატლეტიკო, ესპანეთი), ნასერ შადლი (ტოტენჰემი, ინგლისი), მუსა დემბელე (ტოტენჰემი, ინგლისი), მარუან ფელაინი (მან. იუნაიტედი, ინგლისი), ტორგან აზარი (მიუნხენგლადბახი, გერმანია), დრის მერტენსი (ნაპოლი, იტალია), რაჯა ნაინგოლანი (რომა, იტალია), აკსელ ვიტსელი (ზენიტი, რუსეთი).

თავდამსხმელები: მიში ბატშუაი (მარსელი, საფრანგეთი), კრისტიან ბენტეკე (ლივერპული, ინგლისი), დივოკ ორიჯი (ლივერპული, ინგლისი), რომელუ ლუკაკუ (ევერტონი, ინგლისი).

ჯერ ბულგარეთი, შემდეგ ბელგია

ორი მატჩისთვის ემზადება პორტუგალიის ეროვნული ნაკრები - 25 მარტს ბულგარეთს უმასპინძლებს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 29 მარტს ბელგიას ესტუმრება. პორტუგალიელთა თავკაცმა ფერნანდო სანტოსმა ამ თამაშებისთვის 24 ფეხბურთელს უხმო და მათ შორისაა კრიშტიანო რონალდო.

მეკარეები: ედუარდო (დინამო, ხორვატია), რუი პატრისიუ (სპორტინგი), ენტონი ლოპესი (ლიონი, საფრანგეთი).

მცველები: ბრუნუ ალვეში (ფენერბაჰჩე, თურქეთი), სედრიკი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ჟოზე ფონტე (საუთჰემპტონი, ინგლისი), ელიზეუ (ბენფიკა), პეპე (რეალი, ესპანეთი), რაფაელ გერეირო (ლორიანი, საფრანგეთი), რიკარდუ კარვალიო (მონაკო, საფრანგეთი), ვიეირინია (ვოლფსბურგი, გერმანია).

ნახევარმცველები: ადრიენ სილვა (სპორტინგი), ჟოზუ მარიუ (სპორტინგი), ვილიამ კარვალიო (სპორტინგი), ანდრე გომეში (ვალენსია, ესპანეთი), ბერნარდუ სილვა (მონაკო, საფრანგეთი), დანილუ პერეირა (პორტუ), რენატუ სანჩესი (ბენფიკა).

თავდამსხმელები: კრიშტიანო რონალდო (რეალი, ესპანეთი), მიგელ დანი (ზენიტი, რუსეთი), ანტონიო ედერი (ლილი, საფრანგეთი), ნანი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), რაფაელ სილვა (ბრაგა), რიკარდუ კვარეჟმა (ბეშიქთაში, თურქეთი).

უელსი ბეილის გარეშე

სპარინგ-მატჩებისთვის ემზადება უელსის ეროვნული ნაკრები - 24 მარტს, კრის კოულმანის შეგირდები ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებენ, 28-ში კი კიევში უკრაინას ესტუმრებიან.

როგორც ჩანს, მეტოქეები შემთხვევით არ შეურჩევიათ, რადგან ევროპის ჩემპიონატის ჯგუფში უელსელებს ინგლისთან და რუსეთთან მოუწევთ დაპირისპირება და შესაბამისად, რეპეტიციის გავლა მსგავსი ტიპის გუნდებთან, ირლანდიელებთან და უკრაინელებთან დაგეგმეს. უელსის კიდევ ერთი მეტოქე ევროფორუმზე სლოვაკეთის ნაკრები იქნება.

კრის კოულმანმა მოახლოებვული მატჩებისთვის 26 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორის არ არის გარეთ ბეილი. უელსის ფეხბურთის ფედერაციამ განმარტა, რომ ბეილის დასვენება მადრიდის "რეალის" მესვეურებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა...

მეკარეები: უეინ ჰენესი (კრისტალ პალასი, ინგლისი), დანი უორდი (ლივერპული, ინგლისი), ფონ უილიამსი (ინვერნესი, შოტლანდია).

მცველები: ეშლი უილიამსი (სუონსი), ადამ ჰენლი (ბლექბერნი, ინგლისი), ეშლი რიჩარდსი (ფულჰემი, ინგლისი), ჯეიმს ჩესტერი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), ბენ დევისი (ტოტენჰემი, ინგლისი), კრისტოფერ ჰანტერი (რედინგი, ინგლისი), ადამ მატიუზი (ბრისტოლი, ინგლისი), ნილ ტეილორი (სუონსი).

ნახევარმცველები: ჯოზეფ ლედლი (კრისტალ პალასი, ინგლისი), ჯო ალენი (ლივერპული, ინგლისი), დევიდ ვოანი (ნოტინგემი, ინგლისი), ემირ ჰიუსი (ჰადერსფილდი, ინგლისი), ჯონათან უილიამსი (მილტონ კინს-დონზი, ინგლისი), შონ მაკდონალდი (ბორნმუთი, ინგლისი), ჯორჯ უილიამსი (ინგლისი), პლოიდ აისტროუ (ბარნლი, ინგლისი), ენდრიუ კროფტსი (ბრაიტონი, ინგლისი).

თავდამსხმელები: დევიდ კოტერილი (ბირმინგემი, ინგლისი), ჰალ რობსონ-კანუ (რედინგი, ინგლისი), ტომ ლოურენსი (კარდიფი), საიმონ ჩიორჩი (აბერდინი, შოტლანდია), სემ ბოიკსი (ბიორნლი, ინგლისი), ტომას ბრედშოუ (უოლსონი, ინგლისი)

ოკაკა ჩუკა იმობილეს ნაცვლად

ესპანეთთან და გერმანიასთან მატჩებისთვის იტალიის ნაკრების მესაჭემ, ანტონიო კონტემ 28 ფეხბურთელი გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო გუნდს ჯორჯო კიელინი და კლაუდიო მარკიზიო ვერ დაეხმარებიან. მოულოდნელად, კონტემ "აძურაში" ტიაგო მოტა დააბრუნა, რომელსაც ჩეზარე პრანდელი უფრო სწყალობდა და მას შემდეგ, რაც ნაკრებს ანტონიო ჩაუდგა სათავეში, ოფსაიდში დარჩა.

თუმცა, ამჯერად, კონტემ იხმო ტიაგო და ისიც, სალვატორე სირიგუსთან და მარკო ვერატისთან ერთად, პარიზიდან ჩავა სანაკრებო შეკრებაზე. კვლავ თამაშგარეშია დანიელე დე როსი და რთული სათქმელია, რას ერჩის მას "სკუადრა აძურას" თავკაცი.

გამოვყოთ ჟორჟინიო ფრელოს გამოძახება, რომელიც ბრაზილიაშია დაბადებული, მაგრამ იტალიის ნაკრებში არჩია თამაში, თუმცა ასარჩევად ალბათ არც ჰქონდა საქმე.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, იტალიის ნაკრებში უკვე მოხდა ერთი იძულებითი ცვლილება, რადგან ვარჯიშზე ჩირო იმობილე დაშავდა და ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარება.

მის ნაცვლად, ანტონიო კონტემ სტეფანო ოკაკა ჩუკა გამოიძახა, რომელიც "ანდერლეხტში" ასპარეზობს და 27 თამაშში 13 გოლი აქვს შეგდებული. ვნახოთ, მიეცემა თუ არა 26 წლის ფორვარდს თავის გამოჩენის საშუალება.

დელ ბოსკემ განმარტა

ესპანეთის ნაკრები რომ იტალიას ესტუმრება, უკვე აღვნიშნეთ, სამიოდე დღეში, ანუ 27 მარტს კი "კლუჟის" საშინაო არენაზე რუმინეთს დაუპირისპირდება. ვისენტე დელ ბოსკეს შემადგენლობამ ესპანეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან განაცხადს მიღმა ისეთი ფეხბურთელები დარჩნენ, როგორებიც ანდრეს ინიესტა და დიეგო კოშტა არიან. მწვრთნელმა პრესასთან საუბარში ყველაფერი განმარტა:

"დიეგო კოშტას აქვს დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები და გარეთ ბერისთან მომხდარი ინციდენტი ამის კიდევ ერთი მაგალითია. თუმცა, დიეგოსთვის ნაკრების კარი ღიაა და დიდი იმედი მაქვს, რომ ის ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე. ამჯერად, მისი არგამოძახების მიზეზი ტრავმაა, რადგან როგორც გავიგე, "ევერტონთან" ძლიერი გამაყუჩებლით ითამაშა. იგივე შემიძლია ვთქვა ანდრეს ინიესტაზე, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს და უმჯობესია, რომ არ დავტვირთოთ".

დელ ბოსკემ პირველად გამოიძახა "ბარსელონას" ნახევარმცველი სერხი რობერტო და მასზე დიდ იმედებს ამყარებს: "სერხი რობერტო უნივერსალური თვისებების ფეხბურთელია და ეს ყველაზე მეტად მომწონს. ვფიქრობ, მოედნის ცენტრში გავამწესებ და შემდეგ ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ორ თვეზე მეტია დარჩენილი და ფეხბურთელთა შერჩევის პროცესი გრძელდება".

ჰოჯსონი უილშირს ელოდება

ინგლისის ნაკრების მწვრთნელი როი ჰოჯსონი იმედოვნებს, რომ "არსენალის" შემტევი ჯეკ უილშირი მალე გამოჯანმრთელდება, ფორმაში შესვლას მოასწრებს, ამხანაგურ შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას და ევროპის ჩემპიონატზეც გაემგზავრება:

"ბოლო ოთხ სანაკრებო თამაშში, რომელშიც ჯეკ უილშირმა მიიღო მონაწილეობა, საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს. იმედია, არ დამძრახავთ თუ ვიტყვი, რომ ჯეკის გამოჯანმრთელებას მოუთმენლად ველოდები და იმედი მაქვს, რომ მის ევროპის ჩემპიონატზე წავიყვან. ამისთვის, საჭიროა, რომ ფორმაში შევიდეს და მაისის ამხანაგურ მატჩებში მიიღოს მონაწილეობა. მოკლედ, ჩვენ ველოდებით ვილშირს, თუმცა დღეს მაინც გამიჭირდება იმის მტკიცება, რომ ჯეკი აუცილებლად იქნება სანაკრებო განაცხადში".

ტრავმების ეპიდემია ჰოლანდიაში

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩა, მაგრამ ეს გუნდი მაინც რჩება ყურადღების ცენტრში და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს.

ბენილუქსელები 25 მარტს საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ, 4 დღის შემდეგ კი ლონდონში ინგლისს ესტუმრებიან. დანი ბლინდმა ამ მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა მოგვიანებით, განაცხადში ცვლილებების შეტანა მოუხდა, რადგან ტრავმების გამო სანაკრებო შეკრებაზე ვერ ჩადიან ერიკ პიტერსი "სტოკ სიტიდან", რონ ვლარი "ალკმაარიდან", დერილ იანმატი "ნიუკასლიდან" და იურგენ ლოკადია პსვ-დან.

ბლინდის გადაწყვეტილებით, ნაკრებს ორი ფეხბურთელი დაემატა: პატრიკ ვან ანხოლტი "სალდერლენდიდან" და იბრაჰიმ აფელაი "სტოკ სიტიდან". ისიც ვთქვათ, რომ ბლინდმა სიის მიღმა დატოვა "ბაიერნის" გარემარბი არიენ რობენი. აქვე, ჰოლანდიის ნაკრების სრული განაცხადი ცვლილებების გათვალისწინებით...

მეკარეები: იერუნ ზოეტი (პსვ), იესპერ სილესენი (აიაქსი), კენეტ ვერმერი (ფეიენოორდი).

მცველები: იოზლ ველტმანი (აიაქსი), დეილი ბლინდი (მან. იუნაიტედი, ინგლისი), ჯეფრი ბრუმა (პსვ), ჯეტრო ვილემსი (პსვ), ვირჯილ ვან დეიკი (საუთჰემპტონი, ინგლისი), ტიმო ლეტსერტი (უტრეხტი), პატრიკ ვან ანხოლტი (სანდერლენდი, ინგლისი).

ნახევარმცველები: დევი კლასენი (აიაქსი), რიჰედლი ბაზური (აიაქსი), ჟორჟინიო ვეინალდუმი (ნიუკასლი, ინგლისი), დევი პროპერი (პსვ), იორდი კლასი (საუთჰემპტონი, ინგლისი), უესლი სნეიდერი (გალათასარაი, თურქეთი), კვინსი პრომესი (სპარტაკი, რუსეთი).

თავდამსხმელები: მემფის დეპაი (მან. იუნაიტედი, ინგლისი), ლუსიანო ნარსინგი (პსვ), ლიუკ დე იონგი (პსვ), კლას-იან ჰუნტელაარი (შალკე, გერმანია), ვინსენტ იანსენი (ალკმაარი), იბრაჰიმ აფელაი (სტოკ სიტი, ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Bayern's Girl

აბა მარკო ეცადე ეხლა სომხებთან ახლოს არ მიხვიდე და არ დაიმტვრა, ასევე ერიდე მფრინავ აგურებს, ინგლისელებსა და იტალიელებს :)))))

[VIDEO] ფეხბურთის "იმპერატორის" ახალი გეგმა მუნდიალთან დაკავშირებით - ჯანი ინფანტინოს მორიგი მოულოდნელი სვლა

"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა

"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა

ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში

"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო

"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა

"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს

"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია

"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს

ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს

"ამ მუნდიალისთვის ასე ვემზადებოდი" - მესიმ გაამხილა, როგორ ახერხებს 39 წლის ასაკშიც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნას

"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა

[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!

სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს

მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?

"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი

სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო

"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი

პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს

ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა

"ოჯახში 7 წლის განმავლობაში ჩემი ხელფასიდან 1 პენი არ დაგვიხარჯავს, ბონუსებით ვცხოვრობდით" - ოსკარმა ჩინეთში გამომუშავებულ მილიონებზე ისაუბრა

საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს

იტალიას მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის შანსი გაუჩნდა

ევრო 2020. საკვალიფიკაციო: გერმანია, ჰოლანდია, ხორვატია და ავსტრია ევროპირველობაზე გავიდნენ [VIDEO]

ჰოლანდიის ნაკრების განაცხადი ევროშესარჩევისთვის ცნობილია

ვან პერსი: მატჩის დასრულების შემდეგ ვან გაალმა დამარტყა...

"აფრიკული გუნდი ცუდად იქცევა - საფრანგეთში არცერთი ფრანგი არაა" - დეშამის ნაკრებს ისევ აკრიტიკებენ

პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები

კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი

[VIDEO] ვაი პარაგვაისგან - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა!

"ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის..." - ბრაზილია, გერმანია და მუნდიალის წყევლა

დღეს მბაპე VS იამალი, ხვალ კეინი VS მესი - ნახევარფინალების PREVIEW

ტერი: ინგლისი არგენტინაზე უკეთესია - ბელინგემი ზიდანს მომაგონებს

[VIDEO] ესპანეთმა ფავორიტად მიჩნეული საფრანგეთი დაჯაბნა და ფინალში გავიდა

ვიეირა: ფრანგი ფეხბურთელები ყველანი გაქრნენ

"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი

სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო

"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი

იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია

[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!

მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს

"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს

არეულობა ჰოლანდიაში - თურქი ფანები ადგილობრივებს დაერივნენ [VIDEO]

ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა

"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი

"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან

კროოსი: გერმანიის ნაკრებს მსოფლიო კლასის ერთი მოთამაშეც კი არ ჰყავს

"ვკამათობთ იმაზე, თუ ვინ უნდა წავიდეს ნაკრებიდან და იმედებს შემდეგ “მხსნელზე” ვამყარებთ, ნაცვლად იმისა, რომ..." - ოლივერ კანი

დასცინის თუ ხუმრობს - ინფანტინოს თქმით, იტალიას 208-გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს

ესპანეთი VS არგენტინა: ეპოქების გადაკვეთა ნიუ-ჯერსიში

მთავრობამ გადაწყვიტა - დასახელება ჰოლანდია აღარ იარსებებს

დიდი ცვლილებები - კლოპი მუნდიალზე გერმანიის შერცხვენის შემდეგ შვებულებიდან ბრუნდება

დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?

რონალდ კუმანი: "ბარსელონა"? - მხოლოდ ევროპირველობის შემდეგ