"მარკ სტარსმა" გურჯაანის "ალაზანთან" შეხვედრისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
მეორე ლიგის კლუბის, "მარკ სტარსის" ხელმძღვანელობამ გურჯაანის "ალაზანთან" შეხვედრისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

შეგახსენებთ, რომ თემქაზე მდებარე "შატილის" სტადიონზე "მარკ სტარსმა" გურჯაანის "ალაზანს" უმასპინძლა. შეხვედრა 84-ე წუთზე ჩაიშალა, რადგან მოედანზე "მარკ სტარსის" გულშემატკივრები შეიჭრნენ, რასაც ჩხუბი მოჰყვა. მოგვიანებით, გარჩევები მოედნის გარეთ გაგრძელდა, სადაც "ალაზანის" 2 მოთამაშე - გიორგი მურველაშვილი და არჩილ ბოყაშვილი დაჭრეს.

გამოძიება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ხულიგნობის ბრალდებით მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხულიგნობის ბრალდებით 24 წლის ახალგაზრდა დააკავა.

საქართველოს ჩემპიონატის მატჩში ფეხბურთელები დაჭრეს! [VIDEO]

"უპირველესად, გვინდა ვთქვათ, რომ ჩხუბი პროვოცირებული არ ყოფილა "მარკ სტარსის" ფეხბურთელების მხრიდან. მატჩი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ფეხბურთელებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და გულშემატკივრის ჩართვა.

"მარკ სტარსი" ემიჯნება ამ ფაქტს და გმობს მომხდარს. ვიმედოვნებთ, გამოძიება სწრაფად გამოავლენს ინციდენტის მონაწილეებს და დასჯის.

ჩვენი მხრივ, გამოძიებას ჩვენს ხელთ არსებული ყველანაირი მასალა მივაწოდეთ, მაგრამ აქვე დავძენთ, რომ ინციდენტში მონაწილეობა "მარკ სტარსის" არც ერთ ფეხბურთელს არ მიუღია - ჩხუბში გარეშე პირები იყვნენ ჩართულნი, ორივე გუნდის ფეხბურთელები კი მხოლოდ მათ განეიტრალებასა და დამშვიდებას ცდილობდნენ.

მომხდარს ჩემპიონატში მონაწილე გუნდები გამოეხმაურნენ და უმრავლესობამ მხარდაჭერა აღგვითქვა", - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

ამავე დროს, "მარკ სტარსის" ხელმძღვანელობა ბრალდებებსაც გამოეხმაურა:

"თანადგომასთან ერთად, იყო გამონაკლისები და ამ მძიმე ვითარებაში უაზრო ბრალდებები წაგვიყენეს - თითქოს, მსაჯებზე ზეწოლის შედეგია, რომ მათ არც ერთი ფეხბურთელი არ გააძევეს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მოედანზე ჩხუბში "მარკ სტარსის" არც ერთი ფეხბურთელი არ მონაწილეობდა. ეს ფაქტი ვიდეორგოლში დადასტურებულია და ყველა დაინტერესებულ მხარეს, ვინც ამგვარ უპასუხისმგებლო და შეურცხმყოფელ განცხადებას აკეთებს, შეგვიძლია ვიდეო წარვუდგინოთ და თავადაც დარწმუნდებიან, რომ "მარკ სტარსის" არც ერთი ფეხბურთელი გასაძევებელი არ იყო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
საერთოდ არ ყოპილა მაგ თამაშზე აზრზე რომ არ ხარ
akaki
ფეხბურტელის დაჭრა, ანუ რა მოხდა ჩემი აზრით,ვინმეს დიდი ფული დაადებინენ ტოტალიზატორში ამ ფეხბურტელმა და შედეგი საპირისპირო ფიქსირდებოდა, ჩაიშალა მატჩი და ის ინფორმატორი ფეხბურთელი დაიჭრა
dato
ისემც თქვენ რა გითხარით,სულაქველიძე რას დადის ყველა მატჩზე,დაუჯექით გვერძე ჩუმად და მიხვდებით როგორ ზეწოლას ახორციელებს მსაჯებზე და კომისარზე
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ