წინა ტურში "დასვენებულმა" ფორვარდებმა ამ უქმეებზე აიწყვიტეს და იტალიის მოედნებზე გოლების ფოიერვერკები მოაწყვეს

XXIII ტურში "დასვენებულმა" თავდამსხმელებმა გასულ უქმეებზე აიწყვიტეს და გოლების ფოიერვერკი მოაწყვეს. არაერთი ძალიან საინტერესო მატჩი ვიხილეთ, ტურის კულმინაცია და ნამდვილი მშვენება კი "ინტერი"-"რომას" დაპირისპირება გახლდათ. ამ ყველაფერზე ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

ტურის სიმბოლური

ჟულიო სეზარი (ინტერი) - პორტანოვა (ბოლონია), ჟუანი (რომა), ბარცალი (იუვენტუსი) - ბეჰრამი (ფიორენტინა), კამბიასო (ინტერი), კუჩკა (ჯენოა), პასტორე (პალერმო) - დი ნატალე (უდინეზე), მატრი (იუვენტუსი), ეტოო (ინტერი).

იშვიათად მეკარემ სამი გოლი გაუშვას და მიუხედავად ამისა, პრესისგან მაღალი შეფასებები მიიღოს. ამ შემთხვევაში კი სულაც უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან ჟულიო სეზარი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. დიახ, მეკარე, რომელის კარიც რომაელებმა სამჯერ აიღეს, საუკეთესოდ დასახელდა. სეზარმა არაერთხელ გადაარჩინა გუნდი გაშვებული გოლისგან და თანაც, ყველაზე საჭირო მომენტში. მეხუთეჯერ მოხვდა რჩეულ ფეხბურთელთა შორის ხავიერ პასტორე, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია - "პალერმოს" მიერ "ლეჩეს" ძლევაში არგენტინელმა დიდი წვლილი შეიტანა. იგივე შეიძლება ითქვას ანტონიო დი ნატალეზე, რომელმაც მეასე გოლი გაიტანა "უდინეზეს" შემადგენლობაში. მათთან ერთად, შეტევის წინა ხაზზე შეუდარებელ სამუელ ეტოოს ვხედავთ.

ტურის მატჩი

ტურის მატჩად ცენტრალური შეხვედრა უნდა მივიჩნიოთ, რადგან "ინტერმა" და "რომამ" სრულად გაამართლეს გულშემატკივართა მოლოდინი. თამაშის პერიპეტიების აღწერას ტურის მიმოხილვაში წაიკითხავდით და აღარ გავიმეორებთ, მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ მილანელებმა 5:3 მოიგეს და ჩემპიონატის ლიდერს ერთი ფეხის ნაბიჯზე მიუახლოვდნენ. ბედნიერმა ლეონარდომ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"იმდენად გახარებული ვარ მოპოვებული გამარჯვებით, რომ არსებულ ხარვეზებზე დღეს საუბარი გამიჭირდება. ჩვენ თვითონვე გავირთულეთ ცხოვრება და არაფრისგან ინტრიგა შევქმენით, მაგრამ მალევე გამოვფიზლდით და მეხუთე გოლი გავუტანეთ მეტოქეს. სასკუდეტო მარათონი ბოლო ტურებამდე გაგრძელდება და დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, მთავარია ასე გავაგრძელოთ."

ტურის გმირი

ტურის გმირად შეგვეძლო "ინტერი"-"რომას'' მატჩში მონაწილე ნებისმიერი ფეხბურთელი დაგვესახელებინა, რადგან მათ ნამდვილი დღესასწაული აჩუქეს ფეხბურთის გულშემატკივრებს. თუმცა, უმჯობესია მაინც ერთი გამოვარჩიოთ და ეს ფეხბურთელი არა "ინტერში" ან "რომაში, არამედ "იუვენტუსში" ასპარეზობს.

ალესანდრო მატრი ამ ზამთარს "კალიარიდან" "იუვენტუსში" გადაბარგდა და თუ პირველი მატჩებით ვიმსჯელებთ, ახალ გარემოს იოლად აუღო ალღო. "პალერმოსთან" შეხვედრაშიც ძალიან სახიფათო იყო, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში არ უმართლებდა, "კალიარის" კი ორი გოლი გაუტანა და ლომის წილი დაიდო "იუვენტუსის" მიერ ნანატრი გამარჯვების მოპოვებაში. საგულისხმოა, რომ მატრიმ "იუვენტუსი"-"კალიარის" პირველი წრის პაექრობაშიც დუბლი გაახერხა, თუმცა მაშინ სარდინიულ გუნდში ირჯებოდა და მარკო სტორარი დაამწუხრა.

ტურის დაბრუნება

ადრიან მუტუ მოკვეთილი იყო "ფიორენტინას" მთავარი გუნდიდან და ვერავინ წარმოიდგენდა, თუ ერთ მშვენიერ დღეს კვლავ მოირგებდა იისფერ მაისურს. საქმე იმაშია, რომ რუმინელმა ფორვარდმა გუნდის განაწესი არაერთხელ დაარღვია, რამაც ანდრეა დელა ვალეს მოთმინების ფიალა აუვსო. "ფიორენტინას" პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, მუტუ გაგდებულია გუნდიდან და "ფიორენტინას" შემადგენლობაში ვეღარ ითამაშებსო.

"სამპდორიას" პრეზიდენტის რიკარდო გარონესგან განსხვავებით, დელა ვალე ნაკლებად პრინციპული ადამიანი აღმოჩნდა - მუტუმ ბოდიში მოიხადა და პრეზიდენტმაც შეუნდო. ამ ყველაფრით სინიშა მიხაილოვიჩი დარჩა ყველაზე კმაყოფილი, რომელმაც უმალ შეიყვანა რუმინელი სამატჩო განაცხადში და "პარმასთან" პაექრობაში ათამაშა კიდეც.

ტურის ფრაზა

ლუიჯი დელ ნერი (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "იცით, თავდამსხმელებით თამაში გაცილებით იოლი ყოფილა."

ციფრები და ფაქტები

- "სამპდორიას" კარში გატანილი გოლი ანტონიო დი ნატალესთვის მეასეა "უდინეზეს" შემადგენლობაში;

- "რომას" 2005 წლის შემდეგ არ ჰქონდა "ინტერთან" გასვლითი შეხვედრა წაგებული;

- დუგლას მაიკონმა მეორასე შეხვედრა ჩაატარა "ინტერის" შემადგენლობაში;

- "კალიარისთან" პაექრობაში ლუკა ტონიმ მეასე გოლი გაიტანა სერია A-ში;

- ალესანდრო დელ პიერო ჯამპიერო ბონიპერტის გაუთანაბრდა, მათ ანგარიშზე 444 მატჩია სერია A-ში;

- "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე 562 წუთია, რაც გოლი არ გაუშვია.

irakli
და პეროტამ თავისი მე-200 მატჩი ითამაშა "რომას" მაისურით.
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია