ჩოგბურთი. ტურნირების მიმოხილვა

გასულ კვირას ATP-ის ტურში გამართული სამი ტურნირიდან ორში მასპინელმა ჩოგბურთელებმა მოიპოვეს მთავარი პრიზი.

იოჰანესბურგში ადგილობრივი გულშემატკივრების გასახარად პირველობა იზეიმა კევინ ანდერსონმა. გადამწყვეტ მატჩში მისი მეტოქე ინდოელი სომდევ დევარმანი იყო. მეტოქეებს აქამდე არასოდეს მოეგოთ ATP-ის ტურნირი. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკის წარმომადგენელს პროფესიულ ტურში 2005 წლის შემდეგ არ გაემარჯვათ - ექვსი წლის წინ ტოკიოში შეძლო პირველობა ვესლი მუდიმ.

ანდერსონი სწორედ იოჰანესბურგშია დაბადებული და გულშემატკივრებისგან განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა. სხვათა შორის, კევინმა სეზონი კარგად დაიწყო - ამ ფინალის გარდა, წელს მის აქტივში ერთი ნახევარფინალიცაა. რაც შეეხება ინდოელ ჩოგბურთელს, ის კარიერაში მეორე ფინალი თამაშობდა და მეორედაც დამარცხებულმა დატოვა კორტი.

საერთო ჯამში ფინალი ორ საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში სამხრეთაფრიკელმა ჩოგბურთელმა 11 ეისი ჩააწოდა და ათი ბრეიკ-პოინტიდან ოთხი გამოიყენა. ეს ოთხი ბრეიკი მეორე და მესამე სეტებზე მოდის, პირველი პარტია კი დევარმანს დარჩა.

ასევე ადგილობრივმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა ზაგრებში. ივან დოდიგმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა ხორვატიას (წინა ორ გათამაშებაში მთავარი პრიზი მარინ ჩილიჩს დარჩა).

საინტერესოა, რომ დოდიგის მეტოქე გადამწყვეტ მატჩში - გერმანელი მიხაელ ბერერი აქ ზედიზედ მეორედ გავიდა ფინალში და ამჯერადაც წაგებული დარჩა.

გუშინდლამდე არც დოდიგსა და არც ბერერს მოგებული არ ჰქონდა ATP-ის ტურნირი და ამჯერად ხორვატ ჩოგბურთელს გაუმართლა. მასპინძელმა საათსა და 38 წუთში 16 ეისი ჩააწოდა. მართალია, მეორე მოწოდება არ უვარგოდა, მაგრამ ივანმა მაინც დამაჯერებლად დაამარცხა ბერერი.

წელს დოდიგის პროგრესი აშკარაა. სხვათა შორის, ის ერთადერთი ჩოგბურთელი იყო ავსტრალიის ღია პირველობაზე, ვინც ჩემპიონ ნოვაკ ჯოკოვიჩს სეტი მოუგო. ეს მეორე წრეში მოხდა.

კარიერაში საიუბილეო - მეათე ტიტული მოიგო ტომი რობრედომ. ესპანელმა ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში აჯობა ყველას.

ფინალური შეხვედრა, ისევე როგორც ამ ტურნირის მატჩების უმრავლესობა, სამ სეტამდე გაიწელა. საინტერესოა, რომ ფინალში წაგებულმა კოლუმბიელმა სანტიაგო ხირალდომ ჯამში მეტოქეზე ერთით მეტი გათამაშება მოიგო.

რობრედოსთვის ეს იყო მე-17 ფინალი კარიერაში. პირველ სეტში და მეორეს დასაწყისში ესპანელმა ზედიზედ ექვსი გეიმის აღება შეძლო, თუმცა მეორე პარტიაში მეტოქეს პირობებს ხირალდო კარნახობდა, რომელმაც ეს სეტი ისევე დამაჯერებლად მოიგო, როგორც რობრედომ პირველი პარტია. ასე რომ, ყველაფერი გადაწყვიტა მესამე სეტის ტაი-ბრეიკმა, სადაც უფრო ძლიერი გამოცდილი ესპანელი ჩოგბურთელი იყო.

გასულ წელს რობრედოს აშკარა ჩავარდნა ჰქონდა და მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 20 მატჩი მოიგო. ახლა კი 2011 წლის სეზონის დაწყებიდან ხუთი კვირაა გასული და ტომი ცხრა მოგებითა და მხოლოდ ორი წაგებით იწონებს თავს.

ATP

Movistar Open

სანტიაგო (ჩილე). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/2 ფინალი

სანტიაგო ხირალდო (კოლ, 8)-პოტიტო სტარაჩე (იტა, 5) 4:6, 7:6(2), 6:1; ტომი რობრედო (ესპ, 6)-ფაბიო ფონინი (იტა, 7) 4:6, 6:2, 6:3.

ფინალი

ტომი რობრედო (ესპ, 6)-სანტიაგო ხირალდო (კოლ, 8) 6:2, 2:6, 7:6(5).

PBZ Zagreb Indoors

ზაგრები (ხორვატია). ხალიჩა

საპრიზო ფონდი: 398 250 ევრო

1/2 ფინალი

ივან დოდიგი (ხორ)-გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ, 3) 4:6, 7:6(5), 6:4; მიხაელ ბერერი (გერ, 8)-ფლორიან მაიერი (გერ, 5) 6:1, 6:4.

ფინალი

ივან დოდიგი (ხორ)-მიხაელ ბერერი (გერ, 8) 6:3, 6:4.

SA Tennis Open

იოჰანესბურგი (ს. აფრიკა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 442 500 დოლარი

1/2 ფინალი

კევინ ანდერსონი (ს. აფრი, 4)-ადრიან მანარიო (საფ, 6) 6:7(3), 6:0, 6:4; სომდევ დევარმანი (ინდ)-იზაკ ვან დერ მერვე (ჰოლ) 6:2, 6:4.

ფინალი

კევინ ანდერსონი (ს. აფრი, 4)-სომდევ დევარმანი (ინდ) 4:6, 6:3, 6:2.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა