ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ საჩოგბურთო სეზონი ერთბაშად ხუთი ტურნირით განახლდება

ამ კვირას საჩოგბურთო სეზონი ერთბაშად ხუთი ტურნირით განახლდება. ავსტრალიის ღის პირველობის შემდეგ პროფესიულ ტურს ქალი ჩოგბურთელები უბრუნდებიან.

ATP

Brasil Open

კოსტა დე სოიპე (ბრაზილია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 527 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: ნიკოლას ალმაგრო, ალბერტ მონტანიესი, ტომაშ ბელუჩი, ალექსანდრ დოლგოპოლოვი, ხუან იგნასიო ჩელა, ტომი რობრედო...

ლათინურ ამერიკაში სათიხნარო სერიის რიგით მეორე ტურნირი ბრაზილიაში გაიმართება - ლამაზ საჩოგბურთო კომპლექსში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე.

აქ დიდ ინტერესს იწვევს ავსტრალიის ღია პირველობის მთავარი სენსაციის, უკრაინელი ალექსანდრ დოლგოპოლოვის გამოსვლა. მელბურნის ჰარდზე წარმატებული თამაშის მიუხედავად, დოლგოპოლოვისთვის სწორედ გრუნტია საყვარელი საფარი, ამიტომაც უკრაინელი ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა.

თუმცა უკრაინელის გარეშეც ამ ტურნირს ფავორიტები არ აკლია. უნდა ვახსენოთ ბრაზილიელი ტომაშ ბელუჩი, რომელსაც საშინაო არენაზე გულშემატკივრების იმედი იქნება; ესპანელი ტომი რობრედო, ვინც წინა კვირას სანტიაგოს გრუნტი დაიპყრო და ვისაც კოსტა დე სოუპეში 2009 წელს გაუმარჯვია; გრუნტზე ხუთი ტურნირის მომგები ესპანელი ალბერტ მონტანიესი ან მისი თანამემამულე ნიკოლას ალმაგრო - მას აქ 2008 წელს აქვს მოპოვებული მთავარი პრიზი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წელია აქ ესპანელები იმარჯვებენ (ალმაგრო, რობრედო, ხუან კარლო ფერერო).

ABN AMRO World Tennis Tournament

როტერდამი (ჰოლანდია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1.45 მლნ ევრო

მონაწილეთა შემადგენლობა: რობინ სიოდერლინგი, ენდი მიურეი, დავიდ ფერერი, ტომაშ ბერდიხი, იურგენ მელცერი, მიხაეი იუჟნი, ივან ლუბიჩიჩი, ჟო-ვილფრიდ ცონგა...

როტერდამის ტურნირს დიდი ტრადიცია და ისტორია აქვს. შეჯიბრმა გამოჩენისთანავე ღირსეული ადგილი დაიკავა საჩოგბურთო რუქაზე.

ტურნირი 1974 წლიდან ტარდება და აქ ისეთ დიად ჩოგბურთელებს გაუმარჯვიათ, როგორებიც არიან - ჯიმი კონორსი, ბიორნ ბორგი, ბორის ბეკერი, სტეფან ედბერგი. მათ გვერდით დგომა ბევრს მოუნდება და შეიძლება ეს არის მიზეზი, რომ წელს ტურნირზე ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა.

სამწუხაროდ, ბოლო მომენტში თქვა უარი როტერდამში თამაშზე სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა - ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონმა მხარის ტრავმა მოიმიზეზა. ამიტომაც მთავარ ფავორიტად ავსტრალიის ღიას ფინალისტი, ბრიტანელი ენდი მიურეი მიიჩნევა. მისი მთავარი კონკურენტი კი შვედი რობინ სიოდერლინგი იქნება. სხვათა შორის, ორივეს მოგებული აქვს როტერდამში - სკანდინავიელს ერთი, ბრიტანელს კი ორი წლის წინ. აქ კიდევ ერთ წინა ჩემპიონს ვიხილავთ - რუსი მიხაილ იუჟნი სამჯერ იყო ფინალში და ერთხელ გაიმარჯვა - 2007 წელს.

საერთო ჯამში, ამ კვირის ტურნირებიდან ეს ყველაზე წარმომადგენლობითი და საინტერესო იქნება.

SAP Open

სან ხოსე (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 600 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: ფერნანდო ვერდასკო, გაელ მონფილსი, სემ კუერი, ქსავიე მალისე, დენის ისტომინი, ბენჯამინ ბეკერი, ლეიტონ ჰიუიტი...

ეს ტურნირი ასაკის მიხედვით მეორეა ამერიკაში მიმდინარე შეჯიბრებებს შორის. პირველად აქ გამარჯვებული შორეულ 1889 (!) წელს გამოვლინდა. აქაც ყოფილი გამარჯვებულების სია შთამბეჭდავია: არტურ ეში, ჯონ მაკინროი, როდ ლეივერი, ჯიმი კონორსი, სტეფან ედბერგი, ივან ლენდლი, პიტ სამპრასი, ანდრე აგასი, ლეიტონ ჰიუიტი, ენდი მიურეი, ენდი როდიკი...

თუმცა ამჯერად მაყურებელი დიად ჩემპიონს ვერ იხილავს, რადგან სატურნირო ბადეში ATP-ის საუკეთესო ათეულის მხოლოდ ერთ წარმომადგენელს ვხედავთ. მაგრამ ამასთან, შემადგენლობა არც ისე ცუდად გამოიყურება და ის მეტად თანაბარია.

პირველ სამ ნომრად განთესილ ჩოგბურთელებს გამარჯვების თანაბარი შანსი ექნებათ - მათგან რომელიმეს წინ დაყენება ძალიან რთულია. ესპანელ ფერნანდო ვერდასკო სხვებზე მაღლა დგას რეიტინგში, მაგრამ ის ხასიათის ადამიანია; ფრანგ გაელ მონფილს შეუძლია ფანტასტიკური ტურნირი ჩაატაროს და თავის გზაზე ყველას "გადაუაროს", მაგრამ არ დავივიწყოთ ფრანგის არასტაბილურობა; ამერიკელ სემ კუერის კი აქ ტრიბუნებიც დაეხმარებიან.

არ ღირს გერმანელი ბენჯამინ ბეკერისა და ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტის დავიწყება, რომლებსაც ბევრი სიუპრიზის შემოთავაზება შეუძლიათ.

WTA

Open GDF Suez

პარიზი (საფრანგეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 618 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: კიმ კლაისტერსი, მარია შარაპოვა, პეტრა კვიტოვა, ნადეჟდა პეტროვა, ანდრეა პეტკოვიჩი, იანინა ვიკმაიერი...

ფედერაციის თასის მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ ქალთა პროფესიული ტური გვიბრუნდება და თავიდანვე მაღალი დონის ტურნირით გვანებივრებს - პარიზში ითამაშებს ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი კიმ კლაისტერსი. ბუნებრივია, სწორედ ბელგიელი უნდა მივიჩნიოთ საფრანგეთის დედაქალაქში გამარჯვების ყველაზე რეალურ პრეტენდენტად.

რა თქმა უნდა, თუ კიმი თავის საფირმო თამაშს აჩვენებს, კონკურენტებს წარმატების მინიმალური შანსი ექნებათ. მარია შარაპოვას, კაია კანეპისა და პეტრა კვიტოვას ოსტატობა არ დაეწუნებათ, მაგრამ ისინი სათამაშო დონით მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან მსოფლიოს მეორე ჩოგანს. კიმს თუ არ ჩავთვლით, მოთამაშეთა დონე თანაბარია და კლაისტერსის წაფორხილების შემთხვევაში რთულია იწინასწარმეტყველო მომავალი გამარჯვებული.

შარშან აქ რუსმა ელენა დემენტიევამ გაიმარჯვა, რომელმაც დაასრულა კარიერა, ასე რომ, წელს პარიზის ტურნირს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

PTT Pattaya Open

პატაია (ტაილანდი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: ვერა ზვონარევა, ანა ივანოვიჩი, მარია კირილენკო, დანიელა ჰანტუხოვა, რობერტა ვინჩი, შუაი პენგი, ჟი ჟენგი, სარა ერანი...

აქაც ერთი გამოკვეთილი ფავორიტია - რუსი ვერა ზვონარევა, რომელმაც ავსტრალიის ღიას შემდეგ რეიტინგში მეორე პოზიცია დაკარგა. სხვათა შორის, ვერას პატაიაში ორჯერ გაუმარჯვია და ახლა ჰეთ-თრიკის შესრულებას ეცდება.

მესამე ნომრად განთესილი მარია კირილენკო ტრადიციულად ძალიან წარმატებულად თამაშობს აზიაში. კარიერის განმავლობაში 24 წლის რუსს ხუთი ტიტული აქვს მოგებული და სამი სწორედ ამ რეგიონში (პეკინი - 2005, კალკუტა - 2007, სეული -2008).

რა თქმა უნდა, არ გვავიწყდება ანა ივანოვიჩი და დანიელა ჰანტუხოვა. სერბი პირველივე წრეში გამოეთიშა ავსტრალიის ღიას და ახლა საკუთარი მაყურებლის თვალში რეაბილიტაციას ეცდება. ჰანტუხოვამ კი ძალიან ცუდად ითამაშა გასულ კვირას ფედერაციის თასზე - ორივე ერთეულთა მატჩი დათმო.

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს